ა) სახელმწიფოს მიერ დაწესებული უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნების მხოლოდ რეგულირებულ სფეროზე გავრცელებას. სხვა სფეროში მეწარმეს თავად აქვს უფლება, აირჩიოს და დააკმაყოფილოს უსაფრთხოების მოთხოვნები;
ბ) მინიმალურად საჭირო რეგულირებით უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსების უზრუნველყოფას;
გ) მსგავსი მახასიათებლების მქონე პროდუქტებისათვის ბაზარზე განთავსებისას ერთგვაროვან და არადისკრიმინაციულ მიდგომას;
დ) სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების უპირატესობას;
ე) ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად დაშვებას ამავე კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში;
ვ) აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების (შშ) საერთაშორისო და ევროპული სისტემების მიხედვით წარმართვას;
ზ) ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარების ხელშეწყობას.
2. ამ კოდექსის რეგულირების მექანიზმებია: პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკური ნორმების ჰარმონიზაცია და ვაჭრობაში არასატარიფო ბარიერების შემცირება.
3. პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ევროკომისიის მიერ მიღებული/დამტკიცებული ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების მოთხოვნების დაცვით, ამ კოდექსის შესაბამისად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს.
4. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომელიც სპეციალურად არის წარმოებული საპოლიციო ან/და სამხედრო მიზნებისათვის.
საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.07.2024-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. კოდექსის ზოგადი პრინციპები 1. ეს კოდექსი ეფუძნება შემდეგ ზოგად პრინციპებს: ა) სახელმწიფოს მიერ დაწესებული უსაფრთხოების სავალდებულო მოთხოვნების მხოლოდ რეგულირებულ სფეროზე გავრცელებას. სხვა სფეროში მეწარმეს თავად აქვს უფლება, აირჩიოს და დააკმაყოფილოს უსაფრთხოების მოთხოვნები; ბ) მინიმალურად საჭირო რეგულირებით უსაფრთხო პროდუქტის ბაზარზე განთავსების უზრუნველყოფას; გ) მსგავსი მახასიათებლების მქონე პროდუქტებისათვის ბაზარზე განთავსებისას ერთგვაროვან და არადისკრიმინაციულ მიდგომას; დ) სტანდარტიზაციის სფეროში საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების უპირატესობას; ე) ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დასაცავად დაშვებას ამავე კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში; ვ) აკრედიტაციისა და შესაბამისობის შეფასების (შშ) საერთაშორისო სისტემდასთან ჰა ევრმონიზებპული პროცსისტედურმების მიხედვით წადგენრმართვას; ზ) ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის განვითარების ხელშეწყობას. 2. ამ კოდექსის რეგულირების მექანიზმებია: პროდუქტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტექნიკური ნორმების ჰარმონიზაცია და ვაჭრობაში არასატარიფო ბარიერების შემცირება. 3. პროდუქტი, რომელიც წარმოებულია ევროკომისიის მიერ მიღებული/დამტკიცებული ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების მოთხოვნების დაცვით, ამ კოდექსის შესაბამისად აკმაყოფილებს უსაფრთხოების ძირითად მოთხოვნებს. 4. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება იმ პროდუქტზე, რომელიც სპეციალურად არის წარმოებული საპოლიციო ან/და სამხედრო მიზნებისათვის.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(4)
საქმე №ბს-149(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
…კოდექსის 32.4-ე მუხლის გამოყენებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის სრულად იყო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც მის მიერ გადაწყვეტილების მიღებისთვის საკმარისი იყო. კასატორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლსა და მე-9 მუხლის…
საქმე №ბს-676(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2023
…საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 191 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო…
…საქართველოს კანონზე (პირველადი რედაქცია), რომელიც აწესრიგებდა არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ამ სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობის საკითხს. მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ი“ პუნქტით განსაზღვრული იყო დარღვევა არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში - სახელმწიფო სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების,…
…თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემის გარეშე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის შესახებ, რომლის გასაჩივრებაც არ აჩერებს აღნიშნული დადგენილების მოქმედებას. სასამართლო მიუთითებს ამავე კანონის მე-2 მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია კანონის მოქმედების არეალი სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში. კანონის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობა…
…კონტროლზე დამყარებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა წარმოების შიდა კონტროლზე დამყარებული პროდუქტის ტიპთან შესაბამისობა, წარმოადგენს შესაბამისობის შეფასების პროცედურის ნაწილს, რომლის საშუალებითაც მწარმოებელი ასრულებს ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, უზრუნველყოფს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ პროდუქტი შეესაბამება პროდუქტის ტიპის გამოცდის სერტიფიკატში აღწერილ ტიპს და…
…და აცხადებს, რომ მანქანა-დანადგარი აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სათანადო მოთხოვნებს. 2. მწარმოებელი ან მისი ავტორიზებული წარმომადგენელია ვალდებულია, შეადგინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის VI დანართის პირველი და მე-2 მუხლებით განსაზღვრული ტექნიკური დოკუმენტაცია თითოეული პროდუქტის სერიის თითოეული წარმომადგენლობითი ტიპისთვის. 3. მწარმოებელი ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი…
…მათი უსაფრთხო აწყობა და ერთმანეთთან მორგება (დაკავშირება). 3. ელექტრომოწყობილობა იმგვარად უნდა იქნეს დაპროექტებული და წარმოებული, რომ დანიშნულებისამებრ გამოყენებისას და სათანადო შენახვის პირობებში უზრუნველყოფდეს ამ დანართის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული საფრთხეებისგან დაცვას. მუხლი 2. ელექტრომოწყობილობიდან მომდინარე საფრთხეებისგან დაცვა ამ დანართის პირველი მუხლის შესაბამისად,…
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 2, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-2/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია