აფხაზეთის ასსრ და აჭარის ასსრ გამგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონმდებლობის დარგში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განეკუთვნება:

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგენა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე, თუ ისინი მოწესრიგებული არ არიან ამ კოდექსით, აგრეთვე სტიქიურ უბედურებასა და ეპიდემიასთან ბრძოლის საკითხებზე;

წესების დადგენა, რომელთა დარღვევისათვის დგება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კოდექსის 86-ე, 102-ე, 148-ე, 157-ე მუხლებით.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.1