თანამდებობის პირებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის, რომელიც დაკავშირებულია მმართველობის წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, ბუნების, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში დადგენილი წესებისა და სხვა იმ წესების დაუცველობასთან, რომელთა შესრულების უზრუნველყოფა მათი სამსახურებრივი მოვალეობაა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
მუხლი 15. თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-15 მუხლი · სასკ 15
თავი II — ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-1297(2კ-24)
ამდენად, ზემოაღნიშნული რეგლამენტის მე-5, მე-10 და მე-15 მუხლების დარღვევა არ შეიძლება მცირე მნიშვნელობის სამართალდარღვევად ჩაითვალოს, მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.
- საქმე №330310018002479633
…დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საპროცესო ხელმძღვანელობას გამოძიების სტადიაზე. ამავე კანონის მე-15 მუხლის მიხედვით, პროკურატურა დანაშაულისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა საქმეებზე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას და შეუძლია განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა.
საკონსტიტუციო სასამართლო ამ მუხლზე
სხვა აქტები, რომლებიც ამ მუხლზე უთითებენ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფა
- მუხლი 9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის შესახებ კანონმდებლობის მოქმედება
- მუხლი 10. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ცნება
- მუხლი 11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განზრახ ჩადენა
- მუხლი 12. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გაუფრთხილებლობით ჩადენა
- მუხლი 13. ასაკი, რომლის მიღწევის შემდეგ დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
- მუხლი 16. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის სამხედრო მოსამსახურეთა და სხვა პირთა პასუხისმგებლობა, რომლებზედაც ვრცელდება სპეციალური დისციპლინური ნორმების მოქმედება
- მუხლი 17. უცხოელი მოქალაქის და მოქალაქეობის არმქონე პირის პასუხისმგებლობა
- მუხლი 18. უკიდურესი აუცილებლობა
- მუხლი 19. აუცილებელი მოგერიება
- მუხლი 20. შეურაცხაობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, მუხლი 15. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28216/muxli-15/