ბრზანება N 4651

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.03.2025
№ დოკუმენტი 4651
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4651

18 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 14 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 28 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა ------ (პ/ნ --------) №22442/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 13 თებერვლის №AL060003 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სატვირთო ავტომობილით გადმოჰქონდა ტვირთი, -------- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. საბაჟო კონტროლის გავლისას აღმოჩნდა, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე იყო დაშვებულზე მეტი მოცულობის ტვირთი, რის გამოც მოხდა მისი დაჯარიმება. მომჩივანი ასევე განმარტავს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია წონის შეზღუდვის შესახებ.

აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 13 თებერვალს ------- თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში (-------) შემოვიდა --------- მართვის ქვეშ მყოფი დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო №--------, რომლითაც საქონელი ექსპორტის პროცედურით გადაადგილდებოდა თიზ-ში რეგისტრირებულ კომპანია შპს „-------“ (ს/ნ ---------) მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე (20 მ 3 - ღორღი) გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადები ----------- (13/02/2025).

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების აწონვა, რის შედეგად დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა შეადგენდა 42 320 კგ-ს (№------ აწონვის ქვითარი), რაც 7 320 კგ-ით აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრულ ნებადართულ მასას (35 000კგ).

ვინაიდან ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მთლიანი წონა 7320 კგ-ით აღემატებოდა ქარხანა-დამამზადებლის მიერ მინიჭებულ ნებადართულ მაქსიმალურ მასას, საბაჟო გამშვები პუნქტი ----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 13 თებერვალს შედგენილი №--------ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით--------- დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 3660 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლის მიხედვით, გზაზე იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა ან/და რომლის ფაქტობრივი მასა ან/და მათი თანამდევი პარამეტრები აღემატება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დადგენილ ზღვრულ მნიშვნელობებს ან/და ფაქტობრივი მასა აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ მოცემული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ სრულ მასას, − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).

დადგენილია, რომ მომჩივნის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების აწონვისას გამოვლინდა, ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრულ ნებადართული მასის (35 000კგ) გადამეტება 7 320 კგ-ით. შესაბამისად, სახეზეა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (გადაცდომა), რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილია ადმინისტრაციული სახდელი. ამდენად, მომჩივნის მიმართ სადავო ოქმით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლის შესაბამისად დადებული ადმინისტრაციული სახდელი მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დადებული ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ------ (პ/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2025 წლის 13 თებერვლის №AL060003 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დადებული ადმინისტრაციული სახდელი;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, შემოვიდა მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი დატვირთული სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც საქონელი ექსპორტის პროცედურით გადაადგილდებოდა თიზ-ში რეგისტრირებულ კომპანია შპს -ს მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებასა და მასში განთავსებულ საქონელზე გამოწერილი იყო სასაქონლო ზედნადები. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალების აწონვა, რის შედეგად დადგინდა, რომ სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა შეადგენდა 42 320 კგ-ს, რაც 7 320 კგ-ით აღემატება ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრულ ნებადართულ მასას (35 000კგ).

შესაბამისად პირს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დადებული ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10; 1291 მუხლების მიხედვით.