თავი VIII — 1. მემანქანის მართვის მოწმობის გაცემა და მემანქანის სერტიფიცირება
1. რკინიგზის სისტემაში მემანქანის მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ მემანქანეს, რომელიც ფლობს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს.
2. მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია:
ა) მემანქანის მართვის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მემანქანეს აქვს ძირითადი პროფესიული უნარ-ჩვევები და შესაბამისი განათლება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) მემანქანის სერტიფიკატი.
3. მემანქანის მართვის მოწმობას გასცემს სააგენტო, ხოლო მემანქანის სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოა სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი.
4. მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები (მათ შორის, მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის მიმართ მოთხოვნები და საგამონაკლისო წესები) მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მემანქანის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის ფორმებს ამტკიცებს სააგენტო.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №2998
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 632632. . მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები 1. რკინიგზის სისტემაში მემანქანის მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ მემანქანეს, რომელიც ფლობს ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს. 2. მემანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია: ა) მემანქანის მართვის მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ მემანქანეს აქვს ძირითადი პროფესიული უნარ-ჩვევები და შესაბამისი განათლება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს; ბ) მემანქანის სერტიფიკატი. 3. მემანქანის მართვის მოწმობას გასცემს სააგენტო, ხოლო მემანქანის სერტიფიკატის გაცემის უფლებამოსილების მქონე ორგანოა სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი. 4. მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები (მათ შორის, მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის მიმართ მოთხოვნები და საგამონაკლისო წესები) მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. მემანქანის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის ფორმებს ამტკიცებს სააგენტო.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება