თავი II — პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის
ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) წუნდებული პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ისეთ მოთხოვნებს, რომლებსაც ელის მისგან პირი:
ა.ა) პროდუქტზე ზოგადი წარმოდგენის გათვალისწინებით;
ა.ბ) ჩვეულებრივი გამოყენების პირობებში;
ა.გ) იმ პერიოდისათვის არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, როდესაც პროდუქტი ბაზარზე განთავსდა;
ბ) ზიანი − პროდუქტის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობით დამდგარი შედეგი, რომელმაც გამოიწვია:
ბ.ა) ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაზიანება ან გარდაცვალება;
ბ.ბ) ქონების ნებისმიერი ნაწილის დაზიანება ან განადგურება, გარდა თავად წუნდებული პროდუქტისა, რომლის ღირებულება 300 ლარზე მეტი
მთავარი მონაცემები
თანხა300 ლარზე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.05.2012).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(9)
საქმე №ბს-588(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
…2019 წლის 27 მაისს წარადგინა განცხადება, რომელიც დარეგისტრირდა და მიენიჭა ნომერი 528. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „საკ 1.1 აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ 5.2 და 7.2 მუხლების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ განცხადება აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად იყო…
საქმე №ბს-426(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
…თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას „ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-5 მუხლის,,რ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით…
საქმე №ბს-851(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2022
…ცენტრში 27.05.2019წ. წარადგინა განცხადება, რომელიც დარეგისტრირდა და მიენიჭა ნომერი.... აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „საკ 1.1 აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ 5.2 და 7.2 მუხლების შესაბამისად განცხადების რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ განცხადება აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად იყო…
საქმე №ბს-683(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.12.2021
…დადგენილია, რომ ავტოტრანსპორტის გაწყობისას გაზის წნევა არ უნდა აღემატებოდეს გაზსავსები სვეტისათვის დადგენილს. ტექნიკური რეგლამენტის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის პირველ პუნქტში, მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში და მე-19 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დარღვევა განეკუთვნება I ხარისხის არსებით შეუსაბამობას. საკასაციო პალატა…
საქმე №ბს-1342(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2021
…რომ კომპანიამ დაარღვია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №81 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივ გაზზე მომუშავე საავტომობილო გაზსავსები საკომპრესორო სადგურებისათვის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე „რეგლამენტის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას სადავოდ…
…მიზნებისათვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები რეგულირების ობიექტის მიმართ 1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული გაუტეხავი კაკალი და კაკლის გული უნდა აკმაყოფილებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უვნებლობის მაჩვენებლებს, რომელთა გამოკვლევა…
…ასევე ქართულ ენაზე შედგენილი ინსტრუქციები და უსაფრთხოების ინფორმაცია. დისტრიბუტორი ასევე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. დისტრიბუტორი ვალდებულია არ განათავსოს სათამაშო ბაზარზე, თუ თვლის ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ სათამაშო არ შეესაბამება ტექნიკური…
…ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე ტიპთან შესაბამისობის განსაზღვრა წარმოების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის საფუძველზე არის შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილი, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2, მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, უზრუნველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ მოცემული ინდივიდუალური დაცვის საშუალება შეესაბამება ტიპის გამოცდის…
…გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის“ მე-3 მუხლის „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ.ბ“ და „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.ა“ და „ა.ა.გ“ ქვეპუნქტების,…
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 5, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-5/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია