1. პროდუქტი – ყველა მოძრავი ნივთი და ამ ნივთთან დაკავშირებული მომსახურება, თუნდაც ეს ნივთი იყოს სხვა მოძრავი ან უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. ამ კოდექსის მიზნებისათვის „ნივთი“ არ მოიცავს სურსათის პირველად პროდუქტს და ნადირობის შედეგად მოპოვებულ პროდუქტს. „პროდუქტი“ ასევე მოიცავს
ბაზარზე განთავსებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, განკუთვნილია თუ არა იგი უშუალოდ საბოლოო მომხმარებლისათვის, რომელიც მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი კომერციული ან არაკომერციული მიზნებისათვის.

2. უსაფრთხო პროდუქტი – პროდუქტი, რომელიც დანიშნულებისამებრ, გონივრული გამოყენებისას და ვარგისობის ვადის დაცვისას არ შეიცავს რისკს, ან შეიცავს მხოლოდ ადამიანის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გათვალისწინებით დასაშვებად მიჩნეულ მინიმალურ რისკს. უსაფრთხოების უფრო მაღალი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობა ან ნაკლები რისკის შემცველი სხვა პროდუქტის ხელმისაწვდომობა არ არის პროდუქტის სახიფათო პროდუქტად მიჩნევის საფუძველი.

3. სახიფათო პროდუქტი –
პროდუქტი, რომელიც არ შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულ „უსაფრთხო პროდუქტის“ განმარტებას.

3
1. პიროტექნიკური შემადგენლობა – დეტონაციის უნარის არმქონე, წვადი შემადგენლობა, რომელიც წვის პროცესში წვის პროდუქტებს (აეროზოლი, კვამლი) გარდაქმნის სითბურ, სინათლის და მექანიკურ ენერგიად სხვადასხვა სპეციალური ეფექტის (მათ შორის, ოპტიკური, აკუსტიკური ეფექტების) შესაქმნელად.

32. პიროტექნიკური ნაწარმი – პიროტექნიკური შემადგენლობის ნაკეთობა, რომლის იმპორტი, ექსპორტი, წარმოება ან/და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/ლიცენზიის მქონე ფიზიკური/იურიდიული პირის მიერ და რომელიც განკუთვნილია სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობის, აგრეთვე მასობრივი, სადღესასწაულო (საზეიმო) ღონისძიებების ჩატარების დროს სინათლის, ხმის, კვამლის და კომბინირებული ეფექტების (მათ შორის, სასცენო ეფექტის) შესაქმნელად.

4. მწარმოებელი:

ა) დასრულებული პროდუქტის, ნედლი მასალის ან პროდუქტის შემადგენელი ნაწილის მწარმოებელი,პროდუქტის გადამკეთებელი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომლის სახელი, სავაჭრო ან სხვა განმასხვავებელი ნიშანი განთავსებულია პროდუქტზე და რომელიც თავს ამ პროდუქტის მწარმოებლად წარმოადგენს;

ბ) უცხოელი დამამზადებლის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი, ან/და პროდუქტის ბაზარზე განმათავსებელი, თუ უცხოელ დამამზადებელს საქართველოში არ ჰყავს წარმომადგენელი;

გ) პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და რომლის საქმიანობას შეუძლია გავლენა მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტის უსაფრთხოების მახასიათებლებზე.

5. დისტრიბუტორი – პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და რომელიც პროდუქტის მიმართ სათანადო პირობების დაცვის შემთხვევაში გავლენას არ ახდენს პროდუქტის უსაფრთხოების მახასიათებლებზე.

6. ავტორიზებული წარმომადგენელი − მწარმოებლის მიერ ავტორიზებული პირი, რომელსაც მწარმოებლის ნაცვლად შეიძლება მიმართოს უფლებამოსილმა პირმა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით.

[
4. მწარმოებელი − ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც პროდუქტს აწარმოებს ან ბაზარზე განათავსებს საკუთარი სახელით ან საკუთარი სავაჭრო ნიშნით.

5. დისტრიბუტორი – მიწოდების ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში პროდუქტით უზრუნველყოფს ბაზარს და არ არის მწარმოებელი ან იმპორტიორი.

6. ავტორიზებული წარმომადგენელი − მწარმოებლის მიერ ავტორიზებული ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს  მწარმოებლის მიერვე გაცემული წერილობითი მინდობილობის საფუძველზე, მწარმოებლის სახელით, ამ კოდექსით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად. ავტორიზებულ წარმომადგენელს მწარმოებლის ნაცვლად შეიძლება მიმართოს უფლებამოსილმა პირმა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)]

7. იმპორტიორი/პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის პასუხისმგებელი პირი − პირი, რომელიც პასუხისმგებელია სხვა ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვის.

8. ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, პროდუქტის ბაზარზე მიწოდება წარმოების, იმპორტის, იჯარის, ლიზინგის ან სხვა გზით, კომერციული ან არაკომერციული მიზნებისთვის.

[
8. ბაზარზე განთავსება – საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა) პროდუქტის პირველადი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათ შორის, იმპორტის გზით, კომერციული მიზნით ან/და არაკომერციული მიზნით.

8
1
. ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა − საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქტის ნებისმიერი სახის მიწოდება კომერციული საქმიანობის ფარგლებში, დისტრიბუციის ან გამოყენების/მოხმარების მიზნით, სასყიდლის მისაღებად ან უსასყიდლოდ.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)]

9. ექსპლუატაციაში გაშვება − საქართველოში პროდუქტის პირველად გამოყენება. თუ პროდუქტის ექსპლუატაციის დაწყება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, ექსპლუატაციაში გაშვება შეიძლება დაექვემდებაროს დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს.

10. ბაზარზე განთავსებად არ ითვლება შემთხვევა, როდესაც:

ა) მწარმოებელმა პროდუქტი საკუთარ წარმომადგენლობას მიაწოდა;

ბ) პროდუქტი მიწოდებულია შემდგომი დახვეწის (მაგალითად, აწყობის, შეფუთვის, გადამუშავების ან ეტიკეტირების) მიზნით;

გ) პროდუქტი არ არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;

დ) პროდუქტი წარმოებულია საქართველოში სხვა ქვეყანაში ექსპორტის მიზნით;

ე) პროდუქტი განკუთვნილია სადემონსტრაციოდ;

ვ) პროდუქტი განთავსებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დასაწყობების მიზნით და არ არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის, თუ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით დასაწყობებისათვის სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

11. ტექნიკური დოკუმენტაცია − ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული საჭირო ინფორმაცია პროდუქტის და პროექტების, წარმოებისა და ექსპლუატაციის შესახებ.

12. შესაბამისობის შეფასება (შშ) − პროცესი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტთან, მომსახურებასთან, პროცესთან, ფიზიკურ პირთან (პერსონალთან) ან ორგანიზაციასთან დაკავშირებული სპეციფიკური მოთხოვნები დაკმაყოფილებულია.

13. შესაბამისობის შეფასების ობიექტი – პროდუქტი, მომსახურება, პროცესი, ფიზიკური პირი (პერსონალი) ან ორგანიზაცია, რომლის მიმართაც გამოიყენება/ხორციელდება შესაბამისობის შეფასება (შშ).

14. შესაბამისობის შემფასებელი პირი – იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას (შშ), მათ შორის, დაკალიბრებას, გამოცდას, სერტიფიცირებასა და ინსპექტირებას. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას (შშ) ახორციელებს აკრედიტებული შესაბამისობის შემფასებელი ორგანო ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა ორგანო.

15. რეგულირებული სფერო – კანონით განსაზღვრული სფერო, რომელიც პირდაპირ ადგენს ობიექტებს, რომელთა შესაბამისობის შეფასება სავალდებულოა.

16. პროდუქტის გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია სახიფათო პროდუქტის დაბრუნებისკენ, რომელიც მწარმოებლის ან დისტრიბუტორის მიერ უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის.

17. პროდუქტის ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია სახიფათო პროდუქტის დისტრიბუციის, მომხმარებლისათვის შეთავაზების ან მიწოდების შეწყვეტისაკენ.

[
16. პროდუქტის გამოთხოვა – ქმედება, რომელიც მიმართულია ისეთი პროდუქტის დაბრუნებისკენ, რომელიც უკვე მიწოდებულია ან სხვაგვარად არის ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის.

17. პროდუქტის ამოღება – ქმედება, რომელიც მიმართულია მიწოდების ჯაჭვში არსებული პროდუქტის  ბაზარზე ხელმისაწვდომობის პრევენციისკენ ან/და შეწყვეტისკენ.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივნისიდან)]

18. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტი − ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიღებულია ევროკომისიის ახალი და გლობალური მიდგომის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე. ახალი მიდგომის ტექნიკური რეგლამენტისა და შესაბამისი სტანდარტების დასახელებებს აქვეყნებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო.

19. ერთეულთა საერთაშორისო სისტემა (
SI) – გაზომვის ერთეულთა საერთაშორისო სისტემა, რომელიც რეკომენდებული და მიღებულია მეტრული კონვენციის შესაბამისად ზომისა და წონის გენერალური კონფერენციის მიერ.

20. დაფასოებული საქონელი – შეფუთული საქონელი, რომლის შეფუთვაზე აღნიშნულია მისი რაოდენობა, რომელიც გარკვეული სიზუსტით შეესაბამება წინასწარ შერჩეულ ნომინალურ მნიშვნელობას და რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს შეფუთვის გახსნის ან ხილული დაზიანების გარეშე.

21. პროდუქტის რეალიზაციის შეჩერება − პროდუქტის რეალიზაციის დროებით შეჩერება გამოვლენილი შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით.

საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2757 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.

საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3690 – ვებგვერდი, 07.11.2018წ.

საქართველოს 2024 წლის 18 ივლისის კანონი №4373 – ვებგვერდი, 31.07.2024წ.

საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №173 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.

საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026წ.

თავი II. პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებისათვ