თავი VIII — 1. მემანქანის მართვის მოწმობის გაცემა და მემანქანის სერტიფიცირება
1. მემანქანეთა პროფესიული სწავლება ხორციელდება სასწავლო ცენტრში სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობების შესაბამისად.
2. მემანქანეთა პროფესიული სწავლება უნდა შედგებოდეს მემანქანის მართვის მოწმობასა და მემანქანის სერტიფიკატთან დაკავშირებული სასწავლო მოდულებისგან. მემანქანეთა პროფესიული სწავლება მათი მეშვეობით ხორციელდება.
3. სასწავლო ცენტრმა უნდა უზრუნველყოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების ხელმისაწვდომობა სამართლიანობის ფარგლებში და დისკრიმინაციის გარეშე.
4. პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს სააგენტო.
5. პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №2998
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (28.06.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 634634. . მემანქანეთა პროფესიული სწავლება 1. მემანქანეთა პროფესიული სწავლება ხორციელდება სასწავლო ცენტრში სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობების შესაბამისად. 2. მემანქანეთა პროფესიული სწავლება უნდა შედგებოდეს მემანქანის მართვის მოწმობასა და მემანქანის სერტიფიკატთან დაკავშირებული სასწავლო მოდულებისგან. მემანქანეთა პროფესიული სწავლება მათი მეშვეობით ხორციელდება. 3. სასწავლო ცენტრმა უნდა უზრუნველყოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების ხელმისაწვდომობა სამართლიანობის ფარგლებში და დისკრიმინაციის გარეშე. 4. პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს სააგენტო. 5. პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 29.04.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 4, 22/01/2003.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება