განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N120310017002073475 (3ბ/1235-18)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მერაბ ლომიძე
სხდომის მდივანი - თეა გობეჯიშვილი, გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ს---------–------------––--ე“
წარმომადგენელი - დ-------------ა, დირექტორი ა--------------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - ნ------------------ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 იანვრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს---------–------------––--ის“ (ს/კ 4--------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,ს---------–------------––--ე’’ რეგისტრირებულია 2013 წლის 31 ივლისს, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, იურიდიული მისამართი საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონში, ბ-------------ის მიმდებარედ, ქ. ახალციხეში გააჩნია ს---------–-------, მდებარე ქ. ახალციხე, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ.
2.2. 2017 წლის 18 ივლისს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორმა ნ-------------მ, შპს ,,ს---------–------------––--ის“ მენეჯერმა ვ-----------------–-–---–-ა და ს---------–-------ს მოვაჭრემ ნ---–------------მ შეადგინეს აქტი მასზედ, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორმა ნ-------------მ 18 ივლისს 13:00 საათზე ქ. ახალციხე, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ, შპს ,,ს---------–------------––--ე“, სუნელებით მოვაჭრე ნ---–--------------გან შეისყიდა ზაფრანის ერთი ნიმუში. 1 ჭიქის ფასი 1 ლარი, სულ ნიმუშისთვის 12 ჭიქა, რაშიც გადაიხადა 12 ლარი. აქტს ადასტურებენ ხელისმოწერით აგრარული ბაზრის მენეჯერი ვ-----------------–-–---–ი, სუნელებით მოვაჭრე ნ---–------------ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ნ-------------. აქტი დამოწმებულია შპს ,,ს---------–------------––--ის“ მრგვალი ბეჭდით.
2.3. 2017 წლის 18 ივლისს შპს ,,ს---------–------------––--ის“ ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ნ---–-----------ის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტიდან ე.წ. ყვითელი ყვავილი ზაფრანა, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ აღებული იქნა ნიმუში ლაბორატორიული გამოცდისათვის ტყვიის შემცველობაზე, 6 ჭიქა, წონით 0,250 კგ ლაბორატორიული კვლევისთვის და 6 ჭიქა, წონით 0,250 კგ რეფერენტული კვლევისთვის, ნიმუშის აღების აქტს ხელს აწერენ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ნ-------------ე და შპს ,,ს---------–------------––--ის“ მენეჯერი ვ-----------------–-–---–ი.
2.4. რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე ვ-----------------–-–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ 2017 წლის 18 ივლისს იგი არ დასწრებია შპს ,,ს---------–------------––--ის“ ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირის ნ---–-----------ისგან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის მიერ სუნელის, ყვითელი ყვავილი ზაფრანის ნიმუშის შესყიდვის, ნ---–-----------ისგან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის მიერ ყვითელი ყვავილი ზაფრანის ნიმუშის ამოღების და დალუქვის პროცესს, ასევე მან არ იცოდა, თუ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტები შპს ,,ს---------–------------––--ეს“ ამოწმებდნენ და ეს მაშინ გაიგო, როდესაც აქტი ხელმოსაწერად მიუტანეს. მოწმე ვ-----------------–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, ის მუშაობს შპს ,,ს---------–------------––--ის“ აგრარული ბაზრის მენეჯერად ქ. ახალციხეში, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს იცნობს, როდესაც ისინი ბაზარში ხორცის, ყველის ან სხვა პროდუქტის შესამოწმებლად შედიოდნენ, მას წინასწარ აფრთხილებდნენ, ერთად ამოწმებდნენ. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი გარკვეული იყო სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ბაზარში პროდუქტების შემოწმების არსში, შემოწმების შედეგების შესახებ შედგენილი დოკუმენტების დამოწმების მნიშვნელობაზე და სამართლებრივ შედეგებზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ 2017 წლის 18 ივლისის შესყიდვის აქტს ადასტურებენ ხელისმოწერით აგრარული ბაზრის მენეჯერი ვ-----------------–-–---–ი, სუნელებით მოვაჭრე ნ---–------------ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ნ-------------. აქტი დამოწმებულია შპს ,,ს---------–------------––--ის“ მრგვალი ბეჭდით. ასევე, საქმეში არსებულ 2017 წლის 18 ივლისის ნიმუშის აღების აქტს ხელს აწერენ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ნ------------- და შპს ,,ს---------–------------––--ის“ მენეჯერი ვ-----------------–-–---–ი. რაიონულმა სასამართლომ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, თუ ვ-----------------–-–---–ი არ დასწრებია ნ---–-----------ისგან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის მიერ სუნელის, ყვითელი ყვავილი ზაფრანის ნიმუშის შესყიდვის, ნ---–-----------ისგან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის მიერ ყვითელი ყვავილი ზაფრანის ნიმუშის ამოღების და დალუქვის პროცესს, ასევე მან არ იცოდა, თუ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტები შპს ,,ს---------–------------––--ეს“ ამოწმებდნენ და ეს მაშინ გაიგო, როდესაც აქტი ხელმოსაწერად მიუტანეს, ამასთან იგი გარკვეული იყო პროდუქტების შემოწმების არსში, შემოწმების შედეგების შესახებ შედგენილი დოკუმენტების დამოწმების მნიშვნელობაზე და სამართლებრივ შედეგებზე, მას შეეძლო არ მოეწერა ხელი აქტებზე, არ დაემოწმებინა ბეჭდით და მოეთხოვა ნიმუშების მისი თანდასწრებით აღება, რაც მას არ გაუკეთებია. აღნიშნული მითითებით კი შპს ,,ს---------–------------––--ის“ მენეჯერი ცდილობს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შპს-სათვის არიდებას და მისი განმარტება არ დასტურება რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულებით.
2.5. 2017 წლის 18 ივლისს შპს ,,ს---------–------------––--ის“ ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკურის პირი ნ---–-----------ის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტიდან ე.წ. ყვითელი ყვავილი ზაფრანა, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ აღებული ნიმუში ლაბორატორიული გამოცდისათვის ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნა სსიპ ,,სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში’’. აღებულ ნიმუშზე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რის საფუძველზეც დადგინდა ტყვიის შემცველობის დაშვებულ ნორმაზე მაღალი შემცველობა.
2.6. 2017 წლის 27 ივლისს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ განხორციელდა შპს ,,ს---------–------------––--ის“ ინსპექტირება, რა დროსაც სუნელების გამყიდველი ნ---–--------------გან ამოღებული იქნა ყვითელი ყვავილის ზაფრანის დარჩენილი პარტიის 0,630 კგ. სუნელი, რომელიც დაილუქა ლუქით N0------, შპს ,,ს---------–------------––--ის“ სუნელებით სხვა მოვაჭრეებს აეკრძალათ სუნელების რეალიზაცია ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარების გარეშე.
2.7. 2017 წლის 27 ივლისს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ შპს ,,ს---------–------------––--ის“ მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე და დაჯარიმდა 1000 ლარით.
2.8. სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას’’ ტყვიის შემცველობის განსაზღვრაზე En 13804, En 13805 მეთოდით მიღებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია სურსათში და ეროვნული აკრედიტაცია სუნელებში და სანელებლებში.
2.9. შპს ,,ე----–----ს“ საგამოცდო ლაბორატორიას შეუძლია აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად დაადგინოს ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობა ,,---------------’’ მეთოდით.
2.10. სახელმწიფოთაშორისო სტანდარტები: ,,---------------’’ და ,,---------------’’ მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე დსთ-ს ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1992 წლის 13 მარტის შეთანხმების ,,სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციისა და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ’’ საფუძველზე, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1995 წელს. ევროპული სტანდარტი ,,ე------------’’ რეგისტრირებულია სტანდარტების რეესტრში, სტანდარტი ,,ე------------’’ სტანდარტების რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
2.11. 2017 წლის 17 ოქტომბერს შპს ,,ს---------–------------––--ის“ წარმომადგენელმა დ-------------ამ მიმართა სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა რეფერენტული ნიმუშის აღება შპს ,,ე----–---ში“ კვლევის ჩასატარებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დ-------------ას განუმარტა, რომ რეფერენტულ ნიმუშზე კვლევა უნდა ჩაეტარებინა საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტით აღჭურვილ ლაბორატორიაში (უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე არის სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული) და არა საქართველოში მოქმედ ლაბორატორიაში.
2.12. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ნება დაერთო შპს ,,ს---------–------------––--ისათვის“ შპს ,,ე----–---ში“ კვლევისათვის წარედგინა ზაფრანას რეფერენტული ნიმუში. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ ამოღებული და დალუქული ხმელი სუნელიდან - ყვითელი ყვავილი ,,ზაფრანა’’ -2017 წლის 20 ნოემბერს აღებულ იქნა 250 გრ. ზაფრანა ლაბორატიული კვლევისათვის და გადაეცა შპს ,,ს---------–------------––--ეს“ წარმომადგენელს.
2.13. შპს ,,ე----–----ს“ საგამოცდო ლაბორატორიის მიერ 2017 წლის 04 დეკემბრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყვითელ ყვავილში ,,ზაფრანა“ ტყვიის შემცველობა არ აღემატება ზღვარს, კერძოდ, ტოქსიკური ელემენტების ტყვია - განსაზღვრის შედეგია 2,2. ზღვარს შეადგენს <5,0. გამოცდის მეთოდი -,,---------------’’.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.14. რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის N------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისობის შეფასების აქტი N----- წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით რეგლამენტირებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, უნდა შემოწმდეს სადავო აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან მოცემული დავის ფარგლებში.
2.15. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის’’ მე-2 მუხლის ,,ჰ10“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეუსაბამობა არის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის საფუძველზე. ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ისეთი შეუსაბამობის არსებობა, რომლის დროსაც აღმოჩენილია ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათი/ცხოველის საკვები და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესის შეჩერებას. მავნე სურსათის/ცხოველის საკვების განმარტებას იძლევა ამავე კანონის მე-2 მუხლი, სადაც მითითებულია, რომ მავნე სურსათი/ცხოველის საკვები არის ისეთი სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილების თანახმად, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. იმავე ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ინსპექტირებისას უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს ორ ეგზემპლარად. ხოლო მე-7-10 ნაწილების თანახმად, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში, შესაბამისად, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი არ ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს. თუ ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი უარს განაცხადებს ხელმოწერაზე, აქტში ხდება ამის აღნიშვნა. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს კრიტიკულ შეუსაბამობას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი, ხოლო არაკრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შესრულება ხდება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კრიტიკული შეუსაბამობის არსებობისას, თუ სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება ბიზნესოპერატორის სასარგებლოდ, სააგენტო ვალდებულია, აუნაზღაუროს ბიზნესოპერატორს კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შედეგად მიყენებული ზიანი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის მიერ შემოწმების დროს შედგენილ შესაბამისობის შეფასების აქტში მითითებულია, რომ შპს ,,ს---------–------------––--ის“ ინსპექტირების დროს აღებულ ნიმუშში ყვითელ ყვავილში ე.წ ზაფრანაში აღმოჩნდა ტყვიის შემცველობა ნორმის ზევით. ბიზნესოპერატორი განამარტავს რომ აღნიშნული შეუსაბამობა (თუ იყო შეუსაბამობა) აღმოჩენილია ფიზიკური პირის ნ---–-----------ის სუნელებში, რომელიც შპს ,,ს---------–------------––--ისაგან“ დამოუკიდებლად ეწევა მის რეალიზაციას, რომელიც არ წარმოადგენს შპს-ს თანამშრომელს. მოსარჩელე მასზე აქირავებს მხოლოდ ფართს და სხვა კავშირი მასთან არ აქვს.
2.16. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ 2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N417 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია არ დაუშვას ბაზარზე განსათავსებლად სურსათი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. რაიონულმა სასამართლომ მხარეთა განმარტების, მოწმის ჩვენების, გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში დადასტურებულია ის გარემოება, რომ შპს ,,ს---------–------------––--ის“ მიერ ჩადენილ იქნა ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რადგან მან დაუშვა ბაზარზე განსათავსებლად ფიზიკური პირის ნ---–-----------ის სუნელები, რომლებიც არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებმა ობიექტის ტერიტორიაზე ინსპექტირების დროს დააფიქსირეს შეუსაბამობები და შესაბამისი ჩანაწერით შეადგინეს შეუსაბამობის შეფასების აქტი. აღნიშნული დოკუმენტი ფაქტიურად წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც იძლევა ფაქტის შესახებ ინფორმაციას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს სხვა მტკიცებულების შექმნის ვალდებულება არ გააჩნია. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით (2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილება) დადგენილია წესი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესოპერატორი, როდესაც იგი არ ეთანხმება აქტში დაფიქსირებულ შეუსაბამობებს, განსაზღვრულია, რომ საწინააღმდეგო ინფორმაცია უნდა დაფიქსირდეს აქტში და ბიზნესოპერატორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომლის ერთ-ერთ მიზანსაც წარმოადგენს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის. აკრედიტაციის ცენტრი არ არის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა. მე-4 ნაწილის თანახმად კი, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (მათ შორის, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი პირების), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული იმ წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება შესაბამის, აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს. მე-4 ნაწილის თანახმად კი, პირისათვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მეორე მუხლის „ჰ11“ პუნქტის თანახმად, აკრედიტებული ლაბორატორია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების მეორე მუხლის „ე-ვ“ პუნქტების თანახმად, აკრედიტაციის ცენტრის მიზნები და ფუნქციები მოიცავს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, გაგრძელებისა და გაუქმების შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოებას, რეესტრის მუდმივი განახლების უზრუნველყოფას. ამავე დებულების პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტი - ბრძანება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება. ამასთან, დებულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრედიტაციის, ზედამხედველობისა და საინსპექციო კონტროლის სამსახური - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აკრედიტაციის მაძიებელი პირების აკრედიტაციის სამუშაოების ორგანიზებას და აკრედიტებული პირების გეგმური ან არაგეგმური საინსპექციო კონტროლის ჩატარებას, ზედამხედველობის განხორციელებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. მოცემულ შემთხვევაში რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას აქვს კვლევის ჩატარებაზე En 13804 En 13805 მეთოდით ეროვნული აკრედიტაცია სუნელებში და სანელებლებში, რაც შეეხება შპს ,,ე----–---ს“, სადაც განხორციელდა რეფერენტული ნიმუშის კვლევა, მას არ გააჩნია იმაზე უფრო მაღალი ხარისხის აკრედიტაცია, რაც სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეთა მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ შესაბამისობის შეფასების აქტში ასახულ შეუსაბამობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ დროსა და ადგილას, ამდენად, შპს ,,ე----–----ს“ დასკვნა, რომელიც სასამართლოში იქნა წარმოდგენილი, რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ქმნიდა საკმარის სამართლებრივ საფუძველს მოსარჩელისათვის წარდგენილი სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობისა და ადმინისტრაციული სახდელის დასაკისრებლად. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საწარმოში ინსპექტირება ჩატარდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლი მიუთითებს, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით, სააგენტო ინსპექტირებას ახორციელებს გაფრთხილების გარეშე, გეგმურად ან არაგეგმურად. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება, მათ შორის, სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ვარაუდის საფუძველი შესაძლო დარღვევის შესახებ (მოქალაქის შეტყობინება), ჩატარდა არაგეგმიური ინსპექტირება, რომელსაც მოჰყვა შესაბამისი შედეგები.
