1. იმ სამთო და სატრანსპორტო მანქანების (დანადგარების) მემანქანეებსა და მათ თანაშემწეებს, რომელთა მართვაც დაკავშირებულია ელექტროდანადგარების ოპერატიულ ჩართვა-გამორთვასთან, უნდა ჰქონდეთ საკვალიფიკაციო ჯგუფი  სტანდარტის  მოთხოვნების შესაბამისად.

2. უსაფრთხოების ტექნიკაში შესაბამისი საკვალიფიკაციო ჯგუფის მინიჭების შემდეგ მემანქანეებსა და მათ თანაშემწეებს უფლება აქვთ მოემსახურონ მათთვის მინდობილ სამთო და სატრანსპორტო მანქანებს (დანადგარებს), აგრეთვე მიერთების პუნქტებს და ჩაუტარონ მიმდინარე პროფილაქტიკური რემონტი (მათ შორის, კაბელის გადართვამიერთების პუნქტში). მემანქანეებსა და მათ თანაშემწეებს დროებით სხვა მანქანაზე (დანადგარზე) გადაყვანისას აღნიშნული სამუშაოების წარმოების უფლება ეძლევათ ამ მანქანის (დანადგარის) ენერგო-მომარაგების სისტემის გაცნობის შემდე