1. უფლებამოსილი პირი ყოველი სააღსრულებო მოქმედების განხორციელების შესახებ ადგენს ოქმს, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ოქმის შედგენის ადგილსა და დროს;

ბ) უფლებამოსილი პირის ვინაობას;

გ) იმ პირების ვინაობას, რომლებიც ესწრებოდნენ სააღსრულებო მოქმედებას;

დ) სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დასახელებას, რომლის მიხედვითაც წარმოებს აღსრულება;

ე) დაინტერესებული და ვალდებული მხარეების ვინაობას;

ვ) სააღსრულებო მოქმედების დასახელებას.

2. ოქმს ხელს აწერენ უფლებამოსილი და სააღსრულებო მოქმედების მონაწილე სხვა მხარეები. ხელის მოწერაზე უარის თქმა აღინიშნება ოქმში.

3. სააღსრულებო მოქმედება შესაძლებელია, დაფიქსირდეს ფოტო ან ვიდეოფირზე, აღნიშნულ პროცესში მონაწილე მხარეთა პერსონალური მონაცემების დაცვის პრინციპის გათვალისწინები