თუ დანიშნულების სადგურში შემოწმებისას არ აღმოჩნდა სხვაობა გზად მდებარე სადგურში შედგენილი კომერციული აქტის მონაცემებსა და ტვირთის ფაქტობრივ მონაცემებს შორის‚ მაშინ დანიშნულების სადგური ვალდებულია‚ გზად მდებარე სადგურის კომერციული აქტის „68“ გრაფაში, ახალი კომერციული აქტის შეუდგენლად‚ გააკეთოს შემდეგი შინაარსის აღნიშნვა: “––––––––––––––––––„–––––––––, გაცემული ტვირთის შემოწმებისას სხვაობა ამ აქტთან შედარებით არ აღმოჩნდა“. ეს აღნიშნვა მოწმდება სადგურის სტრიქონული ან დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოთა დისტანციის შტემპელითა და 436-ე მუხლში მითითებული პირების ხელმოწერით. კომერციული აქტი რეგისტრირდება დაუცველ ტვირთზიდვაზე შედგენილი კომერციული აქტების აღრიცხვის წიგნში. კომერციული აქტების აღრიცხვის წიგნის რიგითი სარეგისტრაციო ნომერი გადაიტანება კომერციულ აქტში და აღინიშნება ამ აქტის სასტამბო ნომრის ქვეშ‚ რის შემდეგ გადაეცემა ტვირთმიმღებს, მისი მოთხოვნით. თუ გზად მდებარე სადგურში შედგენილი კომერციული აქტი გადაეცა ტვირთმიმღებს, მისი ასლი ინახება დანიშნულების სადგურში.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 424
თავი XXVIII — ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესი
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 424, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-424/