ბრძანება N 5628

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.03.2025
№ დოკუმენტი 5628
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5628

27 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------“-ს (ს/ნ-------------------)

მის: -------------------------------------)

2025 წლის 4 და 7 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა შპს „--------“-ს (ს/ნ-------------------) №32114/21 და №34420/21 საჩივრები, რომლებიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 19 თებერვლის №-------, №------- და №------- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრების ავტორი მიუთითებს, რომ სადავო ოქმები შედგენილია კანონმდებლობის დარღვევით, რადგან გაუგებარია სამართალდარღვევის არსი და ასევე ის თუ, რა იგულისხმება იმაში, რომ ავტომანქანებმა ვადაზე ადრე დატოვეს ავტოსადგომი.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 19 თებერვალს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტი „-----ს“ მიმდებარედ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, შპს „--------“-ს (ს/ნ-------------------) კუთვნილი ავტოსადგომის კამერალური შემოწმება.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (№----- ავტოსატრანსპორტო საშუალება (რიგის ნომერი – ---; რეგისტრაციის თარიღი – 17.02.2025 14:44; გასვლის თარიღი – 19.02.2025 11:19); №------ ავტოსატრანსპორტო საშუალება (რიგის ნომერი – ----; რეგისტრაციის თარიღი – 17.02.2025 14:41; გასვლის თარიღი – 19.02.2025 11:15); №------ ავტოსატრანსპორტო საშუალება (რიგის ნომერი –----; რეგისტრაციის თარიღი – 17.02.2025 14:43; გასვლის თარიღი – 19.02.2025 11:15)) ავტოსადგომიდან გავიდნენ განსაზღვრულ ვადაზე ადრე, რის შესახებაც ავტოსადგომის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ მოუწოდებია საბაჟო ორგანოსთვის.

„საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების მიხედვით, ზემოაღნიშნული სატრანსპორტოს საშუალებების ავტოსადგომიდან გასვლა განხორციელდა 2025 წლის 19 თებერვალს 11:15 საათიდან 11:20 საათამდე პერიოდში, თუმცა, შპს „------“-ის მიერ წარმოდგენილი, ავტოსადგომის გასასვლელში დამონტაჟებული ვიდეომონიტორინგის საშუალებით განხორციელებული ჩანაწერის (2025 წლის 19 თებერვალს 11:00 საათიდან 11:30 საათამდე პერიოდი) შესწავლით დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალებებს ავტოსადგომიდან პროგრამულად გასვლის დროს არ დაუტოვებიათ ავტოსადგომის ტერიტორია. გარდა ამისა, 2025 წლის 19 თებერვალს 09:52 საათზე გზაზე გადაღებული ფოტომასალითაც დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალებებს მითითებულ დროს უკვე დატოვებული ჰქონდათ ავტოსადგომის ტერიტორია.

ვინაიდან შპს „------“-ის მიერ განმეორებით (წინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №----- 15.01.2025) დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 19 თებერვალს შედგენილ იქნა №-----, №---- და №----- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „------“-ს (ს/ნ ------) დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 32 ნაწილით გათვალისიწინებული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.

მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ სადავო აქტებს ადრესატი გაეცნო 2025 წლის 22 თებერვალს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ მე-16 მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შემთხვევაში, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო ორგანოს. ამასთან, ავტოსადგომზე დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამავე მუხლის 32 ნაწილის მიხედვით კი, ამ მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან დარღვეულია ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებებს, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ვინაიდან, მომჩივანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელების (ჯარიმები) დადება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და ადმინისტრაციული სახდელები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,1. შპს „--------“-ს (ს/ნ -------------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად იქნეს დატოვებული 2025 წლის 19 თებერვლის №------, №----- და №-----ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მათ საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული სახდელები;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზ. №358) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრების ავტორი მიუთითებს, რომ სადავო ოქმები შედგენილია კანონმდებლობის დარღვევით, ითხოვს გაუქმდეს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 19 თებერვალს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტი მიმდებარედ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, მომჩივანის კუთვნილი ავტოსადგომის კამერალური შემოწმება.

შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ავტოსადგომიდან გავიდნენ განსაზღვრულ ვადაზე ადრე, რის შესახებაც ავტოსადგომის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ მოუწოდებია საბაჟო ორგანოსთვის.

ვინაიდან მომჩივანის მიერ განმეორებით დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტებზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 19 თებერვალს შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 32 ნაწილით გათვალისიწინებული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით.

მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ სადავო აქტებს ადრესატი გაეცნო 2025 წლის 22 თებერვალს და ჩაითვალა ჩაბარებულად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და ადმინისტრაციული სახდელები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა :საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმებს; 10; 23; 1271 (31. 32);