2.17. რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილების მიღებამდე კი სათანადოდ გამოიკვლიოს და შეაფასოს არსებული ვითარება, მოიპოვოს მტკიცებულებები, რომლებიც ამხელენ დამრღვევს კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში. პირველ რიგში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იმოქმედოს თავისზე დაკისრებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულების ფარგლებში. ყოველივე აღნიშნულის განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა სადავოობის შემთხვევაში სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა დაადგინოს ობიექტურად არსებული ფაქტები და შეამოწმოს რამდენად სწორი შეფასება მისცა ადმინისტრაციულმა ორგანომ ქმედებას, როდესაც იგი მიიჩნია სამართალდარღვევად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი შესაბამისობის შეფასების აქტი, რომელსაც ეთანხმება ბიზნესოპერატორი, ხოლო აქტით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა კრიტიკულ შეუსაბამობებს, რომელსაც მოსარჩელე ფაქტიურად არც უარყოფს. მართალია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირი არ არის ვალდებული ამტკიცოს, რომ მას სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, (სამართალდარღვევის ფაქტის არსებობის მტკიცება ეკისრება ოქმის შემდგენს) მაგრამ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შეკრებილი და სასამართლოში გამოკველეული მტკიცებულებები მიუთითებენ დარღვევის არსებობაზე, რის გამოც მოსარჩელის პრეტენზია მიიჩნევა უსაფუძვლოდ.
2.18. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ზემოაღნიშნულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ სადავო აქტების გამოცემისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა დარღვეული მათი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და არც მათი გამოცემა ეწინააღმდეგება კანონს, - სახეზე იყო აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობის ვალდებულების დარღვევა რაც გულისხმობდა არ დაეშვა ბაზარზე განსათავსებლად სურსათი, რომელიც არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.3 პუნქტში აღნიშნულია, რომ ლაბორატორიული კვლევისათვის ნიმუშის აღების აქტს ხელს აწერს შპს „ს---------–------------––--ის“ წარმომადგენელი ვ--------------–-–---–ი. აღნიშნულ დოკუმენტზე არათუ შპს ს---------–------------––--ის წარმომადგენლის ხელმოწერა არაა, არამედ ერთ-ერთ გრაფაში, სადაც (დასწრების შემთხვევაში) უნდა აღნიშნულიყო შპს ს---------–-------ს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, აღნიშნულია ნ-----------ე, რომელიც არ წარმოადგენს შპს ს---------–------------––--ის წარმომადგენელს. აღსანიშნავია, რომ აქტს ხელს აწერს ნ-----------ე. აღნიშნული გამომდინარეობს იმ გარემოებით, რომ ნიმუშის აღებას შპს ს---------–------------––--ის წარმომადგენელი არ ესწრებოდა, რაც ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----------ემ და ვ-----------–-–---–მა. სასამართლო გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.4 პუნქტში არასწორად, დამახინჯებულად განმარტავს ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვინაიდან ნიმუშის აღების აქტზე და შესყიდვის აქტზე არის შპს ს---------–------------––--ის წარმომადგენლის ვ-----------------–-–---–ის ხელმოწერა, ის ესწრებოდა შემოწმების პროცესს, შესაბამისად, მას შეეძლო პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში ხელი არ მოეწერა აქტებზე, რაც მას სასამართლოს განმარტებით, არ გაუკეთებია. აღნიშნული მსჯელობა არის სრული აბსურდი და აღმაშფოთებელია სასამართლოს მიერ ფაქტების ამგვარი დამახინჯება, ვინაიდან ნიმუშის აღების აქტზე არ არის ვ-----------–-–---–ის ხელმოწერა, უფრო მეტიც, აქტში, სადაც უნდა ჩაწერილიყო შპს ს---------–------------––--ის წარმომადგენელი მითითებულია ნ-----------ე, ის მოვაჭრე ვისგანაც აღებულ იქნა ნიმუში, შესაბამისად აქტსაც ხელს აწერს ნ-----------ე. რაც შეეხება შესყიდვის აქტზე ვ----------–-–---–ის ხელმოწერას, შეყიდვის აქტი ადგენს კონკრეტულად ნ-----------ისათვის თანხის გადაცემის ფაქტს, აქტში არ არის მითითებული ვინ მოწმდება, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ შესყიდვის აქტი არის თანამდევი შედეგეგი ნიმუშის აღების, ანუ ნიმუშის აღების შემდეგ შედგა (ეს დასტურდება ასევე ნ-----------ის ჩვენებით). როგორც ნ-----------ემ და ვ-----------–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს, როდესაც ვ-----------–-–---–ი მივიდა სააგენტოს თანამშრომლებთან, ნიმუშის აღების პროცესი დასრულებული იყო. მას სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა სთხოვეს, რომ დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ ნ-----------ისაგან შეიძინეს ნიმუში და გადასცეს თანხა, არც მათ და არც ნ-----------ეს არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, რომ ხორციელდებოდა შპს ს---------–------------––--ის შემოწმება. ნიშანდობლივია, რომ ვ-----------–-–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა შემოწმების პროცესში, როდესაც მოწმდებოდა შპს ს---------–------------––--ე, მას სააგენტოს უფლებამოსილი პირები თავიდანვე ატყობინებდნენ რათა დასწრებოდა შემოწმებას, როგორც შპს ს---------–------------––--ე-ს წარმომადგენელი, დგებოდა ნიმუშის აღების აქტი, რომელსაც ხელს აწერდა და ერთ ეგზემპლარს (კანონით დადგენილი წესის შესაბამისად) უტოვებდნენ. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც ნიმუშის აღებას ის არ დასწრებია, როდესაც მივიდა მათთან (მას შემდეგ რაც ნიმუში აღებული იყო და მხოლოდ შესყიდვის აქტი დგებოდა) მას არავინ განუმარტა, რომ მოწმდებოდა შპს ს---------–------------––--ე და არა ნ-----------ე, შესყიდვის აქტზე, ხელმოწერით კი, როგორც დამსწრე პირმა ისე დაადასტურა სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ ნ-----------ისათვის თანხის გადაცემის ფაქტი (მაშინ როდესაც, ნიმუშის აღებისას თავიდანვე ესწრება შესამოწმებელი სუბიექტის ხელმძღვანელი/წარმომადგენელი შემოწმებას და ხელს აწერს, როგორც წარმომადგენელი), მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ამოწმებდნენ შპს ს---------–-----------––----ს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, სააგენტოს მეერ ჩვეულებრივ მოწმდება უშუალოდ მოვაჭრეებიც. შესაბამისად, ვინაიდან ის არ ესწრებოდა ნიმუშის აღების პროცესს, ვერც პრეტენზიას დააფიქსირებდა ნიმუშის აღების აქტში, როგორც ამას აცხადებს სასამართლო. სასამართლო ასევე არასწორად განმარტავს, რომ ვ-----------–-–---–მა თითქოს მაშინ შეიტყო იმის შესახებ, რომ მოწმდებოდა შპს ს---------–------------––--ე, როდესაც მას ხელმოსაწერად მიუტანეს აქტი, ვინაიდან არავითარი ნიმუშის აღების აქტი ხელმოსაწერად არ მიუტანიათ ვ-----------–-–---–ისათვის. ამ ნიმუშის აღებით, რომ შპს ს---------–------------––--ე შემოწმდა აღნიშნულის შესახებ მოსარჩელემ შეიტყო მაშინ, როდესაც სააგენტოს თანამშრომლებმა მოახდინეს ინსპექტირება და დაჯარიმება 2017 წლის 27 ივლისს.
