1. მიღებული ტექნიკური რეგლამენტი რეგისტრირებული უნდა იქნეს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2. ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს ყველა ნორმატიული აქტი, რომლებიც შეიცავს ტექნიკურ ნორმას. აღნიშნული ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო/ თანამდებობის პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის რეგისტრაცია ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში.
3. ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს მიღებული ტექნიკური რეგლამენტის რეგისტრაცი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.05.2012).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 61. ტექნიკური რეგლამენტების რეესტრი 1. მიღებული ტექნიკური რეგლამენტი რეგისტრირებული უნდა იქნეს ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 2. ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს ყველა ნორმატიული აქტი, რომლებიც შეიცავს ტექნიკურ ნორმას. აღნიშნული ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო/ თანამდებობის პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის რეგისტრაცია ტექნიკური რეგლამენტების რეესტრში. 3. ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს მიღებული ტექნიკური რეგლამენტის რეგისტრაცია.
საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“, მუხლი 61, №6157-Iს, 08.05.2012, სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.016708 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1659419/muxli-61/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია