მუხლი 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება
თავი I — ზოგადი დებულებანი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, ესე იგი ვრცელდებიან ამ აქტების გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზეც. აქტებს, რომლებიც აწესებენ ან აძლიერებენ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, უკუქცევითი ძალა არა აქვს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ სამართალდარღვევის შესახებ საქმის განხილვის დროს და ადგილას მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
კარი II. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
I. ზოგადი ნაწილი
თავი II. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლო
საქმე №ბს-149(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
…მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს. კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე მითითებით განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამართალდამრღვევად მიჩნეული…
საქმე №ბს-1287(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
…ცხადია, რომ კანონმდებლის უპირატესი მიზანია არსებული სამართალდარღვევის აღმოფხვრა, მისი გამოსწორება და არა დამრღვევის დასჯა (სუსგ №ბს-1390(კ-18), 12.09.2019წ.). საკასაციო პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლით დადგენილ პრინციპზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს…
საქმე №ბს-940(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.05.2025
…2018 წლის 8 აგვისტოს №003000 დადგენილებით მოსარჩელეები დაჯარიმდნენ 8 000 ლარით. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.1 მუხლზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლზე, მე-9 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე მითითებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მიზანს…
საქმე №ბს-1126(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.05.2025
…19 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა შპს „...ის“ მიერ. კასატორის განმარტებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს სამართალდარღვევის ჩადენის დროს…
საქმე №ბს-961(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.05.2025
…შესაბამისად, მიუხედავად უნებართვო მშენებლობის გამოვლენის დროისა, სანქციის დაკისრების მიზნებისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო ამ ქმედებისათვის კანონმდებლის მიერ გათვალისწინებული სანქციებიდან ყველაზე მსუბუქი სანქცია ( სასკ-ის მე-9 მუხლი). გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ 2008 წლის 27 ოქტომბრამდე, სამშენებლო კანონმდებლობა, კერძოდ, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და…
საქმე №ბს-445(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
საქმე №ბს-226(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2025
საქმე №ბს-756(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2024
საქმე №ბს-1509(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.06.2024
საქმე №ბს-484(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2024
საქმე №ბს-586(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
საქმე №ბს-296(3კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2023
საქმე №ბს-1421(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2023
საქმე №ბს-180(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 31.03.2023
საქმე №ბს-1158(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2023
საქმე №ბს-435(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.03.2023
საქმე №ბს-564(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2023
საქმე №ბს-949(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
საქმე №ბს-148(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
საქმე №ბს-616(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.07.2022
საქმე №ბს-590(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.12.2021
საქმე №ბს-285(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.09.2021
საქმე №ბს-326(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.12.2020
საქმე №ბს-883(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.12.2020
საქმე №ბს-1489(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.09.2020
საქმე №ბს-1037(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.07.2020
საქმე №ბს-1139(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.04.2020
საქმე №ბს-1361(გ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2020
საქმე №ბს-1390(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.09.2019
…მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასკ-ის 9.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო…
…საპენსიო ფონდი უზრუნველყოს მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“. 5. 71 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. საპენსიო ფონდის სპეციალური ფუნქციები 1. საპენსიო ფონდს აქვს სპეციალური ფუნქციები. სპეციალური ფუნქციების…
…დადგენილი, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. სასკ-ის 9.2 მუხლის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო…
…მიზნით 2024 წლის 1 თებერვლამდე წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. ეს ვალდებულება არ ვრცელდება იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღზე, რომლის ტარების უფლებაც აქვთ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს. 2. თუ იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დადგინდა, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით წარდგენილი იარაღი…
…კანონითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესარჩევი კომისია მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრობის კანდიდატებს არჩევს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით და მათ ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი წესით წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. 3. შესარჩევ კომისიას უნდა ჰქონდეს თავის მიერვე დამტკიცებული დებულება, რომლითაც დგინდება…