მუხლი 7. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-7 მუხლი · სასკ 7
თავი I — ზოგადი დებულებანი
1. სახელმწიფო ორგანოები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, შრომითი კოლექტივები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების, მათი ჩადენის ხელშემწყობი მიზეზებისა და პირობების გამოვლენისა და აღკვეთის, მოქალაქეთა მაღალი შეგნებულობისა და დისციპლინის, კანონების მკაცრი დაცვის სულისკვეთებით აღზრდის ღონისძიებებს.
2. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და მუნიციპალიტეტები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უზრუნველყოფენ კანონების შესრულებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეთა უფლებების დაცვას, თავიანთ ტერიტორიებზე კოორდინაციას უწევენ ყველა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოს მუშაობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან ასაცილებლად, ხელმძღვანელობენ შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობას, რომელთა მოვალეობაა ებრძოლონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს.
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6878 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.07.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
„სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკის“ მე-6 მუხლის „გ“ პუნქტის, მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის და მე-4 ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მოპასუხეს დაერიცხა აღურიცხავი და რეალურად მოხმარებული ელექტროენერგია 49113 კვტ.სთ-ს ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “სააბონენტო, საბიუჯეტო და კომერციულ სექტორში აღურიცხავი ელექტროენერგიის დარიცხვის მეთოდიკისა და ფიქისრებული გადასახადების მიხედვით ელექტროენერგიის საფასურის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილების მე-3 მუხლზე, მე-4 მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-7 მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებზე და მიიჩნია, რომ სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” 2008 წლის 21 მარტის ელექტროენერგიის შემოწმების ¹000243 აქტი და ამავე წლის 30 აპრილის…
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-6, მე-7, მე-18, 42-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე…
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-7, მე-17, მე-18, 22-ე, 42-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 317-ე, 4
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, მუხლი 7. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28216/muxli-7/