ბრძანება N 20023
📄 სრული ტექსტი
N 20023
09 სექტემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მის: -----;
2026 წლის 17 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 4 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი N 79) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) N 143198/01 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 13 აგვისტოს N AL072718 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ არ დაურღვევია კანონის მოთხოვნები და ვიდრე ავტოსადგომზე მყოფი ავტომანქანა დატოვებდა ავტოსადგომს, შპს „-----” გაეთიშა ინტერნეტი, რის გამოც წარმოქმნილი პრობლემის გამო ოპერატორი ტელეფონით დაუკავშირდა საბაჟო ორგანოს შესაბამის თანამშრომელს, რომელსაც სთხოვა დახმარება, რომ ავტოსადგომზე მყოფ ავტომანქანას დაეტოვებინა ავტოსადგომი და მხოლოდ მისგან თანხმობის მიღების შემდეგ დაატოვებინა ავტოსადგომი ავტომანქანას ნომრით -----, რომელიც შემდეგ გამოცხადდა საბაჟო გამშვებ პუნქტში.
აღნიშნულზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე, 180-ე და 181-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2026 წლის 13 აგვისტოს საბაჟო გამშვები პუნქტ „-----“ რიგის დარღევით გამოცხადდა N ----- სატრანსპორტო საშუალება. მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მითითებული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რეგისტირებული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში (რიგის ნომერი – -----; რეგისტრაციის თარიღი -----), შპს „-----“ (ს/ნ ----- ) ავტოსადგომმა გაუშვა განსაზღვრულ ვადაზე ადრე. განსახილველ შემთხვევაში, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ N ----- სატრანსპორტო საშუალების გასვლის დროდ განისაზღვრა 2026 წლის 13 აგვისტოს 04:22 საათი. შესაბამისად, მითითებული სატრანსპორტო საშუალება ავტოსადგომიდან უნდა გასულიყო 2026 წლის 13 აგვისტოს 04:52 საათამდე (გასვლის დროიდან არაუგვიანეს 30 წუთისა), რაც არ იქნა შესრულებული. გამომდინარე აქედან, სისტემამ განახორციელა პერერეგისტრაცია და N ----- სატრანსპორტო საშუალების გასვლის დრომ გადაიწია უკან, სატრანსპორტო საშუალებამ კი შპს „-----“ (ს/ნ ----- ) ავტოსადგომი დატოვა განსაზღვრულ ვადაზე ადრე (ახალ გასვლის დრომდე). ვინაიდან შპს „-----“ მიერ განმეორებით დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2026 წლის 13 აგვისტოს შედგენილ იქნა N AL072718 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც შპს „-----“ (ს/ნ ----- ) დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 32 ნაწილით გათვალისიწინებული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს N 258/N 73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზაში გადამოწმება, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ რეგისტრაცია და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტულად გადასაადგილებლის სტატუსის მინიჭება. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, გადაამოწმოს ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) აღქმული და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის ფაქტობრივი მონაცემები და განსხვავების შემთხვევაში, უზრუნველყოს „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული არასწორი მონაცემების შესწორება.
ამავე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განისაზღვრება ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის დრო, რის თაობაზეც მძღოლს ეცნობება ავტოსადგომში დამონტაჟებული სპეციალური მონიტორის საშუალებით და ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ხოლო მე-13 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსადგომიდან უნდა გავიდეს ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გასვლის დროიდან არაუგვიანეს 30 წუთისა. თუ სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლა აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება, შესაძლებელია ვადის გაგრძელება არაუმეტეს 6 საათამდე, ხოლო თუ ამ ვადაშიც არ დატოვებს ავტოსადგომის ტერიტორიას, ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.
ამავე მუხლის მე-17 პუნქტის შესაბამისად, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შემთხვევაში, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო ორგანოს. ამასთან, ავტოსადგომზე დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, 31 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა დაარღვია ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ვინაიდან, მომჩივანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271-ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271-ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ინტერნეტის ხარვეზთან დაკავშირებით შპს „-----“ თანამშრომლის მიერ საბაჟო დეპარტამენტში შეტყობინება განხორციელდა 2026 წლის 13 აგვისტოს 04:56 საათზე და, ვინაიდან N ----- სატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის დრო უკვე გადაწეული იყო, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი ვერ გასცემდა ავტოსადგომიდან გასვლის დასტურს. რაც შეეხება მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ვიდეო ჩანაწერს, აღნიშნულ ჩანაწერში საუბარი არ არის მითითებულ სატრანსპორტო საშუალებაზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული დეპარტამენტის 2026 წლის 13 აგვისტოს N AL072718 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული სახდელი;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ----- სასამართლოში (მის.: -----) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს, სადავო ადმინისტრაციული აქტის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
ავტოსადგომმა სატრანსპორტო საშუალება დადგენილ დროზე ადრე გაუშვა, რის გამოც დაირღვა საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის წესი. რადგან მსგავსი დარღვევა განმეორებით მოხდა, ავტოსადგომს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე, 178-ე, 179-ე, 180-ე და 181-ე მუხლები;
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 ( 31 ; 32 ) მუხლი;.