მუხლი 3. ბაზარზე პროდუქტის შეზღუდვის გარეშე დაშვება
თავი I — ზოგადი დებულებანი
1. რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. თუ ტექნიკური რეგლამენტით არ რეგულირდება ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი რომელიმე პროდუქტის უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნები, ამ პროდუქტზე ვრცელდება ამ კოდექსის II და III თავებით დადგენილი მოთხოვნები.
3. რეგულირებულ სფეროში პროდუქტი, რომლის უსაფრთხოების მახასიათებლები არსებითად შეიცვლება, ჩაითვლება ახალ პროდუქტად და ის უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ამ კოდექსის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას ან/და ექსპლუატაციაში გაშვებისას, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.05.2012).
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. ბაზარზე პროდუქტის შეზღუდვის გარეშე დაშვება 1. რეგულირებული სფეროსთვის მიკუთვნებული პროდუქტი, რომელიც წარმოებულია პროდუქტის უსაფრთხოების სათანადო სტანდარტებისა და განვითარებული ხარისხის ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანაში, მისი კანონმდებლობის შესაბამისად, ბაზარზე განთავსდება შეზღუდვის გარეშე. ასეთი ქვეყნების ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. 2. თუ ტექნიკური რეგლამენტით არ რეგულირდება ბაზარზე განთავსებისათვის განკუთვნილი რომელიმე პროდუქტის უსაფრთხოების სპეციფიკური მოთხოვნები, ამ პროდუქტზე ვრცელდება ამ კოდექსის II და III თავებით დადგენილი მოთხოვნები. 3. რეგულირებულ სფეროში პროდუქტი, რომლის უსაფრთხოების მახასიათებლები არსებითად შეიცვლება, ჩაითვლება ახალ პროდუქტად და ის უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს ამ კოდექსის შესაბამისად ბაზარზე განთავსებისას ან/და ექსპლუატაციაში გაშვებისას, თუ ტექნიკური რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(3)
საქმე №ბს-926(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.01.2024
…(სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) 25-ე მუხლსა და 44-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3, მე-4, 36-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის სათანადო სანქციას - დაჯარიმებას…
…მე-17, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 601-ე, 185-ე, 201-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-3, 25-ე, 45-ე მუხლებით. 4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მითითების შედგენიდან…
…პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე, მე-14 და 25-ე მუხლებს, ასევე, „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3, 36-ე, 65-ე, 66-ე მუხლებს. ბრძანების მიხედვით, ვინაიდან ვერ დადგინდა მშენებლობის მწარმოებელი პირი, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14…
…დანიშნულებით, სატრანსპორტო საშუალებებში ან სხვა სახით გამოსაყენებლად, კერძოდ: ძრავის ზეთი, გადაცემათა კოლოფის ზეთი, საპოხი ზეთი, ტურბინის ზეთი, ჰიდრავლიკური ზეთი და სხვ.; ბ) ნარჩენი ზეთი – ზეთი, რომელიც წარმოადგენს ნარჩენს, კოდექსის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) ნარჩენი ზეთის რეგენერაცია – პროცესი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საბაზისო ზეთის მიღება ნარჩენი ზეთის გაწმენდით.…
…დამყარებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა წარმოების შიდა კონტროლზე დამყარებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა, წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, უზრუნველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და…
…უსაფრთხო აწყობა და ერთმანეთთან მორგება (დაკავშირება). 3. ელექტრომოწყობილობა იმგვარად უნდა იქნეს დაპროექტებული და წარმოებული, რომ დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და სათანადო შენახვის პირობებში უზრუნველყოფდეს ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული საფრთხეებისგან დაცვას. მუხლი 2. ელექტრომოწყობილობიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვა ამ დანართის პირველი მუხლის შესაბამისად, მიღებული…
…სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე და/ან ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სპირტიან სასმელებზე ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დატკბობის მიზნით განკუთვნილი პროდუქტ(ებ)ის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული არომატიზატორების და/ან სხვა სასოფლო-სამეურნეო და/ან სასურსათო პროდუქტების დამატებით; ბ) სპირტიანის სასმელების…
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 3, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-3/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია