მუხლი 13. ზოგადი მოთხოვნები დამსაქმებლის, დასაქმებულისა და მწარმოებლის მიმართ
თავი III — პროდუქტის უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნები
1. დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა პროდუქტი, რომელიც სამუშაო ადგილას გამოიყენება, იყოს უსაფრთხო.
2. დამსაქმებლის მიერ გაცემული შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების საფუძველზე დასაქმებულმა სწორად უნდა გამოიყენოს დანადგარები, მოწყობილობები, წარმოების სხვა საშუალებები და პერსონალური უსაფრთხოების საშუალებები.
3. დასაქმებული ზოგადად პასუხისმგებელია, სამუშაოს შესრულების პერიოდში იზრუნოს საკუთარ და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე.
4. მწარმოებელი პასუხს აგებს საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებისათვის იმ შემთხვევაშიც, თუ პროდუქტი ან მისი შემადგენელი ნაწილები წარმოებულია სხვა მწარმოებლის მიერ.
5. მწარმოებელი პასუხისმგებელია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ პროდუქტის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული ქმედებებისათვის.
6. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს მას პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
7. მომხმარებელს უფლება აქვს, დაიცვას თავისი უფლებები სასამართლოში ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
[თავი III 1 . ბაზარზე ზედამხედველობა
საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1447 – ვებგვერდი, 03.04.2026
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.04.2026-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (13.12.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. ზოგადი მოთხოვნები დამსაქმებლის, დასაქმებულისა და მწარმოებლის მიმართ 1. დამსაქმებელმა უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა პროდუქტი, რომელიც სამუშაო ადგილას გამოიყენება, იყოს უსაფრთხო. 2. დამსაქმებლის მიერ გაცემული შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების საფუძველზე დასაქმებულმა სწორად უნდა გამოიყენოს დანადგარები, მოწყობილობები, წარმოების სხვა საშუალებები და პერსონალური უსაფრთხოების საშუალებები. 3. დასაქმებული ზოგადად პასუხისმგებელია, სამუშაოს შესრულების პერიოდში იზრუნოს საკუთარ და სხვა პირთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე. 4. მწარმოებელი პასუხს აგებს საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებისათვის იმ შემთხვევაშიც, თუ პროდუქტი ან მისი შემადგენელი ნაწილები წარმოებულია სხვა მწარმოებლის მიერ. 5. მწარმოებელი პასუხისმგებელია ავტორიზებული წარმომადგენლის მიერ პროდუქტის ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებული ქმედებებისათვის. 6. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში გამყიდველი ვალდებულია მიაწოდოს მას პროდუქტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 7. მომხმარებელს უფლება აქვს, დაიცვას თავისი უფლებები სასამართლოში ან შესაბამის სახელმწიფო ორგანოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. [თავი IVIII 1 . ტექნიკური სბაფზართზე ზედამხის კონტროედველიობა
…დარღვევების გამოსწორება შეუძლებელია მშენებლობის შეჩერების გარეშე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას მშენებლობის შეჩერების შესახებ“, იგივე ვალდებულებას აკისრებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კანონის მე-13 მუხლი: „შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე…
…ორგანო ვალდებულია შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო აღმოაჩენს შემდგომ დოკუმენტურ შეუსაბამობათაგან რომელიმეს: ა) ნიშანდება დატანილ იქნა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 და მე-14 მუხლების დარღვევით; ბ) შესაბამისი ნიშანდება არ იქნა დატანილი; გ) შესაბამისობის დეკლარაცია არ იქნა შედგენილი; დ) შესაბამისობის დეკლარაცია სწორად არ იქნა…
…თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“. მუხლი 2 ეს დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-13 მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. მუხლი 3 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები და მე-13…
…მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი – „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ“. მუხლი 2 დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლისა, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-17 მუხლისა, ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. მუხლი 3 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი…
…„ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის“ მე-3 მუხლის „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ.ბ“ და „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.ა“ და „ა.ა.გ“ ქვეპუნქტების, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის…
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 13, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-13/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია