განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.11.2018
საქმის ნომერი
330310017001935907
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2953-17, N330310017001935907

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი: დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ-----–- მ--------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. ნ-----–- მ--------–---–მა 2017 წლის 23 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------ დადგენილების ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ,,ნ-----–- მ--------–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’ 2017 წლის 06 აპრილის №1-794 ბრძანების ბათილად ცნობა.

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ-----–- მ--------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ქ. თბილისში, ტ-------–ა, სოფელ შ------–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №8-----------, დაზუსტებული ფართობი: 1-------------------------------–---------–-------------------------------------------- 2013 წლის 2 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ-----–- მ--------–---–ის სახელზე (ტ.1. ს.ფ. 83-84).

 

2.2. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის №------ ბრძანების თანახმად, შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ტ-------–ა, სოფელი შ------ი, მოქალაქე ნ-----–- მ--------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვ. №512) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2013 წლის 30 ივლისიდან 2015 წლის 30 ივლისის ჩათვლით.

 

2.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 ივლისის №------- ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ნ-----–- მ--------–---–ის №--------- ელექტრონული განცხადება, ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის №------ ბრძანებაში და მშენებლობის ვადაა 2013 წლის 30 ივლისიდან 2016 წლის 30 ივლისის ჩათვლით (ტ.1.ს.ფ. 70-73).

 

2.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 30 დეკემბრის №1------- გაფრთხილების წერილის თანახმად, მოქალაქე ნ-----–- მ--------–---–ს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის შესახებ’’ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მიეცა 45 კალენდარული დღე, რათა მოეხდინა არქიტექტურული პროექტის კორექტირება ან ქ-------–--–----------–-------------–-, მიწის ნაკვეთი №8------------ში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 ივლისის №------- ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად მოეხდინა შემდეგი დარღვევების გამოსწორება: „’’1-6’’ ფასადზე ’’2-3’’ და ’’4-5’’ მონაკვეთებში დამატებით მოწყობილია ფანჯრები, ’’6-1’’ ფასადის პირველ სართულზე შეცვლილია კარების ნახატი, ’’ა-ე’’ და ’’ე-ა’’ ფასადებზე ’’ბ-გ’’ მონაკვეთში პირველ სართულზე შევიწროვებულია ფანჯრების სიგანეები. ’’ა-ე’’ ფასადზე ’’გ-დ’’ მონაკვეთში ’’6-6’’ ღერძთან არ არის მოწყობილი მცირე ზომის კედლები და კარები გადატანილია ’’5-5’’ ღერძზე. ’’ე-ა’’ ფასადზე ’’გ-ბ’’ მონაკვეთში შეცვლილია ბუხრის მილის კონფიგურაცია. ყველა აივანზე მინის მოაჯირების ნაცვლად მოწყობილია ლითონის ბადის მოაჯირები, მთელ სახლზე არ არის მოწყობილი დეკორატიული ელემენტები და შეცვლილია კარ- ფანჯრების ნახატები. ასევე ღობე სცილდება რეგისტრირებული ნაკვეთის წითელ ხაზებს“. იმავე წერილით ადრესატს ეცნობა, რომ აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ობიექტი გადამოწმდებოდა ადგილზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამსახური გაატარებდა კანონით გათვალისწინებულ ზომებს.(ტ.1.ს.ფ. 46).

 

2.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------–----------- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ტ-------–ა, სოფელი შ------ი, მოქალაქე ნ-----–- მ--------–---–ის საკუთრებაში კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვ. №8-----------) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2016 წლის 26 თებერვლიდან 2016 წლის 26 მაისის ჩათვლით (ტ.1.ს.ფ. 85-87).

 

2.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ-----–- მ--------–---–ის მიმართ 2016 წლის 7 მარტს შედგენილი იქნა მითითება №------, რომლის თანახმად ირკვევა, რომ დარღვეულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------–----------- ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი, კერძოდ: ფასადები: ,,1-6’’ მონაკვეთში ,,+3.40’’ ნიშნულზე შემცირებულია კედლის სიგრძე. დამატებით მოწყობილია წყალშემკრები მილები. ,,ბ-ბ’’ ღერძზე ,,2-5’’ მონაკვეთში კარის და ფანჯრის ღიობებს მონაცვლებული აქვს ადგილმდებარეობა. აივნებზე დამატებით მოწყობილია ფილები. ფასადები: ,,6-1’’: დამატებით მოწყობილია წყალშემკრები მილები. ,,+_0.0’’ ნიშნულზე შეცვლილია კარის ნახატი. ფასადები ,,ა-ე’’: ,,+3.30’’ნიშნულზე ,,გ-დ’’ მონაკვეთში შემცირებულია აივნის სიგრძე. სახურავზე დამატებით მოწყობილია საკომუნიკაციო მილები. აღნიშნული შენობის ღობე ნაწილობრივ სცდება საკადასტრო საზღვრებს(ტ.1.ს.ფ. 81-82).

 

2.7. იმავე მითითებით, დარღვევის გამოსწორების მიზნით, ნ-----–- მ--------–---–ს დაევალა ობიექტი მოეყვანა შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა.

 

2.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 11 აპრილს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------, რომლითაც დადგინდა, რომ ნ-----–- მ--------–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 7 მარტის №------ მითითების პირობები (ტ.1.ს.ფ. 92-93).

 

2.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის

2016 წლის 10 ივნისის №------------ ბრძანების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 7 მარტის №------ მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი №------ შედგენილი 2016 წლის 11 აპრილს) მოქალაქე ნ-----–- მ--------–---–ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებული იქნა 2 (ორი) თვით, 2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 10 აგვისტომდე (ტ.1.ს.ფ. 78).

 

2.10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 09 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად ნ-----–- მ--------–---–ი დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის(ტ.1.ს.ფ. 15-18).

 

2.11. ნ-----–- მ--------–---–მა 2----–-–--------------------------- ადმინისტრაციული საჩივრით (განცხადებით) მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------ დადგენილების ბათილად ცნობა(ტ.1.ს.ფ 14).

 

2.12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 6 აპრილის №----------------- ნ-----–- მ--------–---–ის 2016 წლის 17 აგვისტოს №--------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 09 აგვისტოს №------ დადგენილება(ს.ფ. 22-27).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 601-ე, 185-ე, 201-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-3, 25-ე, 45-ე მუხლებით.

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მითითების შედგენიდან 2 თვის ვადაში გამოსცეს დადგენილება სამართალდამრღვევის მიმართ კანონით დადგენილი სანქციების გატარების შესახებ. სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს მითითებული ვადის ერთჯერადად, ორი თვით გაგრძელებას, საქმის განმხილველი თანამდებობის პირის მოტივირებული ბრძანების საფუძველზე; თუმცა სასამართლო განმარტებით, დადგენილების მიღების ვადა დადგენილია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოსათვის და წარმოადგენს მისთვის განსაზღვრულ სავალდებულო პროცესუალურ დანაწესს, შესაბამისად, ვინაიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანებით ხდება ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების კანონით დადგენილი ვადის გაგრძელება, ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანებაც და მის საფუძველზეც გაგრძელებული ვადაც, განკუთვნილია მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოსათვის და ვადის გაგრძელების შემთხვევაში, აქტის გამოცემაზე გავლენას ვერ იქონიებს სამართალდამრღვევისათვის ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანების ჩაბარების ვადა.

 

4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია, ბრძანების გვიან ჩაბარებისა და დადგენილების ვადაზე ადრე გამოცემის თაობაზე და განმარტა, რომ ვადის გაგრძელების პერიოდი წარმოადგენდა ვადას ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რაც არ უკრძალავდა ადმინისტრაციულ ორგანოს მითითებულ ვადაში, ნებისმიერ დროს გამოეცა დადგენილება, თუმცა დადგენილება გამოიცა ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე და მოსარჩელეს, მითითების შედგენიდან 5 (ხუთი) თვის ვადა ჰქონდა სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (2016 წლის 07 მარტიდან 2016 წლის 09 აგვისტომდე), რა დროსაც დარღვევის გამოსწორების მცდელობასაც კი ადგილი არ ქონია.

 

4.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ნ-----–- მ--------–---–ის დაჯარიმების თაობაზე, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, კანონიერი იყო და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

4.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–------------–--------- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ნ-----–- მ--------–---–ის სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. სასამართლოს მითითებით, საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----–-–------------–--------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ-----–- მ--------–---–მა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; მისი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი არსით ადმინისტრაციულ სამართალდაღვევას წარმოადგენს (საქმე №ბს-391-386(3კ-12) და შესაბამისად ისევე, როგორც ნებისმიერი სამართალდარღვევა შესაძლებელია ითვალისწინებდეს სანქციის სახით ჯარიმას. თუმცა, ჯარიმის დაკისრებამდე ჯერ ადმინისტრაციულმა ორგანომ და შემდგომ უკვე სასამართლომ კარგად უნდა შეისწავლონ საქმის ფაქტობრივი გარემოებები და შეუსაბამონ ისინი საქართველოს კანონმდებლობას.

 

5.2. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი . ამ მუხლის მიხედვით სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს აქვს უფლება მიიღოს დადგენილება დამრღვევის დაჯარიმების შესახებ , იმავე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მიიღოს დადგენილება. მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 10 ივნისის N------------ ბრძანების თანახმად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2----–-–--------------------- მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი N------, შედგენილი 2016 წლის 11 აპრილს ) მოქალაქე ნ-----–- მ--------–---–ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის ვადა გაგრძელებულ იქნა ორი თვით, 2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 10 აგვისტომდე, ხოლო 2016 წლის 9 აგვისტოს მითებულ იქნა დადგენილება N------, რომლის თანახმად ნ-----–- მ--------–---–ი დაჯარიმდა 2000 ლარით.

 

5.3. აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია მის მიერვე გაცემული ვადა. კერძოდ სამართალდარღვევის შესახებ დადგენილება მანამ გამოსცა სანამ სამართალდარღვევის გამოსწორებისთვის განკუთვნილი ვადა გავიდოდა. სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ვადების დარღვევა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ვადებთან მიმართებით ადმინისტრაციული ორგანო ფართო უფლებამოსილებით სარგებლობს ნებისმიერ დროს ჰქონდა უფლება გამოეცა დაჯარიმების შესახებ დადგენილება. მსგავსი მიდგომა ცალსახად არასწორია. ზოგადად ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, ყოველთვის არსებობს ნდობის მაღალი ხარისხი, ვინაიდან იგი სახელმწიფოს წარმოადგენს. სახელმწიფოს მიმართ ნდობის ფაქტორი კი ყოველთვის მაღალი დაცვის სტანდარტებს საჭიროებს.

 

5.4. სამართლებრივი სახელმწიფოს კონსიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, თუ ადმინსიტრაციულ ორგანო განსაზღვრავს ვადას, მან ეს ვადა უნდა დაიცვას კიდეც, აპელანტის მითითებით, სასამართლოსაც ამ კუთხით უნდა შეეხედა საკითხისთვის. ადმინიტრაციულ ორგანოს შეუძლია თავად განსაზღვროს ვადა, ხოლო როდესაც ასე იქცევა, იბოჭება თავისი ნების გამოვლენით და არ აქვს უფლება მანამდე განახორციელოს ქმედება ან გამოსცეს აქტი სანამ წინასწარ განსაზღვრული ვადა არ გავა.

 

6.1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45.2. მუხლის თანახმად, თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე შეიტანს საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებებს, მას არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ მან ცვლილებები შეიტანა პროექტში, ჯარიმა მაინც დაეკისრა, რაც ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს.

 

6.2 აპელანტის მითითებით, ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 09 აგვისტოს N------ დადგენილება "სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე" არის უკანონო და აგრეთვე უკანონოა ადმინისტრაციული ორგანოს უარიც მის ბათილად ცნობაზე (ქ.თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 6 აპრილის N----- ბრძანება).

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

8. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

8.1. ქ. თბილისში, ტ-------–ა, სოფელ შ------–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: №8-----------, დაზუსტებული ფართობი: 1-------------------------------–---------–-------------------------------------------- 2013 წლის 2 მაისიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ-----–- მ--------–---–ის სახელზე (ტ.1. ს.ფ. 83-84).

 

8.2. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის №------ ბრძანების თანახმად, შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ტ-------–ა, სოფელი შ------ი, მოქალაქე ნ-----–- მ--------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვ. №512) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2013 წლის 30 ივლისიდან 2015 წლის 30 ივლისის ჩათვლით. (ტ. 1. ს.ფ 70-71)

 

8.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 ივლისის №------- ბრძანებით დაკმაყოფილდა მოქალაქე ნ-----–- მ--------–---–ის №--------- ელექტრონული განცხადება, ცვლილება შევიდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 31 ივლისის №------ ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013 წლის 30 ივლისიდან 2016 წლის 30 ივლისის ჩათვლით (ტ.1.ს.ფ. 73).

 

8.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2015 წლის 30 დეკემბრის №1------- გაფრთხილების წერილის თანახმად, მოქალაქე ნ-----–- მ--------–---–ს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის შესახებ კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მიეცა 45 კალენდარული დღე, რათა მოეხდინა არქიტექტურული პროექტის კორექტირება ან ქ-------–--–----------–-------------–-, მიწის ნაკვეთი №8------------ში მდებარე ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 29 ივლისის №------- ბრძანებით შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად მოეხდინა შემდეგი დარღვევების გამოსწორება: „’’1-6’’ ფასადზე ’’2-3’’ და ’’4-5’’ მონაკვეთებში დამატებით მოწყობილია ფანჯრები, ’’6-1’’ ფასადის პირველ სართულზე შეცვლილია კარების ნახატი, ’’ა-ე’’ და ’’ე-ა’’ ფასადებზე ’’ბ-გ’’ მონაკვეთში პირველ სართულზე შევიწროვებულია ფანჯრების სიგანეები. ’’ა-ე’’ ფასადზე ’’გ-დ’’ მონაკვეთში ’’6-6’’ ღერძთან არ არის მოწყობილი მცირე ზომის კედლები და კარები გადატანილია ’’5-5’’ ღერძზე. ’’ე-ა’’ ფასადზე ’’გ-ბ’’ მონაკვეთში შეცვლილია ბუხრის მილის კონფიგურაცია. ყველა აივანზე მინის მოაჯირების ნაცვლად მოწყობილია ლითონის ბადის მოაჯირები, მთელ სახლზე არ არის მოწყობილი დეკორატიული ელემენტები და შეცვლილია კარ- ფანჯრების ნახატები. ასევე ღობე სცილდება რეგისტრირებული ნაკვეთის წითელ ხაზებს“. იმავე წერილით ადრესატს ეცნობა, რომ აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ ობიექტი გადამოწმდებოდა ადგილზე და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სამსახური გაატარებდა კანონით გათვალისწინებულ ზომებს.(ტ.1.ს.ფ. 46).

 

8.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------–----------- ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სექტორი - ტ-------–ა, სოფელი შ------ი, მოქალაქე ნ-----–- მ--------–---–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვ. №8-----------) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი; გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2016 წლის 26 თებერვლიდან 2016 წლის 26 მაისის ჩათვლით (ტ.1.ს.ფ. 85-87).

 

8.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ნ-----–- მ--------–---–ის მიმართ 2016 წლის 7 მარტს შედგენილი იქნა №------ მითითება, რომლის თანახმად: დარღვეულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2----–-–---------------–----------- ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტი.

 

იმავე მითითებით, არსებული დარღვევის გამოსწორების მიზნით, ნ-----–- მ--------–---–ს დაევალა ობიექტი მოეყვანა შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადა. (ტ.1. ს.ფ 81-82)

 

8.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 11 აპრილს შედგენილი იქნა შემოწმების №------ აქტი, რომლითაც დადგინდა, რომ ნ-----–- მ--------–---–ის მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 7 მარტის №------ მითითების პირობები (ტ.1.ს.ფ. 92-93).

 

8.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსის 2016 წლის 10 ივნისის №------------ ბრძანების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 7 მარტის №------ მითითების საფუძველზე (შემოწმების აქტი №------ შედგენილი 2016 წლის 11 აპრილს) მოქალაქე ნ-----–- მ--------–---–ის მიმართ დაწყებული სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ვადა გაგრძელებული იქნა 2 (ორი) თვით, 2016 წლის 10 ივნისიდან 2016 წლის 10 აგვისტომდე (ტ.1.ს.ფ. 78).

 

8.9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 09 აგვისტოს მიღებული იქნა დადგენილება №------ ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმად ნ-----–- მ--------–---–ი დაჯარიმდა 2000 (ორი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის(ტ.1.ს.ფ. 15-18).

 

8.10. ნ-----–- მ--------–---–მა 2----–-–--------------------------- ადმინისტრაციული საჩივრით (განცხადებით) მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------ დადგენილების ბათილად ცნობა(ტ.1.ს.ფ 14).

 

8.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 6 აპრილის №----------------- ნ-----–- მ--------–---–ის 2016 წლის 17 აგვისტოს №--------- ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 09 აგვისტოს №------ დადგენილება(ს.ფ. 22-27).

 

9.1. სააპელაციო პალატა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ და ერთობლიობაში შემოწმება - შეფასების შედეგად თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ა.ა.“ ქვეპუნქტი; ამ ნორმის თანახმად სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას ა) მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე: ა.ა) მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას სანებართვო პირობების დარღვევის ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში დამრღვევი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყებამდე შეიტანს საპროექტო დოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებებს, მას არ დაეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პასუხისმგებლობა. მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლისა) მშენებლობისას ან რეკონსტრუქციისას არქიტექტურულ-სამშენებლო

საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მითითების გაცემამდე 45 კალენდარული დღით ადრე ატყობინებს დამრღვევს.

 

9.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა და გ) მითითება არადროულად სრულდება.

 

9.3. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ხელმძღვანელობს ასევე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტით, რომლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

იმავე მუხლის მე-13 და მე-14 ნაწილების თანახმად, შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება. საქმის განმხილველი

თანამდებობის პირი უფლებამოსილია მოტივირებული საფუძვლით გააგრძელოს მისი განხილვის ვადა. საქმის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 თვით. დამრღვევს უწყებით უნდა ეცნობოს საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირის ვინაობა. ამ თავით გათვალისწინებულ ვადაში დადგენილების მიუღებლობის შემთხვევაში დამრღვევი თავისუფლდება ამ კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვალდებულებისაგან. ასეთ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

 

10.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია, ბრძანების გვიან ჩაბარებისა და დადგენილების ვადაზე ადრე გამოცემის თაობაზე, რადგან ვადის გაგრძელების პერიოდი წარმოადგენდა ვადას ადმინისტრაციული ორგანოსათვის, რაც არ უკრძალავდა ადმინისტრაციულ ორგანოს მითითებულ ვადაში, ნებისმიერ დროს გამოეცა დადგენილება; საყურადღებოა ისიც, რომ დადგენილება გამოიცა ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე და მოსარჩელეს, მითითების შედგენიდან 5 (ხუთი) თვის ვადა ჰქონდა სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (2016 წლის 07 მარტიდან 2016 წლის 09 აგვისტომდე), ამ პერიოდში კი დარღვევის გამოსწორების მცდელობასაც არ ქონია ადგილი.

 

10.2. სააპელაციო პალატა თვლის, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე სწორად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ნ-----–- მ--------–---–ის დაჯარიმების თაობაზე, შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2----–-–------------------------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობდა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

10.3. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტრანციის სასამართლოს განმარტებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–------------–--------- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ნ-----–- მ--------–---–ის სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხოლოდ სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად ჩათვალა, რომ საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად, არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2----–-–------------–--------- ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

10.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის და მათი სამართლებრივი შეფასების შედეგებს, რის გამოც არ არსებობს ნ-----–- მ--------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ნ-----–- მ--------–---–ის სააპელაციო საჩივარი ;

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციიო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე