თავი II — პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის
1. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ვადაა 3 წელი. ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც დაზარალებულმა გაიგო ან უნდა გაეგო, რომ მიადგა ზიანი, და, ამასთანავე, მან მოახდინა ზიანის, წუნისა და მწარმოებლის იდენტიფიცირება.
2. დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის გამომწვევი პროდუქტის ნებისმიერ ბაზარზე განთავსების მომენტიდან 10 წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზარალებულმა ამ პერიოდში მწარმოებლის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტან
მთავარი მონაცემები
ვადა10 წლის განმავლობაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.05.2012).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ბს-487(3კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.03.2025
…და პირობების, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადის და მისი ლეგალიზების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 მარტის N153 დადგენილების მე-4, მე-7 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2009 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის დეკემბრამდე პერიოდში ავტოფარეხებზე…
საქმე №ბს-588(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.04.2024
…წლის 27 მაისს წარადგინა განცხადება, რომელიც დარეგისტრირდა და მიენიჭა ნომერი 528. აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „საკ 1.1 აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ 5.2 და 7.2 მუხლების შესაბამისად, განცხადების რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ განცხადება აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად იყო წარდგენილი.…
საქმე №ბს-851(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.12.2022
…27.05.2019წ. წარადგინა განცხადება, რომელიც დარეგისტრირდა და მიენიჭა ნომერი.... აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის 03.10.2018წ. №01-1 ბრძანებით დამტკიცებული „საკ 1.1 აკრედიტაციის სქემების და საერთო პროცედურების“ 5.2 და 7.2 მუხლების შესაბამისად განცხადების რეგისტრაცია ნიშნავს იმას, რომ განცხადება აკრედიტაციის ცენტრის შესაბამისი წესებისა და პროცედურების თანახმად სრულად იყო წარდგენილი.…
…საქართველოს კანონზე, რომელიც ვრცელდება ქალაქ თბილისის საზღვრებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, მწვანე ნარგავები განთავსებულია კერძო თუ სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. მეტიც, აღნიშნული კანონის მე-7 მუხლი ცალსახად ახდენს ნარგავების/მცენარეების განადგურების შედეგად მიყენებული ზიანის გამოთვლის წესის დიფერენციაციას ნარგავის განთავსების…
…ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია − ქართულ ენაზე. დისტრიბუტორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. იმ შემთხვევაში, თუ დისტრიბუტორს აქვს ინფორმაცია ან საფუძვლიანი ეჭვი, რომ ელექტრომოწყობილობა არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის…
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 7, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-7/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია