1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში გაფორმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ექვემდებარება ცნობასა და აღსრულებას, ისე როგორც ამ თავით გათვალისწინებული გადაწყვეტილება იმ პირობით, თუ ის აღსრულებადია, როგორც გადაწვეტილება იმ ქვეყანაში, სადაც ის გაფორმდა.

2. მე-10 (1) მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტებისა და მე-10 (2) მუხლის ა) ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ტერმინი „გადაწყვეტილება“ მოიცავს ასევე რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმებასაც.

3. ცნობისა და აღსრულების საკითხზე წარდგენილი რჩენის ვალდებულების შესახებ შეთანხმებას უნდა ახლდეს:

ა) რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების სრული ტექსტი; და

ბ) ცნობა იმის თაობაზე, რომ კონკრეტული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელშიც ის არის შესრულებული.

4. რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება მიღებული იყოს უარყოფითი გადაწყვეტილება, თუ –

ა) მისი ცნობა და აღსრულება აშკარად ეწინააღმდეგება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს საჯარო წესრიგს;

ბ) რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება შესრულებულია თაღლითური გზით ან გაყალბების გზით;

გ) რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება ეწინააღმდეგება თხოვნის მიმღები მხარის ან სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოტანილ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბოლო მიღებული გადაწყვეტილება აკმაყოფილებს ცნობისა და აღსრულებისათვის საჭირო მოთხოვნებს თხოვნის მიმღებ ქვეყანაში.

5. ამ თავის დებულებები, გარდა მე-20, 22-ე და 23-ე (7), 25-ე (1) და 25-ე (3)  მუხლებისა, გამოიყენება mutatis mutandis რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობისა და აღსრულების პროცედურებზე, გარდა -

ა) 23-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, განცხადებასა და რეგისტრაციაზე შეიძლება უარი ითქვას მხოლოდ ამ მუხლის მე-4  პუნქტის ა) ქვეპუნქტში მოცემული საფუძვლით;

ბ) 23-ე (6)  მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ან გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება დაეფუძნოს მხოლოდ შემდეგს -

i) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს;

ii) ამ მუხლის მე-3  პუნქტში განსაზღვრული დოკუმენტების ავთენტურობასა და საჭირო დოკუმენტების სრული პაკეტის არსებობის საკითხს.

გ) 24-ე (4)  მუხლით გათვალისწინებულ პროცედურასთან დაკავშირებით, კომპეტენტურ ორგანოს უფლება აქვს საკუთარი ინიციატივით განიხილოს ცნობისა და აღსრულებაზე უარის თქმის ის საფუძვლები, რომლებიც მოცემულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის ა) ქვეპუნქტში. მას უფლება აქვს განიხილოს ამ მუხლის მე-4  პუნქტში მოცემული ყველა საფუძველი და მე-3  პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი ნებისმიერი დოკუმენტის ნამდვილობის საკითხი ან საქმისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის წარმოდგენის საკითხი, თუ ამას მოითხოვს მოპასუხე, ან თუ ამ საფუძვლებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშობა თავად დოკუმენტების ფორმიდან გამომდინარე.

6. რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობისა და აღსრულების საკითხზე საქმისწარმოების პროცესი შეჩერდება, თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოში მიმდინარეობს ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა.

7. სახელმწიფოს უფლება აქვს 63-ე მუხლის შესაბამისად გააკეთოს დეკლარაცია, რომ რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობისა და აღსრულების შესახებ მოთხოვნა შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ცენტრალური ორგანოების მეშვეობით.

8. ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, 62-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული დათქმის მეშვეობით დაიტოვოს უფლება, არ განახორციელოს რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობა და აღსრულებ