მუხლი 9. ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
თავი III — პროდუქტის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები
1. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი.
2. მწარმოებელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფრთხილოს მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკის შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარგანსაზღვრული ვადის განმავლობაში. თუ მწარმოებელს შეუძლია ასეთი რისკის თავიდან აცილება, იგი ვალდებულია განახორციელოს ყველა ღონისძიება ამგვარი რისკის თავიდან ასაცილებლად.
3. მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს სათანადო გულისხმიერებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პროდუქტის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა.
4. მწარმოებელმა არ უნდა გაავრცელოს ისეთი პროდუქტი, რომელიც, მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და ცოდნის საფუძველზე, არ შეესაბამება უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნებს.
5. დისტრიბუტორმა თავისი საქმიანობის ფარგლებში ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
6. მწარმოებელი და დისტრიბუტორი ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლონ უფლებამოსილ ორგანოებთან იმ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც განთავსდა ბაზარზე ან განკუთვნილია ბაზარზე განსათავსებლად.
7. ამ თავის მიზნებისათვის პროდუქტი არ არის ის მეორეული გამოყენების პროდუქტი, რომელიც მიწოდებულია, როგორც ანტიკვარიატი, ან პროდუქტი, რომელიც გამოყენებამდე უნდა შეკეთდეს ან გადაკეთდეს, თუ ამის შესახებ მიმწოდებელმა მკაფიოდ აცნობა მომხმარებელ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.05.2012).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა 1. მწარმოებელი ვალდებულია ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი. 2. მწარმოებელი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გააფრთხილოს მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკის შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარგანსაზღვრული ვადის განმავლობაში. თუ მწარმოებელს შეუძლია ასეთი რისკის თავიდან აცილება, იგი ვალდებულია განახორციელოს ყველა ღონისძიება ამგვარი რისკის თავიდან ასაცილებლად. 3. მწარმოებელი ვალდებულია იმოქმედოს სათანადო გულისხმიერებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს პროდუქტის უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებთან შესაბამისობა. 4. მწარმოებელმა არ უნდა გაავრცელოს ისეთი პროდუქტი, რომელიც, მის ხელთ არსებული ინფორმაციისა და ცოდნის საფუძველზე, არ შეესაბამება უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნებს. 5. დისტრიბუტორმა თავისი საქმიანობის ფარგლებში ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 6. მწარმოებელი და დისტრიბუტორი ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლონ უფლებამოსილ ორგანოებთან იმ პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც განთავსდა ბაზარზე ან განკუთვნილია ბაზარზე განსათავსებლად. 7. ამ თავის მიზნებისათვის პროდუქტი არ არის ის მეორეული გამოყენების პროდუქტი, რომელიც მიწოდებულია, როგორც ანტიკვარიატი, ან პროდუქტი, რომელიც გამოყენებამდე უნდა შეკეთდეს ან გადაკეთდეს, თუ ამის შესახებ მიმწოდებელმა მკაფიოდ აცნობა მომხმარებელს.
…მას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა გაეფრთხილებინა მომხმარებელი იმ თვალსაჩინო თუ არათვალსაჩინო რისკის შესახებ, რომელსაც შეიცავს პროდუქტი მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და წინასწარ განსაზღვრული ვადის განმავლობაში [ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-9 მუხლი ]. 20.4. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებასაც მოსარჩელისათვის იმაზე მეტის მიკუთვნებაზე,…
…პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების საფუძველზე (დადგენილების 1 მუხლი), ხოლო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-9 და მე-11 მუხლში პირდაპირ, იმპერატიულად არის რეგლამენტირებული, რომ უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო სურსათის (წუნდებული სურსათის) ბაზარზე განთავსებისათვის…
…1. ეს მუხლი ადგენს მეორეული სათამაშოს იმპორტიორის ვალდებულებებს. 2. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის მეორეული სათამაშო, რომელიც შესაბამისია ამ მუხლისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-9, მე-10 და მე-14 მუხლების მოთხოვნებთან. 3. მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია, მეორეული სათამაშოს იმპორტის შემდეგ, ბაზარზე განთავსებამდე, მოახდინოს იმ…
…კ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (შემდგომშ – მგვ) – გარემოსდაცვითი მიდგომა, რომელიც მოიცავს მწარმოებლის პასუხისმგებლობას საკუთარ პროდუქტზე ამ პროდუქტის მოხმარების შემდგომ ეტაპზეც, სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, კოდექსის მე-9 მუხლის პირველი–მე-4 ნაწილების შესაბამისად; ლ) მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისობის სქემა (შემდგოში – მგვ-ის შესაბამისობის სქემა) –…
…შემდეგი ინფორმაცია: ა) ამ დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ბ) ამ დანართის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია; გ) ამ დანართის მე-3 მუხლის მე-9, მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების გადაწყვეტილებები და ანგარიშები. მუხლი 7. შესაბამისობის შემფასებელი პირის ვალდებულება…
…დოკუმენტაცია არ არსებობს ან არასრულია; ვ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით ან მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია არ არსებობს, არასწორია ან არასრულია; ზ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 და მე-9 მუხლების რომელიმე მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული. 2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობა არ გამოსწორდა ბაზარზე ზედამხედველობის…
…პარკების წარმოებას, იმპორტს ან/და რეალიზაციას. 3. ტექნიკური რეგლამენტის მოქმედება არ ვრცელდება: ა) შეფუთვისათვის განკუთვნილ პლასტიკის პარკებზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-9 მუხლის მე-3, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა); ბ) პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის…
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 9, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-9/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია