ბრძანება N 25215

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2026
№ დოკუმენტი 25215
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 25215

03 ნოემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(ფაქტ. ---) 2026 წლის 23 ივნისის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 21 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №94) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) №105727/01 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 27 მაისის №004958 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან).

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 500 ლარი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილი).

 

საჩივრის წარმოებაში მიღება:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შპს „---მა“ (ს/ნ ---) ჩაიბარა 2026 წლის 27 მაისს. 2026 წლის 8 ივნისს გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომლის 2026 წლის 10 ივნისის №4/6645-26 დადგენილებით საჩივარი არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში და დაუბრუნდა საჩივრის ავტორს თანდართული მასალებით. აღნიშნულ დადგენილებაში სასამართლომ მიუთითა სადავო აქტის გასაჩივრების წესების დაცვაზე. მათ შორის, სადავო აქტის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთჯერადი გასაჩივრების ვალდებულების (პროცედურის) თაობაზე, რასაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს სასამართლოში წარმოდგენილი საჩივარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 16 ოქტომბრის №183464/21 პასუხით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 10 ივნისის №4/6645-26 დადგენილება შპს ,,---ის” მიმართ, ჩაბარდა საჩივრის ავტორს 2026 წლის 11 ივნისს და შევიდა კანონიერ ძალაში 2026 წლის 23 ივნისს. ხოლო გადამხდელმა, სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურს საჩივრით მიმართა 2026 წლის 23 ივნისს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვადა არ უნდა ჩაითვალოს გაშვებულად და შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაშვებულ უნდა იქნეს განსახილველად.

 

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 30 აპრილის №9457 ბრძანების საფუძველზე, 2026 წლის 27 მაისს სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს უფლებამოსილი ოფიცრები იმყოფებოდნენ მისამართზე: ქ. ---ის რაიონი, ---ის ქ. №---, შპს „---ში” (ს/ნ ---) თამბაქოს პროდუქციისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის მიზნით. დათვალიერების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ შპს „---ს“ (ს/ნ ---) ეკონომიკური საქმიანობის ობიექტი ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას, რის შემდგომაც მოხდა გადაზომვა სპეციალური ელექტრონული საზომი მოწყობილობით და დადგინდა, რომ შპს „---ს“ (ს/ნ ---) ობიექტიდან ---ის №--- სკოლის უახლოეს წერტილებს შორის მანძილი არის 35 მეტრი. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე 2026 წლის 27 მაისს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №004958. გადამხდელს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილის შესაბამისად, შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ შპს „---ს“ ობიექტში ნამდვილად ხორციელდება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია, მაგრამ თამბაქოს ნაწარმი განთავსებულია სუპერმარკეტის სალაროებთან და მისი დანახვა ქუჩიდან შეუძლებელია ანუ იგი ვერ მოხვდება არასრულწლოვანი პირის თვალთახედვის არეალში. ამასთან, სუპერმარკეტის შესასვლელი და სკოლის შენობა არ უყურებს ერთმანეთს, ობიექტები განთავსებულია სხვა ქუჩაზე, ხოლო სკოლის შესასვლელი და შენობის წინა მხარე მდებარეობს სხვა ქუჩაზე. მხოლოდ მათ უახლოეს საკადასტრო წერტილებს შორის დგინდება 50 მეტრიანი კავშირი, რაც არ უნდა გახდეს შპს „---ის“ სამართალდამრღვევად ცნობის საფუძველი. მომჩივნის მითითებით, სკოლაში მყოფ არასრულწლოვნებს არ აქვთ შეხება სუპერმარკეტთან, ვინაიდან იქ მოსახვედრად მათ უწევთ 300 მეტრის გავლა. აღსანიშნავია, როდის უფრო მეტად არის კანონის მიზანი გატარებული. ასეთ შემთხვევაში თუ მაშინ, როდესაც სკოლასა და მარკეტს შორის 55 მეტრია დაშორებული, თუმცა მარკეტი მდებარეობდეს იმავე ქუჩაზე ან მოპირდაპირე მხარეს და არასრულწლოვანს შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი შეხება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბათილად ცნობას.

 

შემოსავლების სამსახური:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით.

სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

,,თამბაქოს კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან).

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილის თანახმად, თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ საგანმანათლებლო), სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან) გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისათვის სახდელის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „----ის“ (ს/ნ ---) მიერ დარღვეულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა. შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს საგანმანათლებლო, პროფესიულ), სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში (შესაბამისი დაწესებულების ტერიტორიის უახლოესი წერტილიდან).

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 30 აპრილის №9457 ბრძანების საფუძველზე, 2026 წლის 27 მაისს სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს უფლებამოსილი ოფიცრები იმყოფებოდნენ მისამართზე თამბაქოს პროდუქციისათვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის მიზნით. დათვალიერების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობის ობიექტი ახორციელებს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას, რის შემდგომაც მოხდა გადაზომვა სპეციალური ელექტრონული საზომი მოწყობილობით და დადგინდა, რომ საწარმოს ობიექტიდან სკოლის უახლოეს წერტილებს შორის მანძილი არის 35 მეტრი. გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. გადამხდელს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილის შესაბამისად, შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1553 მუხლის 81 ნაწილს.