1. საწარმოებისა და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა და სპეციალისტებმა, რომლებიც დასაქმებული არიან კარიერების დაპროექტებით, მშენებლობით, ექსპლუატაციით, ტექნიკური ზედამხედველობით, მოწყობილობის გამართვითა და გამოცდით, აგრეთვე კადრების მომზადებით, უნდა გაიარონ რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნის პირველადი შემოწმება მათი საქმიანობის შესაბამისი მოცულობით.
2. ღია სამთო სამუშაოებზე ტექნიკურ ხელმძღვანელებად დაიშვებიან პირები, თუ:
ა) აქვთ უმაღლესი ტექნიკური ან საშუალო სამთოტექნიკური განათლება ან
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გავლილი აქვთ სწავლება;
ბ) შეუძლიათ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით სარგებლობა;
გ) იციან პირველადი სამედიცინო დახმარების ხერხები;
დ) ცოდნის პირველადი შემოწმების შემდეგ გავლილი აქვთ ორკვირიანი სტაჟირება.
სტაჟირებასა და სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულებაზე დაშვება უნდა
გაფორმდეს ბრძანებით.
3. რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნის პერიოდული შემოწმება უნდა ჩატარდეს არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ.
4. სხვა სამუშაოზე გადასვლისას, რომელიც წინასაგან განსხვავდება ნორმატიული აქტებისა და უსაფრთხოების რეგლამენტის მოთხოვნების პირობებითა და ხასიათით, აუცილებელია ცოდნის შემოწმება ახალი მოთხოვნების გათვალისწინები