ბრძანება N 4676
📄 სრული ტექსტი
N 4676
18 მარტი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 18 თებერვლის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 28 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №24322/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 13 თებერვლის №------ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დარღვეულია სადავო ადმინისტრაციული აქტის შედგენისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესი, ვინაიდან წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა, ამასთან, სამართალდამრღვევს არ განემარტა მისი უფლებები, ოქმი არ არის ხელმოწერილი კომპანიის დირექტორის მიერ, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა და ოქმის შედგენას უნდა დასწრებოდა თარჯიმანი, რაც არ მომხდარა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებზე მითითებით მიაჩნია, რომ დადავო სამართალდარღვევის ოქმს არ აქვს იურიდიული ძალა.
სადავო აქტის გაუქმების საფუძვლად საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-16 მუხლის მე-9 პუნქტზე და განმარტავს, რომ ოქმის შემდგენმა პირმა სადავო ადმინისტრაციული აქტის შედგენისას არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულიყო რაიმე ხარვეზი და ეჭვის საფუძველზე შეადგინა ადმინისტრაციული ოქმი.
კონკრეტული სატრანსპორტო საშუალება დაფიქსირებული და დარეგისტრირებულია შესაბამის ელექტრონულ ბაზაში, შესაბამისი გადასახადი გადახდილია სახელმწიფო ბიუჯეტში, ვადაზე ადრე მცირე დროით მისი ავტოსადგომიდან გასვლა არავითარ ზიანს არ აყენებს საბაჟო ელექტრონულ სისტემას და სახელმწიფოს. უსაფუძვლო ჯარიმები კი ზიანს აყენებს სამეწარმეო საქმიანობას.
აღნიშნულზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე, 272-ე, 273-ე, 275-ე, 276-ე, 278-ე მუხლებზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით და შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება საჩივარში მითითებული გარემოებების გამო.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2025 წლის 13 თებერვალს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტი „--------“ მიმდებარედ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, შპს „-------“ (ს/ნ -------) კუთვნილი ავტოსადგომის კამერალური შემოწმება.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განხორციელდა დადგენილი წესების დარღვევით, კერძოდ: №------ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის (რიგის ნომერი -------; თარიღი – 02.12.2025 15:03) შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებამ ავტოსადგომის ტერიტორია დატოვა განსაზღვრულ ვადაზე ადრე და ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შესახებ ავტოსადგომის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ მოუწოდებია საბაჟო ორგანოსთვის.
ვინაიდან შპს „-------“ მიერ განმეორებით დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 13 თებერვალს შედგენილი №AL060011 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით შპს „--------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა
1 000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საავტომობილო მიმოსვლის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმართულებით გადაადგილებული №2 ან №3 კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) პუნქტში გამოცხადებამდე უნდა განთავსდეს შესაბამის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან განთავსებულ ავტოსადგომზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გარდა ამ მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის იდენტიფიცირება, მონაცემთა ბაზაში გადამოწმება, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ რეგისტრაცია და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტულად გადასაადგილებლის სტატუსის მინიჭება. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, გადაამოწმოს ავტომატურად (ნომრის ამომცნობი სპეციალური ვიდეოკამერით) აღქმული და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის ფაქტობრივი მონაცემები და განსხვავების შემთხვევაში, უზრუნველყოს „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული არასწორი მონაცემების შესწორება.
ამავე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ავტოსადგომზე შესვლისას, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობის მეშვეობით მძღოლზე გაიცემა ქვითარი (გარდა ამ მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), სადაც მითითებული იქნება სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ნომერი, ავტოსადგომზე შესვლის თარიღი და დრო, აგრეთვე რიგის ნომერი და ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების პრიორიტეტის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია ქვითრის ამობეჭდვა, აღნიშნული მონაცემები მიეთითება შესაბამის ფურცელზე და დამოწმდება ავტოსადგომის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამასთან, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია აღნიშნული ქვითარი/შესაბამისი ფურცელი გასცეს მხოლოდ ავტოსადგომზე შესულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.
ამავე მუხლის მე-17 პუნქტით კი დადგენილია, რომ „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შემთხვევაში, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო ორგანოს. ამასთან, ავტოსადგომზე დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის 32 ნაწილის თანახმად, 31 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივანმა დაარღვია ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო ვინაიდან, მომჩივანი არის ადმინისტრაციულ სახდელდადებული და ერთი წლის განმავლობაში ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა განმეორებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 32 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.
მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციული აქტში მე-14 გრაფის ქვემოთ მითითებულია ინფორმაცია ოქმის გასაჩივრების წესზე: თუ რა ვადაში (10 კალენდარული დღე), სად შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემა) და ფორმა (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით საჩივრის წარდგენის გზით).
ამასთან, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 82-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია, რომ ელექტრონული ფორმით შედგენილი ოქმი ელექტრონულად ეგზავნება სამართალდამრღვევ პირს, რაც განხორციელდა განსახილველ შემთხვევაში და ადრესატს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გაეგზავნა გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად იქნეს დატოვებული დეპარტამენტის 2025 წლის 13 თებერვლის №AL060011 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული სახდელი;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში (მის.: მარნეული, ნარიმანოვის ქ. №4) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტით დაკისრებული ფულადი ჯარიმა შეიცვალოს გაფრთხილებით და შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოება საჩივარში მითითებული გარემოებების გამო.
ფაქტობრივი გარემოებები
საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული შპს-ს კუთვნილი ავტოსადგომის კამერალური შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია განხორციელდა დადგენილი წესების დარღვევით, კერძოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალებამ ავტოსადგომის ტერიტორია დატოვა განსაზღვრულ ვადაზე ადრე და ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შესახებ ავტოსადგომის ადმინისტრაციას ინფორმაცია არ მოუწოდებია საბაჟო ორგანოსთვის. ვინაიდან შპს-ს მიერ განმეორებით დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, შპს-ს დაეკისრა პასუხისმგებლობა და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და ადმინისტრაციული სახდელი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე.