1. საგანწესო სათავსებში, სამუშაო ადგილებზე და ადამიანების გადაადგილების გზებზე უნდა გამოიკიდოს უსაფრთხოების ტექნიკის პლაკატები და მაფრთხილებელი წარწერები, ხოლო სამანქანო სათავსებში (კამერებში) – უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციები.
2. სამუშაოს დაწყების წინ ან ცვლის განმავლობაში თითოეული სამუშაო ადგილი უნდა დათვალიერდეს სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
3. აკრძალულია განწესის გაცემა იმ ადგილებში სამუშაოდ, სადაც დარღვეულია უსაფრთხოების მოთხოვნები. განწესის გაცემა უნდა მოხდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული განწესის დებულების შესაბამისად.
4. თითოეული მუშა სამუშაოს დაწყების წინ უნდა დარწმუნდეს თავისი სამუშაო ადგილის უსაფრთხო მდგომარეობაში, შეამოწმოს სამუშაოსათვის საჭირო მცველი მოწყობილობის, ინსტრუმენტების, მექანიზმებისა და სამარჯვების წესივრულობა. ისეთი ხარვეზის აღმოჩენისას, რომლის აღმოფხვრაც მუშას არ შეუძლია, ის ვალდებულია არ დაიწყოს მუშაობა და შეატყობინოს ეს ხელმძღვანელობას.
5. აკრძალულია დასვენება უშუალოდ სანგრევებში და საფეხურის ფერდოებთან, აგრეთვე მოქმედ მექანიზმებთან ახლოს, სატრანსპორტო გზებზე, მოწყობილობაზე.
6. მექანიზმების ამუშავების და მანქანების, სარკინიგზო შემადგენლობების ან ავტომობილების მოძრაობის დაწყების წინ აუცილებელია ხმოვანი ან შუქური სიგნალების მიცემა. ხელმძღვანელები ვალდებული არიან მათი მნიშვნელობა გააცნონ ყველა მომუშავეს. ამასთან, მანქანებისა და მექანიზმების მოქმედების ზონაში სიგნალი უნდა ესმოდეს ყველა მომუშავეს (ჩანდეს ყველასათვის).
7. ყოველი არასწორად მიცემული ან გაუგებარი სიგნალი აღქმული უნდა იქნეს როგორც სიგნალი “დადექ”.
8. სამუშაოს ან მანქანების, მექანიზმების მოძრაობის დაწყების წინ მემანქანე უნდა დარწმუნდეს ბრიგადის წევრებისა და ახლომყოფი პირების უსაფრთხოებაში.
9. სიგნალების და მათი მნიშვნელობების ცხრილი უნდა გაიკრას მომუშავე მექანიზ-მზე ან მასთან ახლოს.
10. სამთო მასის ხელით დაშლისა და დატვირთვისას მომსახურე პერსონალი უნდა მუშაობდეს არამსხვრევადმინებიანი დამცავი სათვალეებით და ხელთათმანებით.
11. საწარმოში მომუშავე ყოველი პირი, როცა შეამჩნევს საფრთხეს, რომელიც ემუქრება ადამიანებს ან საწარმოს (ლიანდაგის, მანქანის და მექანიზმის, ელექტროქსელის უწესივრობა, შესაძლო მეწყერის, საფეხურის ჩამოქცევის, ხანძრის გაჩენის ნიშნები), ვალდებულია საფრთხის აღმოსაფხვრელად ზომების მიღებასთან ერთად შეატყობინოს ეს ხელმძღვანელობას.
12. კარიერის გვირაბების ის ადგილები, სადაც არის ადამიანების ჩავარდნის საფრთხე, აგრეთვე ჩანაქცევები და ძაბრები, უნდა შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ნიშნებით და განათდეს სიბნელეში. ზუმპფები, საამფეთქებლო და სადრენაჟო ჭაბურღილები, შურფები და სხვა ვერტიკალური ან დახრილი გვირაბები საიმედოდ უნდა იყოს დახურული ან შემოღობილი.
13. აკრძალულია სამუშაო ადგილების და მათგან გამოსასვლელების ჩახერგვა ქანით და სხვა საგნებით, რომლებიც ართულებენ ადამიანების თავისუფალ გადაადგილებას.
14. არასამუშაო დროს სამთო, სატრანსპორტო და საგზაოსამშენებლო მანქანები სანგრევიდან გაყვანილი უნდა იქნეს უსაფრთხო ადგილას, მუშა ორგანო უნდა დაეშვას მიწაზე, კაბინა დაიკეტოს და მკვებავი კაბელიდან ძაბვა მოიხსნას.
15. კარიერზე, სადაც სამთო სამუშაოების წარმოებისას ხდება მტვერწარმოქმნა და აირგამოყოფა, კვარტალში ერთხელ მაინც იმ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად წარმოიქმნება მტვერი და გროვდება აირი, უნდა მოხდეს სინჯების აღება ჰაერის ანალიზისათვის. ჰაერისა და მტვრის სინჯების აღების ადგილები განისაზღვრება გეგმით, რომელსაც ამტკიცებს კარიერის ხელმძღვანელი.
16. სამუშაო ადგილებზე ჰაერის მტვრიანობა და მავნე აირების შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს სანიტარიული ნორმებით დადგენილ სიდიდეებს. ყველა შემთხვევაში, როდესაც ჰაერის მტვრიანობა ან მავნე აირების შემცველობა კარიერზე აღემატება დასაშვებ ნორმებს, მიღებულ უნდა იქნეს ზომები უსაფრთხო და ჯანმრთელი შრომის პირობების უზრუნველსაყოფად.
17. ხანძრის გაჩენისას კარიერის იმ უბანზე, სადაც ატმოსფერო გაჭუჭყიანებულია წვის პროდუქტებით, უნდა შეწყდეს ყველა სამუშაო გარდა ადამიანების გადარჩენასა და ხანძრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისა.
18. კარიერზე ადამიანების გადაადგილებისათვის უნდა მოეწყოს მოხერხებული გზები, ხოლო ლიანდაგებსა და საავტომობილო გზებზე გადასვლისათვის -მაჩვენებლებით აღნიშნული განსაზღვრული ადგილები. საქვეითო გზები, ლიანდაგებსა და საავტომობილო გზებზე გადასავლელები სიბნელეში უნდა იყოს განათებული.
19. თუ კარიერზე სამუშაო ადგილამდე გზის სიგრძე აღემატება 2,5 კმს ან სამუშაოთა სიღრმე 100 -მზე მეტია, მომსახურე პერსონალის გადაყვანა სამუშაო ადგილზე უნდა მოხდეს ამ მიზნით სპეციალურად მოწყობილი ტრანსპორტით.
20. აკრძალულია ადამიანების გადაყვანა თვითგანტვირთვადი ვაგონებით, თვითსაცლელი ავტომობილების ძარებითა და სატვირთო ბაგირგზებით.
21. საფეხურები კარიერში უნდა მოეწყოს სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.
22. კიბეებს შორის მანძილი საფეხურის სიგრძეზე უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნებს. კიბეების საფეხურები და ბაქნები სისტემატურად უნდა იწმინდებოდეს თოვლისაგან, ტალახისაგან და საჭიროების შემთხვევაში მათზე დაიყაროს ქვიშა. კიბეებთან მისასვლელები უნდა მოსწორდეს სულ ცოტა 0,8-მ სიგანეზე. კიბეების ნაცვლად დასაშვებია 200მდე დახრილი გზების მოწყობა ფეხით მოსიარულეთათვის.
23. საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისას ადამიანების გადაადგილება ფერდოებზე და აფეთქებულ სამთო მასაზე დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული საწარმოო აუცილებლობის დროს და ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ხელმძღვანელის ნებართვით.
24. ლენტურ კონვეიერზე გადასასვლელად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ სახელურებიანი გადასასვლელი ბოგა. კონვეიერის ქვეშ ადამიანებისა და ტრანსპორტის გასასვლელ ადგილებში აუცილებელია მოეწყოს დამცავი თაროები ლენტიდან ჩამოვარდნილი ნატეხებით ადამიანთა შესაძლო დაზიანებისაგან დასაცავად.
25. აკრძალულია საფეხურზე მუშაობა გადმოკიდებული ქიმების, ლოდებისა და ცალკეული მსხვილი კაჭრების, აგრეთვე თოვლისა და ყინულის გადმონაშვერების არსებობისას. იმ შემთხვევაში, როდესაც გადმონაშვერების ან ქიმების აღმოჩენისას შეუძლებელია კიდულების ლიკვიდაცია ან საფეხურის გაწმენდა, სახიფათო ზონაში ყველა სამუშაო უნდა შეჩერდეს და ადამიანები გამოყვანილ იქნენ ზონიდან, ხოლო უბანი შემოიფარგლოს მაფრთხილებელი ნიშნებით.
26. სარკინიგზო შემადგენლობისა და ლოკომოტივის კაბინაში მგზავრობის უფლება აქვთ შემადგენლობის გამყოლ პირებს, აგრეთვე ზედამხედველს და ცალკეულ მომსახურე პერსონალს იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ ხელმძღვანელის წერილობითი ნებართვა.
27. კარიერზე ბულდოზერების, ავტომობილებისა და სხვა თვლებიანი, მუხლუხა ან მაბიჯი მანქანების ლიანდაგებზე გადასვლა ნებადართულია სპეციალურად მოწყობილ და მაჩვენებლებით აღნიშნულ დადგენილ ადგილებში.
28. კარიერის მიწისქვეშა გვირაბებისა და ქანობების გაყვანა და ექსპლუატაცია უნდა მოხდეს ნახშირის შახტების უსაფრთხოების უსაფრთხოების შესახებ და მადნეული, არამადნეული საბადოების მიწისქვეშა წესით დამუშავების უსაფრთხოების შესახებ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა შესაბამისად.
29. კარიერზე საამფეთქებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ“–ის მოთხოვნათა შესაბამისად.
30. სასარგებლო წიაღისეულის ღია წესით მოპოვებისას სამთო საწარმოებში სამშენებლო–სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოების შესრულების დროს რეგლამენტის გარდა დაცული უნდა იქნეს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნები.
კარი II
ტექნოლოგია
ღია სამთო სამუშაოების ტექნოლოგია
(ძირითადი მოთხოვნებ