1. ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობაში უნდა იყოს გათვალისწინებული ეფექტური ზომები წინამდებარე კონვენციის ფარგლებში გადაწყვეტილებების აღსასრულებლად.
2. ეს ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
ა) ხელფასის დაკავება;
ბ) საბანკო ანგარიშებზე და სხვა ფინანსურ წყაროებზე ყადაღის დადება;
გ) სოციალური უზრუნველყოფის გადასახადიდან დაქვითვა;
დ) ქონების დაყადაღების ან იძულებითი რეალიზაციის უფლების გამოყენება;
ე) დღგ-ს დაბრუნებული თანხის დაკავება;
ვ) საპენსიო შემწეობის დაკავება ან დაყადაღება;
ზ) საკრედიტო ანგარიშების ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდება;
თ) სხვადასხვა ლიცენზიის (მაგალითად, მართვის მოწმობის) ჩამორთმევა, შეჩერება ან გაუქმება;
ი) ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით მედიაციის, მორიგების ან მსგავსი პროცესების გამოყენებ