განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330310015001083657
საქმე N3ბ/1560-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - შოთა გეწაძე
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,ღ----–------”
წარმომადგენელი - ი-–-----------ე;
მოწინაარმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია;
წარმომადგენელი - გ------- კ-----ე;
მოწინაარმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია;
წარმომადგენელი - თ----- კ--–------ე;
მესამე პირი (16.1) - ვ------- ბ------ე;
დავის საგანი - ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 13 მაისის №------------ დადგენილების ბათილად ცნობა.
1.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 აგვისტოს №--- ბრძანების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებმა სარჩელს მხარი არ დაუჭირეს და ითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,ღ----–------”-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 2002 წლის 20 დეკემბრის №----- დადგენილებით, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ღ----–-------“ (მისამართი: თბილისი, ღ----–--ის ქუჩა №--; თავმჯდომარე: ლ. ე-–--–---–ი) დაჯარიმდა 2 698 (ორი ათას ექვსას ოთხმოცდათვრამეტი) ლარით. (ტ. I, ს.ფ. 190- 192).
საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ქ. თბილისის „არქმშენინსპექციის“ 2004 წლის 19 ივლისის №---- დადგენილებით, იბა „ღ----–------“ დაჯარიმდა 7.582,50 ლარით არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის, კერძოდ, პროექტის დარღვევისათვის და დაევალა მათი გამოსწორება (ტ. I, ს.ფ. 187- 189).
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 20 ოქტომბრის №-------- დადგენილებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ღ----–--ე 2ა“ დაჯარიმდა 6 000 (ექვსი ათასი) ლარით სანებართვო პირობების დარღვევისთვის; ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ღ----–-------“ დაჯარიმდა 5 000 (ხუთიათასი) ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის (ტ. I, ს.ფ. 171-176).
4.2. ამხანაგობა „ღ----–------“-ს წარმომადგენელმა ზ------ ც--–--ემ 2011 წლის 27 ოქტომბერს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა ქ. თბილისში, მ---–-----ა, ღ----–--ის ქუჩა №---ში და ღ----–--ის ქუჩა №--ში მდებარე პროექტის დარღვევით აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (კორპუსი) ლეგალიზება „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660-ე ბრძანებულების თანახმად.
თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 25 ნოემბრის №-–------ ბრძანებით, ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, მ---–-----ა, ღ----–--ის ქუჩა №---ში და ღ----–--ის ქუჩა №--ში, №------- და №------- მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: 0--------------- და 0---------------) მდებარე პროექტის დარღვევით აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (კორპუსი) და მიენიჭა შეუსაბამო უძრავი ობიექტის სტატუსი (ტ. I, ს.ფ. 23-28).
ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 25 ნოემბრის №-–------- ბრძანება ვ------- ბ------ის მიერ ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა ქ. თბილისის მერიაში. ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 29 მაისის №---- განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ვ------- ბ------ის ადმინისტრაციული საჩივარი. ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 25 ნოემბრის №-–------- ბრძანება.
4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის (საქმე №3/2888-12) გადაწყვეტილებით, ვ------- ბ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 25 ნოემბრის №-–------ ბრძანება და დაევალა მოპასუხე ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ღ----–--ის ქ. №---სა და №--ში არსებული შენობა - ნაგებობის ლეგალიზების საკითხის გადაწყვეტის მიზნით; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 29 მაისის №---- განკარგულება (ტ. I, ს.ფ. 141-162).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის (საქმე №3ბ/274-13) განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის №ბს-318-309 (3კ-13) განჩინებით ქ. თბილისის მერიისა და ვ------- ბ------ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 10 აპრილის განჩინება (ტ. I, ს.ფ. 83-84; 93-123).
4.4. ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,ღ----–------”-ს თავმჯდომარემ - ნ---- ფ---–---–--–---–მა 2013 წლის 14 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, კერძოდ, 1031 მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მოითხოვა დაკისრებული ჯარიმების გადახდისაგან განთავისუფლება (ტ. I, ს.ფ. 185-186).
ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 27 დეკემბრის №------------- დადგენილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა ი.ბ.ა. „ღ----–-------ს" მიმართ ქ. თბილისის „არქმშენინსპექციის“ მიერ 2002 წლის 20 დეკემბერს მიღებული №----- დადგენილება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ“; ძალადაკარგულად გამოცხადდა ი.ბ.ა. „ღ----–-------ს“ მიმართ ქ. თბილისის „არქმშენინსპექციის“ მიერ 2004 წლის 19 ივლისს მიღებული 38-1 დადგენილება „არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ“; ძალადაკარგულად გამოცხადდა ი.ბ.ა. „ღ----–-------ს“ მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2009 წლის 20 ოქტომბერს მიღებული №-------- №-------- დადგენილება „არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“.
დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 27 დეკემბრის №------------- დადგენილების გამოცემას საფუძვლად დაედო თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 25 ნოემბრის №-–------ ბრძანება. ასევე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 27 დეკემბრის №------------- დადგენილების მიღებისას ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში არ ყოფილა წარდგენილი კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის №3/2888-12 გადაწყვეტილება (ტ. I, ს.ფ. 181-183).
4.5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 13 მაისის №------------ დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 27 დეკემბრის №------------ დადგენილება (ტ. I, ს.ფ. 18-21).
4.6. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ღ----–--------ს“ თავმჯდომარემ - ნ---- ფ---–---–--–---–მა, 2015 წლის 28 მაისს, საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მერს და მოითხოვა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 13 მაისის №------------ დადგენილების ბათილად ცნობა (ტ. I, ს.ფ. 73-75).
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 აგვისტოს №--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა იბა „ღ----–-------ს“ თავმჯდომარის ნ---- ფ---–---–--–---–ის 2015 წლის 28 მაისის №------------- ადმინისტრაციული საჩივარი; ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 13 მაისის №------------ დადგენილება (ტ. I, ს.ფ.11-17).
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
5.1. სასამართლომ მიუთითა „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” (2013 წლის 28 ივნისს განხორციელებული ცვლილება, ძალაშია 2013 წლის 16 ივლისიდან) 1031 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსით (გარდა ამ კოდექსის 45-ე მუხლისა) გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის ამავე მუხლის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-8 ნაწილით განცხადება ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე ჯარიმის/საურავის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ უფლებამოსილ ორგანოში შეტანილ უნდა იქნეს ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მართალია მოსარჩელე მხარემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს დაკისრებული სახდელებისაგან განთავისუფლების მიზნით, თუმცა აღნიშნული დროისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის №3/2888-12 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იყო ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 25 ნოემბრის №-–------ ბრძანება, რომლითაც ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, მ---–-----ა, ღ----–--ის ქუჩა №---ში და ღ----–--ის ქუჩა №--ში, №------- და №------- მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: 0--------------- და 0---------------) მდებარე პროექტის დარღვევით აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (კორპუსი) და მოპასუხე ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დავალებული ჰქონდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ღ----–--ის ქ. №---სა და №--ში არსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
სასამართლომ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2013 წლის 27 დეკემბრის №------------- დადგენილების მიღებისას უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, ქ. თბილისში, ღ----–--ის ქ. №---სა და №--ში არსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების თაობაზე თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 25 ნოემბრის №-–------ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 13 მაისის №------------- დადგენილება, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1031 მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, გამოცემულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 13 მაისის №------------ დადგენილება კანონიერია და ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევას. იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 13 მაისის №------------ დადგენილება, სასამართლოს მიერ ასევე კანონიერად ჩაითვალა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 აგვისტოს №--- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
6. ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,ღ----–-------ს“ წარმომადგენლის სააპელაციო მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება.
6.1. ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,ღ----–-------ს“ წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ იბა „ღ----–--ის 2ა-ს" მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. განმარტავს, რომ შესაბამისი ორგანოების მიერ მითითებული დარღვევების ნაწილი არ არსებობს, ნაწილი შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს, ხოლო ნაწილის განხორციელება მიზანშეუწონელი, ფაქტობრივად შეუძლებელია. ასევე, თბილისში ღ----–--ის ქუჩა N-- და N--ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია, მერიის შესაბამისი სამსახურების მოთხოვნების გათვალისწინებით დაუშვებელი იყო.
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ შენობა - ნაგებობის ლეგალიზება მხარის დაკისრებულ სახდელისგან გათავისუფლების ერთადერთ საფუძვლად მიიჩნია. ამდენად, შესაძლოა, ლეგალიზება იყოს ერთ - ერთი და არა ერთადერთი საფუძველი დაკისრებული პასუხისმგებლობისგან სუბიექტის გათავისუფლებისა.
ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,ღ----–-------ს“ წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 103 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის აქვს გადაუხდელი ან ნაწილი აქვს გადახდილი, თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, თუ სამართალდარღვევა გამოსწორებულია ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
საჩივრის ავტორის განმარტებით, დარღვევების არსებობა დამატებით შესწავლას საჭიროებდა. სამშენებლო დარღვევები ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,ღ----–-------ს“ მიმართ პირველად დაფიქსირდა 2002 წელს, შემდეგ 2004 წელს და 2009 წელს მიწერილობის შეუსრულებლობისთვის. აღნიშნულ პერიოდში განხორციელდა, როგორც საპროექტო ცვლილებები, ასევე მნიშნვნელოვანი სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები. წარმომადგენლის განმარტებით, ასეთ ვითარებაში სპეციალური ცოდნის გარეშე არსებული მდგომარეობის შეფასება შეუძლებელია და დასკვნის გარეშე საქმის არსებითად სწორად გადაწყვეტა ვერ მოხდება.
წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 20 ოქტომბრის N-------- დადგენილებით დაკისრებული ჯარიმა სწორედ მიწერილობის შეუსრულებლობას უკავშირდება. მისივე განმარტებით, რამდენად იყო ან არის ამ მიწერილობის შესრულების შესაძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოს, მიუხედავად მათი მითითებისა, არ უმსჯელია.
აპელანტის განმარტებით, არქმშენინსპექციის 2002 წლის 20 დეკემბრის N159-2 და 2004 წლის 19 ივლისის N38-1 დადგენილებები სამშენებლო პროექტთან შეუსაბამობას შეეხება. აღნიშნული შეუსაბამობის დადგენა და ასეთის არსებობის შემთხვევაში დარღვევების შეფასებაც აპელანტის მოსაზრებით სპეციალური დასკვნის საფუძველზე უნდა განხორციელდეს. წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სამართალდარღვევაზე სახდელის დაკისრების ძირითად მიზანს დარღვევის აღმოფხვრა წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში მხედველობაში მიიღება დარღვევის აღმოფხვრის შესაძლებლობა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღმოიფხვრა თუ არა სახდელის დაკისრებიდან მის აღსრულებამდე სამართალდარღვევის წარმომშობი გარემოება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კანონი ითვალისწინებს დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს მათზე, სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით კი აღნიშნავს შემდეგს:
პალატა მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონზე (პირველადი რედაქცია), რომელიც აწესრიგებდა არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების და ამ სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტის უფლებებს, მოვალეობებს და პასუხისმგებლობის საკითხს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლის „ი“ პუნქტით განსაზღვრული იყო დარღვევა არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში - სახელმწიფო სტანდარტების, სამშენებლო ნორმებისა და წესების, პროექტების, მშენებლობისა და საშენ მასალათა მრეწველობის სფეროს სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულებელყოფა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობა - ნაგებობის არქიტექტურული გადაწყვეტის დამახინჯება, მისი ნაწილებისა და კონსტრუქციული სისტემების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების სიმტკიცის, მდგრადობისა და საიმედოობის დაქვეითება - დაკარგვა, აგრეთვე ქმედება, რომლის შედეგადაც ირღვევა დადგენილი საორგანიზაციო წესები ობიექტების მშენებლობისას და საექსპლუატაციოდ მიღებისას.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არქმშენინსპექცია მის სისტემაში შემავალი ადგილობრივი ინსპექციებით, რომლებიც ანგარიშვალდებულნი იყვნენ მთავარი არქმშენინსპექციის წინაშე, მშენებლობაში მონაწილეთა მიერ ხარისხის ნორმალური დონის, მშენებლობის უსაფრთხოებისა და შენობა - ნაგებობის საექსპლუატაციო საიმედოობის უზრუნველსაყოფად ატარებდა ხარისხის შემოწმებას საქართველოს ტერიტორიაზე. შემოწმებას ექვემდებარებოდა შენობა - ნაგებობების მშენებლობა, გაფართოება და რეკონსტრუქცია, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, არქმშენინსპექცია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების საკითხებს განიხილავდა მათი ხასიათისა და სახეობის, ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით და იღებდა გადაწყვეტილებას დამრღვევის მიმართ საჯარიმო სანქციების გატარების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უბრანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ქ. თბილისის არქმშენინსპექციის 2002 წლის 20 დეკემბრის №----- დადგენილებით, არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ღ----–------“ (მისამართი: თბილისი, ღ----–--ის ქ. №--; თავმჯდომარე: ლ. ე-–--–---–ი) დაჯარიმდა 2698 (ორიათასექვსას ოთხმოცდათვრამეტი) ლარით. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ქ. თბილისის „არქმშენინსპექციის“ 2004 წლის 19 ივლისის №---- დადგენილებით კი იბა „ღ----–------“ დაჯარიმდა არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის, კერძოდ, პროექტის დარღვევისათვის და დაევალა მათი გამოსწორება.
პალატა განმარტავს, რომ „არქიტექტურულ - სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის (2009 წლის 24 აპრილს მოქმედი რედაქცია) 52 მუხლით განისაზღვრა სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობისათვის დაჯარიმება, ხოლო 58 მუხლით პასუხისმგებლობა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიწერილობის შეუსრულებლობის ან არადროულად შესრულებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 20 ოქტომბრის №-------- დადგენილებით ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ღ----–------“ დაჯარიმდა 6 000 (ექვსი ათასი) ლარით სანებართვო პირობების დარღვევისთვის; ხოლო 5 000 (ხუთი ათასი) ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის.
დადგენილია ასევე, რომ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 25 ნოემბრის №-–------ ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, მ---–-----ა, ღ----–--ის ქუჩა №---ში და ღ----–--ის ქუჩა №--ში, №------- და №------- მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: 0--------------- და 0---------------) მდებარე პროექტის დარღვევით აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (კორპუსი) და მიენიჭა შეუსაბამო უძრავი ობიექტის სტატუსი. აღნიშნული ბრძანება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის (საქმე №3/2888-12) გადაწყვეტილებით. დადგენილია, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” მე-4 თავის (ტექნიკური საფრთხის კონტროლი) მე-14 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ეს თავი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის.
ამავე კოდექსის (2013 წლის 28 ივნისს განხორციელებული ცვლილება, ძალაშია 2013 წლის 16 ივლისიდან) 1031 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ის სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელსაც ამ მუხლის ამოქმედებამდე დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ კოდექსით (გარდა ამ კოდექსის 45-ე მუხლისა) გათვალისწინებული სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ჯარიმის/საურავის თანხა არა აქვს გადახდილი ან გადახდილი აქვს ნაწილობრივ, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია ამ მუხლის ამოქმედების მომენტისათვის ან გამოსწორდება ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორებისათვის ამავე მუხლის ამოქმედებამდე დადგენილი წესით, ხოლო ამავე მუხლის მე-8 ნაწილით განცხადება ამ მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამართალდარღვევებზე ჯარიმის/საურავის ან მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლების ან/და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ უფლებამოსილ ორგანოში შეტანილ უნდა იქნეს ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.
პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ---- ფ---–---–--–---–მა 2013 წლის 14 ნოემბერს განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს და თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 25 ნოემბრის №-–------ ბრძანებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, კერძოდ, 1031 მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე მოითხოვა დაკისრებული ჯარიმების გადახდისაგან განთავისუფლება.
ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 27 დეკემბრის №------------ დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ი.ბ.ა. „ღ----–--ე 2ა-ს“ მიმართ ქ. თბილისის „არქმშენინსპექციის“ მიერ 2002 წლის 20 დეკემბერს მიღებული №----- დადგენილება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ“; ძალადაკარგულად გამოცხადდა ი.ბ.ა. „ღ----–-------ს“ მიმართ ქ. თბილისის „არქმშენინსპექციის“ მიერ 2004 წლის 19 ივლისს მიღებული 38-1 დადგენილება „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევებისათვის დაჯარიმების შესახებ“; ძალადაკარგულად გამოცხადდა ი.ბ.ა. „ღ----–-------ს“ მიმართ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2009 წლის 20 ოქტომბერს მიღებული №-------- №-------- დადგენილება „არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“.
პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ განმარტებას, რომ მართალია მოსარჩელე მხარემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს დაკისრებული სახდელებისაგან განთავისუფლების მიზნით, თუმცა აღნიშნული დროისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 იანვრის №3/2888-12 კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იყო ცნობილი ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 25 ნოემბრის №-–------ ბრძანება, რომლითაც ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, მ---–-----ა, ღ----–--ის ქუჩა №---ში და ღ----–--ის ქუჩა №--ში, №------- და №------- მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდი: 0--------------- და 0---------------) მდებარე პროექტის დარღვევით აშენებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (კორპუსი) და მოპასუხე ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურს დავალებული ჰქონდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ქ. თბილისში, ღ----–--ის ქ. №---სა და №--ში არსებული შენობა - ნაგებობის ლეგალიზების საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ 2013 წლის 27 დეკემბრის №------------- დადგენილების მიღებისას უკვე არსებობდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, ქ. თბილისში, ღ----–--ის ქ. №---სა და №--ში არსებული შენობა-ნაგებობის ლეგალიზების თაობაზე თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 25 ნოემბრის №-–------ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 13 მაისის №------------- დადგენილება, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 1031 მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, სწორედაც რომ გამოცემულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაცნობის, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო დასკვნებს და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 13 მაისის №------------ დადგენილება, ასევე კანონიერია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 05 აგვისტოს №--- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება - დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა- განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა - განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,ღ----–------” ვალდებული იყო დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ვერ მიუთითა შესაბამის მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების კანონშეუსაბამობას. პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა დაუსაბუთებელი სააპელაციო საჩივარი, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,ღ----–-------ს" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი, დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლე:
შოთა გეწაძე -