1. ამ თავის დებულებების მიხედვით, გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე.

2. გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს შესაძლოდ მოკლე ვადაში.

3. ცენტრალური ორგანოს მეშვეობით მომართვის განხორციელების შემთხვევაში, V თავის მიხედვით, როდესაც მოხდება თხოვნის გამომგზავნი სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა ან სააღსრულებო პროცედურების დაწყების მიზნით გადაწყვეტილების დარეგისტრირება, ამ შემთხვევაში სააღსრულებო პროცედურები უნდა დაიწყოს კრედიტორის დამატებითი მომართვის საჭიროების გარეშე.

4. საალიმენტო ვალდებულების შესრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;

5. ნებისმიერი ხანდაზმულობის ვადა, რომლის განმავლობაშიც შეიძლება დავალიანების გადახდევინება, უნდა განისაზღვროს გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, ან რომლისთვისაც ხდება ამ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მიმართვა, იქიდან გამომდინარე, თუ რომელი მათგანი ითვალისწინებს უფრო ხანგრძლივი ხანდაზმულობის ვადა