3.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილის 3.12 პუნქტში არასწორად, დამახინჯებულად განმარტავს ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, სასამართლომ განმარტავს, რომ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ნება დაერთო შპს ს---------–------------––--ისათვის რეფერენტული ნიმუშისათვის ჩაეტარებინა ლაბორატორიული კვლევა შპს „ე----–---ში’’, აღნიშნული წარმოადგენს ფაქტობრივ უსწორობას, ვინაიდან, რადგანაც სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რეფერენტული ნიმუშის საქართველოში კვლევაზე უარი უთხრა, მათ მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ იქნა შუამდგომლობა, რათა სააგენტოს დაერთო შპს „ს---------–------------––--ისათვის“ ნება, იმ დალუქული (N 0------) პარტიიდან აღებულიყო ნიმუში, შპს ე----–---ში“ კვლევის ჩასატარებლად, რომელიდანაც აღებულ იქნა ნიმუშები სააგენტოს მიერ. აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შპს ს---------–-----------––---ს“ არ ჩაუტარებია კვლევა რეფერენს ნიმუშისათვის და ის ინახება სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში. აპელანტის მოსაზრებით, რაიონული სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N417 დადგენილებით დამტკიცებული „აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ’’ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლი, კერძოდ, სასამართლომ განმარტა, რომ ბაზარი ვალდებულია არ დაუშვას განსათავსებლად სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო სურსათი, თუმცა, სასამართლოს არ მიუქცევია ყურადღება იმაზე, თუ რა მოთხოვნებს ადგენს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობა მცენარეული წარმოშობის პროდუქტის (მოცემულ შემთხვევაში ხმელი სუნელი „ზაფრანას“) მიმართ, არ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, ევალება თუ არა ბაზარს ლაბორატორიული კვლევის ჩატარება (ვინაიდან ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობის განსაზღვრა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის შედეგადაა შესაძლებელი), კონკრეტულად რა არ შეასრულა შპს ,,ს---------–-------------––---მ’’. ტექნიკური რეგლამენტის - „აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N417-ე დადგენილება არეგულირებს აგრარულ ბაზრებზე სურსათის რეალიზაციის წესს, აღნიშნული დადგენილება მიღებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-V თავის საფუძველზე, რომლის 56-ე მუხლი ადგენს, რომ ტექნიკური რეგლამენტი არის ტექნიკური ნორმების შემცველი სავალდებულო დოკუმენტი და მასში განსაზღვრულია ყველა ტექნიკური საკითხი და მოთხოვნა კონკრეტული საქმიანობის - ქმედების მიმართ, ასე მაგალითად - საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირების წესი ადგენს მოთხოვნებს საქონლის ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირების შესახებ, კონკრეტულად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს (2016წ. მთავრობის დადგენილება N118), რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს რძისა და რძის ნაწარმის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების მიმართ, კონკრეტულად რა და როგორ უნდა გაკეთდეს (2015წ. მთავრობის დადგენილება N152), ცხოველთა ხორცის დადამღვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ადგენს ცხოველთა ხორცის დადამღვის წესს (2014 წ. მთავრობის დადგენილება N9), სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ დადგენილება ადგენს სამელი წყლის სანიტარული ნორმების დაცვის ტექნიკურ ნორმებს კონკრეტულად რა და როგორ უნდა გაკეთდეს (2014 წ. მთავრობის დადგენილება N58) და ა.შ. აპელანტის განმარტებით, აბსოლუტურად ყველა ტექნიკური რეგლამენტი სავალდებულოდ განსაზღვრავს კონკრეტულ საკითხებს - ბიზნესოპერატორის მიერ განსახორციელებელ ქმედებებს და ამ ქმედებების ტექნიკურ მხარეებს. „აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის შესახებ“ ტქნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა, ქვეპუნქტი, რომელიც არასწორად განმარტა სასამართლომ, ცალსახად ადგენს, რომ აგრარული ბაზრის მომწყობი ვალდებულია არ დაუშვას ბაზარზე განსათავსებლად სურსათი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს, აღნიშნული ნორმის ნორმატიული შინაარსი პირდაპირ განმარტავს, რომ ბაზარი ვალდებულია შეამოწმოს ბაზარზე განსათავსებელი პროდუქტი შეესაბამება თუ არა იმ მოთხოვნებს, რომელსაც ადგენს კანონმდებლობა, ასე მაგალითად - ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის N55 დადგენილების თანახმად, ცხოველის დაკვლა უნდა განხორციელდეს სასაკლაოზე, ხორცს უნდა დაედოს ჯანმრთელობის ნიშანდება (დამღა) და ახლდეს ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, როდესაც ხორცი შემოდის ბაზარში სარეალიზაციო ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია შეამოწმოს დაკმაყოფილებულია თუ არა უვნებლობის ეს მოთხოვნები, კერძოდ, აქვს თუ არა დამღა ხორცს, ახლავს თუ არა ვეტერინარული მოწმობა და ა.შ. თუ ბაზრის ადმინისტრაცია აღმოჩენს, რომ ეს მოთხოვნები დარღვეულია ის ვალდებულია არ დაუშვას ხორცი გასაყიდად. ბაზრის ადმინისტრაციის აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის კოდექსის 181 მუხლის მე-2 პუნქტიდან, რომლის თანახმად, თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად. იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის ადმინისტრაცია არ შეასრულებს ამ ვალდებულებას, ანუ, თუ ასეთ სურსათს დაუშვებს სარეალიზაციოდ ან უკვე დაშვებლს არ გამოითხოვს, მაშინ შესაძლებელია ბრალეულობის გათვალისწინებით დაჯარიმდეს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლი პირველი ნაწილით, კერძოდ, 181 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ბაზარზე უკვე განთავსებული ან მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და არა 68-ე მუხლის მე-3 ნაწილით (რითაც იქნა დაჯარიმებული). თუმცა საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს მცენარეული წარმოშობის პროდუქტთან - ხმელი სუნელი (ყვითელი ყვავილი ზაფრანა), ხოლო საქართველოში მოქმედი არც-ერთი ტექნიკური რეგლამენტი თუ სხვა ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს მცენარეული წარმოშობის პროდუქტზე რაიმე სახის თანმხლები დოკუმენტის არსებობას, რაც უნდა შეამოწმოს ბაზრის ადმინისტრაციამ, შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, ბაზრის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის დაყენება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება ბაზრის ადმინისტრაციის ვალდებულებას, იქონიოს ლაბორატორია და უზრუნველყოს პროდუქტის ლაბორატორიული კვლევა, აღნიშნული ვალდებულება დღეის მდგომარეობით ბაზარს არ გააჩნია, ვინაიდან სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქ/პუნქტის თანახმად, ნიმუშის აღება და ლაბორატორიული კვლევა წარმოადგენს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმს, რომლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს სსიპ სურსათის ეროვნული საგენტო, სააგენტომ შესაძლებელია აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს სხვა მაკონტროლებელ ორგანოზე, ასეთ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული აქტის, გამოცემა სააგენტოს მიერ კონკრეტულ სუბიექტზე უფლებამოსილების დელეგირების შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს. ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ 2015 წლამდე ლაბორატორიის არსებობის ვალდებულება გააჩნდა აგრარული ბაზრის ადმინისტრაციას და ჰქონდა ვალდებულება განეხორციელებინა ლაბორატორიული კვლევები ტექნიკური რეგლამენტის „აგრარულ ბაზრებში, ბაზრობებსა და მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამამზადებელ, შემნახველ და გადამამუშავებელ საწარმოებში, სამრეწველო მაცივრებში (მაცივარკომბინატებში), კვებისა და სავაჭრო ობიექტების შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების ტიპობრივი წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის N417 დადგენილების საფუძველზე, რომლის თანახმად განსაზღვრული იყო ასევე ამ კვლევის ჩატარების წესი და სტანდარტები, თუმცა განხორციელებული ცვლილების - საქართველოს მთავრობის 2015 წლის N543 დადგენილების საფუძველზე ბაზრის ადმინისტრაცია გათავისუფლდა აღნიშნული ვალდებულებისაგან და 2015 წლის 22 ოქტომბრიდან ბაზარს არ გააჩნია ვალდებულება განახორციელოს ნიმუშის აღება, ჩაატაროს ლაბორატორიული კვლევა და გამოავლინოს სურსათის შემადგენლობის (ვარგისიანობა) შეუსაბამობა უვნებლობის მოთხოვნებთან.
3.3. აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები და არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, კერძოდ, რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ შპს „ე----–----ს“ მიერ წარმოდგენილ დასკვნას არ გააჩნია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილ დასკვნაზე უფრო მაღალი ხარისხის აკრედიტაცია. სასამართლოს ეს განმარტება გამომდინარეობს, როგორც ფაქტების, ისე სამართლებრივი უსწორობებით, რომელიც ჩვენს მიერ ზემოთ იქნა ნახსენები, კერძოდ სასამართლო უსაფუძვლოდ თვლის, რომ შპს „ე----–---ში" ჩატარებული იქნა რეფერენს კვლევა რეფერენს ნიმუშზე, რაც სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ კვლევაზე მაღალი სანდოობის და აკრედიტაციის უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში კვლევა ჩაუტარდა არა რეფერენს ნიმუშს, შესაბამისად უფრო მაღალი აკრედიტაციის არსებობის მოთხოვნა არ არსებობს. საქმეზე არსებული უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რომელიც საჯარიმო აქტის დასაბუთებულობას ხდის საეჭვოს არის შპს „ე----–----ს“ დასკვნა N----- რომელიც ჩატარდა საერთაშორისო სტანდარტით, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ. აღნიშნული დასკვნის თანახმად, დადგინდა, რომ სადავოდ ქცეულ ყვითელ ყვავილი „ზაფრანაში“ ტყვიის შემცველობა არის ნორმის ფარგლებში. შპს „ე----–---ს“ გააჩნია აკრედიტაცია მოახდინოს „ზაფრანაში“ ტყვიის შემცველობის განსაზღვრა საერთაშორისო მეთოდით - გოსტ 30178-96 (იხ. აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის და სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს წერილები, რომელიც იქნა ჩვენს მიერ წარმოდგენილი). საგულისხმოა ასევე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, საქმეზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია არარეფერენს ლაბორატორიის დასკვნა, სასამართლომ განმარტა (გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასების 6.2 ნაწილი), რომ ამ დასკვნის საპირწონედ შპს ს---------–------------––--ეს უნდა წარმოედგინა უფრო მაღალი სტანდარტის - რეფერენს ლაბორატორიის დასკვნა, თანაბარი დონის სტანდარტით ჩატარებულ დასკვნებს შორის, სასამართლომ უპირატესობა აბსოლუტურად უსაფუძვლოდ მიანიჭა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ დასკვნას, რაც სამართალწარმოების ძირითადი პრინციპების - თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპს ეწინააღმდეგება.
3.4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ 2017 წლის 18 ივლისს შპს „ს---------–------------––--ის“ შემოწმება განხორციელდა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის N533 დადგენილების დაცვით (ნაწილი 6.4), ვინაიდან ამავე დადგენილების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნიმუშის დალუქვისას, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია ნიმუშის შეფუთვაზე დატანილ იქნეს მისი ხელმოწერა ან ბიზნესოპერატორის ბეჭედით. ამავე დადგენილებით დამტკიცებული ნიმუშის აღების აქტის მე-3 გრაფით, განსაზღვრულია შემოწმებული ბიზნესოპერატორის ხელმძღანელის/წარმომადგენლის დასწრების ვადებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა, მეტიც, ხსენებულ გრაფაში მითითებულია ის პირი, ვინც უშუალოდ ახდენდა სურსათის რეალიზაციას - ფ/პ ნ-----------ე, აღნიშნულით შპს „ს---------–------------––--ეს“ წარმომადგენელს არ მიეცა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა, რომ ნ-----------ე არ იყო მისი თანამშრომელი და შპს „ს---------–------------––--ე“ არ ეწეოდა იმ პროდუქტის რეალიზაციას რომლიდანაც აღებული იყო აღნიშნული ნიმუში. ზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ დარღვევა არსებითია, დარღვევა არსებითია თუ ადმინისტრაციული წარმოების სწორად განხილვის შემთხვევაში დადგებოდა სხვა შედეგი, მოცემულ შემთხვევაში, კანონის დაცვით რომ აღებულიყო ნიმუში - ნიმუშის აღებას, რომ დასწრებოდა შპს ს---------–------------––--ეს წარმომადგენელი/ხელმძღვანელი, ნიმუშის აღების აქტში აღინიშნებოდა, რომ იმ პროდუქტის რეალიზაციას, საიდანაც აღებული იქნა ნიმუში, ახდენდა ფ/პ ნ-----------ე და არა შპს ს---------–------------––--ე, შესაბამისად ხსენებული აქტი ვერ გახდებოდა შპს ს---------–------------––--ეს დაჯარიმების საფუძველი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შპს ს---------–------------––--ეს არ მიეცა შესაძლებლობა გამოეყენებინა საქართველოს მთავრობის N533 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლება.
3.5. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ შესაბამისობის შეფასების აქტს ეთანხმება შპს „ს---------–------------––--ე“, ვინაიდან შესაბამისობის შეფასების აქტი როდესაც შედგა - 2017 წლის 27 ივლისს, მას ესწრებოდა დირექტორი ა--------------–-–---–ი, რომელმაც შესაბამის გრაფაში აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმებოდა შესაბამისობის შეფასების აქტს. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოკვლეული მასალებით დასტურდება შპს ს---------–------------––--ის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, ვინაიდან არ იკვეთება შპს ს---------–------------––--ის ბრალეულობა. ნიშანდობლივია, რომ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას და არც საქმის სასამართლო განხილვისას სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მიერ არ ყოფილა დასახელებული რა ბრალი მიუძღვის შპს „ს---------–------------––--ე“-ს გამოვლენილ დარღვევაში, ამ მხრივ საგულისხმოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (საქმე Nბს-544-535(კ-12) - 02.04.2013; Nბს173-171(კ-14) -07.10.2014; Nბს-765-757(კ-16) - 20.04.2017 ), სადაც უზენაესი სასამართლო იმპერატიულად განმარტავს შემდეგს: საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის, რომელშიც დეფინირებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვე-ვის ცნება, განმარტავს: ქმედება, რომლითც გამოხატულია პოზიტიური თუ ნეგატიური ფორმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) კვალიფიცირდება თუ სახეზეა შემდეგი ერთობლიობა: სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსით განსაზღვრულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები: ადმინისტრაციული ქმედუნარიანობა /მუხლი 13. /; აუცილებელი მოგერიება /მუხლი 18./; უკიდურესი აუცილებლობა /მუხლი 19. /; შეურაცხადობა /მუხლი 20./. სამართალდარღვევის კვალიფიკაცია და მისი შეფარდება პირისთვის, შეუძლებელი და შესაბამისად, კანონსაწინააღმდეგო იქნება პირის ბრალეულობის განსაზღვრის გარეშე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნორმათშემფარდებელმა ორგანოებმა სამართალშეფარდების პროცესში უნდა გამოიკვლიონ და დაადგინონ სუბიექტის ბრალეულობის (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა) საკითხი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის ბრალეულობის საკითხის გამორკვევა, შეფასება, დადგენა უმნიშვნელოვანესი და ურთულესი სამართლებრივი ღონისძიებაა, რის გამოც ნორმათშემფარდებელი უფლებამოსილი პირები/ორგანოები აღჭურვილნი უნდა იყვნენ საფუძვლიანი იურიდიული ცოდნით, მაღალ დონეზე უნდა ფლობდნენ ფაქტობრივ გარემოებათა გამოკვლევის, დადგენის ტექნიკას, შესაბამის აუცილებელ სათანადო უნარ-ჩვევებს. უფლებამოსილმა პირმა უნდა იმსჯელოს არის თუ არა სახეზე ისეთი ობიექტური გარემოება, რამაც შეიძლება გამორიცხოს სუბიექტის ბრალეულობის საკითხი, რამდენადაც პირის ბრალის გარეშე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემადგენლობა სახეზე არ არის. მხოლოდ ამ ფაქტების გამოკვლევა-დადგენის შემდეგ მეწარმეს შეიძლება დაეკისროს ან არ დაეკისროს პასუხისმგებლობა. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ნორმაშემფარდებელმა ორგანომ/პირმა უნდა დაადგინოს სამართალდარღვევად შეფასებულ ქმედებაში პირს მიუძღვის ბრალი თუ ეს გამოძვეულია მისი ბრალის გარეშე, მისგან დამოუკიდებლად (ან დაუძლეველი ძალით). აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს---------–------------––--ეს“ არანაირი ბრალი არ მიუძღვის სხვა პირის მიერ სურსათის რეალიზაციისას სურსათის უვნებლობის წესების დარღვევაში (აღმოჩენილ კრიტიკულ შეუსაბამობაში), ბრალის დამდგენი რაიმე გარემოება არც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ იქნა წარმოდგენილი. ნიშანდობლივია, ასევე, რომ ტექნიკური რეგლამენტი - „აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N417 დადგენილება მიღებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების საფუძველზე (დადგენილების 1 მუხლი), ხოლო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-9 და მე-11 მუხლში პირდაპირ, იმპერატიულად არის რეგლამენტირებული, რომ უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო სურსათის (წუნდებული სურსათის) ბაზარზე განთავსებისათვის პასუხისმგებელია მწარმოებელი და დისტრიბუტორი (მათ შორის, რეალიზატორი), რაც იმპერატიულად გამორიცხავს ამ შემთხვევაში, ბაზრის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას. მოცემულ შეთხვევაში, საქმე გვაქვს „ფალსიფიცირებულ“ პროდუქტთან, ვინაიდან ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობის არსებობა განპირობებულია თავდაპირველად მცენარის მოყვანისას სტანდარტების დაუცველობასთან ან/და გადამუშავებისას არასწორ დამუშავებასთან, რაც პირდაპირი პასუხისმგებლობაა მწარმოებლის და ბაზრის ადმინისტრაცის ბრალი აბსოლუტურად გამორიცხულია. თავის მხრივ, N---- ნიმუშის აღების აქტით, სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ ხმელი სუნელის (ყვითელი ყვავილი - ზაფრანა) რეალიზაციას ახდენდა ფ/პ ნ-----------ე და წარმოებულია შპს „ჯ---ს“-ს მიერ, ხოლო სანქცია გამოყენებულ იქნა შპს ს---------–------------––--ის მიმართ. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 276-ე მუხლის თანახმად, სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და პასუხისმგებლობა არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე 2020 წლის პირველ იანვრამდე, მოცემულ შემთხვევაში, რომც დადგენილიყო ფ/პ ნ-----------ის ბრალეულობა გამოვლენილი სამართალდარღვევის ჩადენაში, მას მაინც ვერ შეეფარდებოდა სანქცია. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ფ/პ ნ-----------ე, რომ ყოფილიყო ბიზნესოპერატორად რეგისტრირებული და მასზე ვრცელდებოდეს პასუხისმგებლობა, ასეთ შემთხვევაში ის დაჯარიმდებოდა გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის, ხოლო ვინაიდან არ გააჩნია სტატუსი და გათვისუფლებულია კანონით პასუხისმგებლობისაგან, ამიტომ სანქცია გამოყენებულ იქნა ბაზრის ადმინისტრაციის მიმართ, აბსოლუტური მონარქიის პერიოდშიც კი დაუშვებელი იყო, არათუ დემოკრატიულ საზოგადოებაში.
3.6. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ არ დარღვეულა ადმინისტრაციული აქტის გამოცემის/მომზდებისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რაც ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველია, ვინაიდან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ დარღვეულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და ეს დარღვევა არსებითია. ამასთან, მიუხედავად მოსარჩელის მოთხოვნისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ N----- შესაბამისობის შეფასების აქტის მე-13 გვერდზე შენიშვნაშია მითითებული, რომ ხმელი სუნელებით ვაჭრობა აეკრძალა მოვაჭრეებს, შესაბამისობის შეფასების აქტი ივსება ინსპექტირებისას, რომელსაც არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის N 533 დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, რომლის მე-6 მუხლი განსაზღვრავს კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენისას გასატარებელ პროცედურებს, კერძოდ, ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,სააგენტოს უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს აკისრებს ჯარიმას კრიტიკული შეუსაბამობის გამოსწორებამდე, ხოლო ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი. საუბარია იმ ბიზნესოპერატორზე, რომელიც შემოწმდა, რადგან შპს ს---------–------------––--ე შემოწმდა და დაჯარიმდა, მაშინ საწარმოო პროცესიც მას უნდა შეუჩერდეს (აეკრძალოს ვაჭრობა) და არა მოვაჭრეებს, (როგორც შესაბამისობის შეფასების აქტში წერია). შესაბამისობის შეფასების აქტში იმიტომ გაკეთდა ეს ჩანაწერი, რომ ბაზარი არ ახორციელებდა სუნელებით ვაჭრობას და როგორ აეკრძალებოდა, და თუ ასეა, მაშინ როგორ დაჯარიმდა, რა დაარღვია ბაზარმა?
3.7. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ, მიუხედავად მოსარჩელის განცხადებისა, არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხის მიერ არანაირი მტკიცებულება არ წარმოდგენილა, როგორც ადმინისტრაციული სამართალშეფარდების მომენტში, ისე სასამართლო განხილვისას, იმის დასადასტურებლად, თუ რა კრიტერიუმებით შეაფასა ხსენებულ „ზაფრანაში“ მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად აღმოჩენილი ტყვიის ოდენობა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაღალი რისკის საფრთხედ, ვინაიდან „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის N533 დადგენილების მე-2 მუხლის „ბ„ პუნქტის თანახმად, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. სააგენტოს უფლებამოსილ პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით სამართალშეფარდებისას არც გამოუკვლევია, რამდენად მაღალი საფრთხის შემცველია ტყვიის ეს ოდენობა ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, იმ შემთხვევაში, თუ მართლაც გამოვლინდებოდა შეუსაბამობა, სწორი კვლიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს - ეს კრიტიკული შეუსაბამობაა (მაღალი რისკის მქონე შეუსაბამობა), თუ არაკრიტიკული შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთლობას (ამავე დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტი), რასაც სხვა სამართლებრივი შედეგი მოყვება და არა სანქციის შეფარდება და საწარმოო პროცესის შეჩერება, კერძოდ არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენისას, ბიზნესოპერატორი არ ჯარიმდება, მას მიეცემა გონივრული ვადა შუსაბამობის გამოსასწორებლად, ხოლო მას შემდეგ, რაც ის ამ ვადაში არ იქნება გამოსწორებული, შემდეგ ხდება სანქციის გამოყენება და დაჯარიმება (533-ე დადგენილების მე-5 მუხლი). ამ გარემოების მტკიცების ტვირთი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, ადმინიტრაციულ ორგანოს ეკისრება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ს---------–------------––--ე’’ რეგისტრირებულია 2013 წლის 31 ივლისს, საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------, იურიდიული მისამართი საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონში, ბ-------------ის მიმდებარედ, ქ. ახალციხეში გააჩნია ს---------–-------, მდებარე ქ. ახალციხე, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ.
4.3. 2017 წლის 18 ივლისს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორმა ნ-------------მ, შპს ,,ს---------–------------––--ის“ მენეჯერმა ვ-----------------–-–---–-ა და ს---------–-------ს მოვაჭრემ ნ---–------------მ შეადგინეს აქტი მასზედ, რომ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორმა ნ-------------მ 18 ივლისს 13:00 საათზე ქ. ახალციხე, თ------–---–-ს ქუჩის მიმდებარედ, შპს ,,ს---------–------------––--ე“, სუნელებით მოვაჭრე ნ---–--------------გან შეისყიდა ზაფრანის ერთი ნიმუში. 1 ჭიქის ფასი 1 ლარი, სულ ნიმუშისთვის 12 ჭიქა, რაშიც გადაიხადა 12 ლარი. აქტს ადასტურებენ ხელისმოწერით აგრარული ბაზრის მენეჯერი ვ-----------------–-–---–ი, სუნელებით მოვაჭრე ნ---–------------ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ნ-------------. აქტი დამოწმებულია შპს ,,ს---------–------------––--ის“ მრგვალი ბეჭდით.
4.4. 2017 წლის 18 ივლისს შპს ,,ს---------–------------––--ის“ ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირი ნ---–-----------ის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტიდან ე.წ. ყვითელი ყვავილი ზაფრანა, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ აღებული იქნა ნიმუში ლაბორატორიული გამოცდისათვის ტყვიის შემცველობაზე, 6 ჭიქა, წონით 0,250 კგ ლაბორატორიული კვლევისთვის და 6 ჭიქა, წონით 0,250 კგ რეფერენტული კვლევისთვის, ნიმუშის აღების აქტს ხელს აწერენ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ნ-------------ე და შპს ,,ს---------–------------––--ის“ მენეჯერი ვ-----------------–-–---–ი.
4.5. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოწმე ვ-----------------–-–---–ის ჩვენება იმ ნაწილში, რომ 2017 წლის 18 ივლისს იგი არ დასწრებია შპს ,,ს---------–------------––--ის“ ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირის ნ---–-----------ისგან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის მიერ სუნელის, ყვითელი ყვავილი ზაფრანის ნიმუშის შესყიდვის, ნ---–-----------ისგან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის მიერ ყვითელი ყვავილი ზაფრანის ნიმუშის ამოღების და დალუქვის პროცესს, ასევე მან არ იცოდა, თუ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტები შპს ,,ს---------–------------––--ეს“ ამოწმებდნენ და ეს მაშინ გაიგო, როდესაც აქტი ხელმოსაწერად მიუტანეს. მოწმე ვ-----------------–-–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენების თანახმად, ის მუშაობს შპს ,,ს---------–------------––--ის“ აგრარული ბაზრის მენეჯერად ქ. ახალციხეში, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს იცნობს, როდესაც ისინი ბაზარში ხორცის, ყველის ან სხვა პროდუქტის შესამოწმებლად შედიოდნენ, მას წინასწარ აფრთხილებდნენ, ერთად ამოწმებდნენ. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ იგი გარკვეული იყო სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ბაზარში პროდუქტების შემოწმების არსში, შემოწმების შედეგების შესახებ შედგენილი დოკუმენტების დამოწმების მნიშვნელობაზე და სამართლებრივ შედეგებზე. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებულ 2017 წლის 18 ივლისის შესყიდვის აქტს ადასტურებენ ხელისმოწერით აგრარული ბაზრის მენეჯერი ვ-----------------–-–---–ი, სუნელებით მოვაჭრე ნ---–------------ და სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ნ-------------. აქტი დამოწმებულია შპს ,,ს---------–------------––--ის“ მრგვალი ბეჭდით. ასევე, საქმეში არსებულ 2017 წლის 18 ივლისის ნიმუშის აღების აქტს ხელს აწერენ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ნ------------- და შპს ,,ს---------–------------––--ის“ მენეჯერი ვ-----------------–-–---–ი. რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ, თუ ვ-----------------–-–---–ი არ დასწრებია ნ---–-----------ისგან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის მიერ სუნელის, ყვითელი ყვავილი ზაფრანის ნიმუშის შესყიდვის, ნ---–-----------ისგან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტის მიერ ყვითელი ყვავილი ზაფრანის ნიმუშის ამოღების და დალუქვის პროცესს, ასევე მან არ იცოდა, თუ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტები შპს ,,ს---------–------------––--ეს“ ამოწმებდნენ და ეს მაშინ გაიგო, როდესაც აქტი ხელმოსაწერად მიუტანეს, ამასთან იგი გარკვეული იყო პროდუქტების შემოწმების არსში, შემოწმების შედეგების შესახებ შედგენილი დოკუმენტების დამოწმების მნიშვნელობაზე და სამართლებრივ შედეგებზე, მას შეეძლო არ მოეწერა ხელი აქტებზე, არ დაემოწმებინა ბეჭდით და მოეთხოვა ნიმუშების მისი თანდასწრებით აღება, რაც მას არ გაუკეთებია. აღნიშნული მითითებით კი, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, შპს ,,ს---------–------------––--ის“ მენეჯერი ცდილობს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შპს-სათვის არიდებას და მისი განმარტება არ დასტურება რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულებით.
4.6. 2017 წლის 18 ივლისს შპს ,,ს---------–------------––--ის“ ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკურის პირი ნ---–-----------ის მიერ სარეალიზაციოდ განთავსებული პროდუქტიდან ე.წ. ყვითელი ყვავილი ზაფრანა, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ აღებული ნიმუში ლაბორატორიული გამოცდისათვის ტყვიის შემცველობაზე ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნა სსიპ ,,სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში’’. აღებულ ნიმუშზე ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რის საფუძველზეც დადგინდა ტყვიის შემცველობის დაშვებულ ნორმაზე მაღალი შემცველობა.
4.7. 2017 წლის 27 ივლისს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ განხორციელდა შპს ,,ს---------–------------––--ის“ ინსპექტირება, რა დროსაც სუნელების გამყიდველი ნ---–--------------გან ამოღებული იქნა ყვითელი ყვავილის ზაფრანის დარჩენილი პარტიის 0,630 კგ. სუნელი, რომელიც დაილუქა ლუქით N0------, შპს ,,ს---------–------------––--ის“ სუნელებით სხვა მოვაჭრეებს აეკრძალათ სუნელების რეალიზაცია ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარების გარეშე.
4.8. 2017 წლის 27 ივლისს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ შპს ,,ს---------–------------––--ის“ მიმართ შედგა საჯარიმო ქვითარი (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე და დაჯარიმდა 1000 ლარით.
4.9. სსიპ ,,სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას’’ ტყვიის შემცველობის განსაზღვრაზე En 13804, En 13805 მეთოდით მიღებული აქვს საერთაშორისო აკრედიტაცია სურსათში და ეროვნული აკრედიტაცია სუნელებში და სანელებლებში.
4.10. შპს ,,ე----–----ს“ საგამოცდო ლაბორატორიას შეუძლია აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად დაადგინოს ხმელ სუნელში ტყვიის შემცველობა ,,---------------’’ მეთოდით.
4.11. სახელმწიფოთაშორისო სტანდარტები: ,,---------------’’ და ,,---------------’’ მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე დსთ-ს ქვეყნების მთავრობათა მეთაურების 1992 წლის 13 მარტის შეთანხმების ,,სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციისა და მეტროლოგიის სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარების შესახებ’’ საფუძველზე, რომელსაც საქართველო შეუერთდა 1995 წელს. ევროპული სტანდარტი ,,ე------------’’ რეგისტრირებულია სტანდარტების რეესტრში, სტანდარტი ,,ე------------’’ სტანდარტების რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
4.12. 2017 წლის 17 ოქტომბერს შპს ,,ს---------–------------––--ის“ წარმომადგენელმა დ-------------ამ მიმართა სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს და ითხოვა რეფერენტული ნიმუშის აღება შპს ,,ე----–---ში“ კვლევის ჩასატარებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დ-------------ას განუმარტა, რომ რეფერენტულ ნიმუშზე კვლევა უნდა ჩაეტარებინა საერთაშორისო ან ევროპული სტანდარტით აღჭურვილ ლაბორატორიაში (უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე არის სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული) და არა საქართველოში მოქმედ ლაბორატორიაში.
4.13. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 08 ნოემბრის განჩინებით სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ნება დაერთო შპს ,,ს---------–------------––--ისათვის“ შპს ,,ე----–---ში“ კვლევისათვის წარედგინა ზაფრანას რეფერენტული ნიმუში. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ ამოღებული და დალუქული ხმელი სუნელიდან - ყვითელი ყვავილი ,,ზაფრანა’’ -2017 წლის 20 ნოემბერს აღებულ იქნა 250 გრ. ზაფრანა ლაბორატიული კვლევისათვის და გადაეცა შპს ,,ს---------–------------––--ეს“ წარმომადგენელს.
4.14. შპს ,,ე----–----ს“ საგამოცდო ლაბორატორიის მიერ 2017 წლის 04 დეკემბრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყვითელ ყვავილში ,,ზაფრანა“ ტყვიის შემცველობა არ აღემატება ზღვარს, კერძოდ, ტოქსიკური ელემენტების ტყვია - განსაზღვრის შედეგია 2,2. ზღვარს შეადგენს <5,0. გამოცდის მეთოდი -,,---------------’’.
სამართლებრივი დასაბუთება
4.15. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
4.16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.17. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
4.18. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კანონის ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის’’ მე-2 მუხლის ,,ჰ10“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეუსაბამობა არის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა. იმავე კოდექსის 63-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის საფუძველზე. ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ისეთი შეუსაბამობის არსებობა, რომლის დროსაც აღმოჩენილია ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათი/ცხოველის საკვები და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესის შეჩერებას. მავნე სურსათის/ცხოველის საკვების განმარტებას იძლევა ამავე კანონის მე-2 მუხლი, სადაც მითითებულია, რომ მავნე სურსათი/ცხოველის საკვები არის ისეთი სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილების თანახმად, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე. იმავე ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ინსპექტირებისას უფლებამოსილი პირი ადგენს შესაბამისობის შეფასების აქტს ორ ეგზემპლარად. ხოლო მე-7-10 ნაწილების თანახმად, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში, შესაბამისად, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი არ ეთანხმება შესაბამისობის შეფასების აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აქტის სპეციალურ გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს. თუ ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი უარს განაცხადებს ხელმოწერაზე, აქტში ხდება ამის აღნიშვნა. ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევაში, ბიზნესოპერატორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს კრიტიკულ შეუსაბამობას, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ბიზნესოპერატორი ვალდებულია, შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი, ხოლო არაკრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითებების შესრულება ხდება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კრიტიკული შეუსაბამობის არსებობისას, თუ სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება ბიზნესოპერატორის სასარგებლოდ, სააგენტო ვალდებულია, აუნაზღაუროს ბიზნესოპერატორს კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერების შედეგად მიყენებული ზიანი. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლის მიერ შემოწმების დროს შედგენილ შესაბამისობის შეფასების აქტში მითითებულია, რომ შპს ,,ს---------–------------––--ის“ ინსპექტირების დროს აღებულ ნიმუშში ყვითელ ყვავილში ე.წ ზაფრანაში აღმოჩნდა ტყვიის შემცველობა ნორმის ზევით. ბიზნესოპერატორი განამარტავს, რომ აღნიშნული შეუსაბამობა (თუ იყო შეუსაბამობა) აღმოჩენილია ფიზიკური პირის ნ---–-----------ის სუნელებში, რომელიც შპს ,,ს---------–------------––--ისაგან“ დამოუკიდებლად ეწევა მის რეალიზაციას, რომელიც არ წარმოადგენს შპს-ს თანამშრომელს. მოსარჩელე მასზე აქირავებს მხოლოდ ფართს და სხვა კავშირი მასთან არ აქვს.
4.19. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ ტექნიკური რეგლამენტის − აგრარულ ბაზრებზე/ბაზრობებზე სურსათისა და ცხოველის რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ 2013 წლის 31 დეკემბრის საქართველოს მთავრობის N417 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია დარეგისტრირდეს ბიზნესოპერატორად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უზრუნველყოს თავისი საქმიანობის შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან. აგრარული ბაზრის/ბაზრობის მომწყობი ვალდებულია არ დაუშვას ბაზარზე განსათავსებლად სურსათი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. რაიონულმა სასამართლომ მხარეთა განმარტების, მოწმის ჩვენების, გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სწორად მიიჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში დადასტურებულია ის გარემოება, რომ შპს ,,ს---------–------------––--ის“ მიერ ჩადენილ იქნა ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რადგან მან დაუშვა ბაზარზე განსათავსებლად ფიზიკური პირის ნ---–-----------ის სუნელები, რომლებიც არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს თანამშრომლებმა ობიექტის ტერიტორიაზე ინსპექტირების დროს დააფიქსირეს შეუსაბამობები და შესაბამისი ჩანაწერით შეადგინეს შეუსაბამობის შეფასების აქტი. აღნიშნული დოკუმენტი, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, ფაქტიურად წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც იძლევა ფაქტის შესახებ ინფორმაციას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს სხვა მტკიცებულების შექმნის ვალდებულება არ გააჩნია. ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტით (2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილება) დადგენილია წესი, თუ როგორ უნდა მოიქცეს ბიზნესოპერატორი, როდესაც იგი არ ეთანხმება აქტში დაფიქსირებულ შეუსაბამობებს, განსაზღვრულია, რომ საწინააღმდეგო ინფორმაცია უნდა დაფიქსირდეს აქტში და ბიზნესოპერატორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსზე, რომლის ერთ-ერთ მიზანსაც წარმოადგენს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიის, აკრედიტაციის და შესაბამისობის შეფასების სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. აღნიშნული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისათვის. აკრედიტაციის ცენტრი არ არის შესაბამისობის შემფასებელი ორგანო. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აკრედიტაცია ნებაყოფლობითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აკრედიტაციის სავალდებულოობა. მე-4 ნაწილის თანახმად კი, აკრედიტაციის ცენტრი ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ლაბორატორიების, სერტიფიკაციის ორგანოების (მათ შორის, ციფრული ხელმოწერის სერტიფიკატის გამცემი პირების), ინსპექტირების ორგანოების (მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების ცენტრების, დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამამოწმებელი პირის) აკრედიტაციას როგორც საქართველოში, ისე მისი ფარგლების გარეთ, დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვადასხვა ტიპის შესაბამისობის შემფასებელ პირთა აკრედიტაცია ხორციელდება აკრედიტაციის ცენტრის მიერ მიღებული იმ წესებისა და პროცედურების საფუძველზე, რომლებიც ეფუძნება შესაბამის, აკრედიტაციის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ მიღებულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს. მე-4 ნაწილის თანახმად კი, პირისათვის აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა აკრედიტაციის მოწმობა. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მეორე მუხლის „ჰ11“ პუნქტის თანახმად, აკრედიტებული ლაბორატორია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია. ამასთან, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 მარტის N1-1/330 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის დებულების მეორე მუხლის „ე-ვ“ პუნქტების თანახმად, აკრედიტაციის ცენტრის მიზნები და ფუნქციები მოიცავს აკრედიტაციის მოწმობის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, გაგრძელებისა და გაუქმების შესაძლებლობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე აკრედიტებული იურიდიული და ფიზიკური პირების, აკრედიტაციის სისტემის მონაწილეთა და აკრედიტაციის მოთხოვნათა შემცველი დოკუმენტების რეესტრის წარმოებას, რეესტრის მუდმივი განახლების უზრუნველყოფას. ამავე დებულების პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ცენტრი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. აღნიშნული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ნორმატიული აქტი - ბრძანება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - განკარგულება. ამასთან, დებულების მე-4 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრედიტაციის, ზედამხედველობისა და საინსპექციო კონტროლის სამსახური - მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს აკრედიტაციის მაძიებელი პირების აკრედიტაციის სამუშაოების ორგანიზებას და აკრედიტებული პირების გეგმური ან არაგეგმური საინსპექციო კონტროლის ჩატარებას, ზედამხედველობის განხორციელებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას აქვს კვლევის ჩატარებაზე En 13804 En 13805 მეთოდით ეროვნული აკრედიტაცია სუნელებში და სანელებლებში, რაც შეეხება შპს ,,ე----–---ს“, სადაც განხორციელდა რეფერენტული ნიმუშის კვლევა, მას არ გააჩნია იმაზე უფრო მაღალი ხარისხის აკრედიტაცია, რაც სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეთა მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ შესაბამისობის შეფასების აქტში ასახულ შეუსაბამობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი სამართალდარღვევის ოქმში მითითებულ დროსა და ადგილას, ამდენად, შპს ,,ე----–----ს“ დასკვნა, რომელიც სასამართლოში იქნა წარმოდგენილი, რაიონულმა სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა და სწორად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ქმნიდა საკმარის სამართლებრივ საფუძველს მოსარჩელისათვის წარდგენილი სამართალდარღვევის გამო პასუხისმგებლობისა და ადმინისტრაციული სახდელის დასაკისრებლად. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ ყურადღება ასევე სწორად გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საწარმოში ინსპექტირება ჩატარდა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, აღნიშნული დადგენილების მე-3 მუხლი მიუთითებს, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით, სააგენტო ინსპექტირებას ახორციელებს გაფრთხილების გარეშე, გეგმურად ან არაგეგმურად. არაგეგმური ინსპექტირება ხორციელდება, მათ შორის, სხვა ობიექტური გარემოების არსებობისას, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ვარაუდის საფუძველი შესაძლო დარღვევის შესახებ (მოქალაქის შეტყობინება), ჩატარდა არაგეგმიური ინსპექტირება, რომელსაც მოჰყვა შესაბამისი შედეგები.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ს---------–------------––--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.
მოსამართლე მერაბ ლომიძე