1. მე-10 (1) მუხლის ა) და ბ) ქვეპუნქტებითა და მე-20 (4)  მუხლით გათვალისწინებული საქმეების მიზნებისათვის, გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობისათვის ტერმინი „კრედიტორი“ მოიცავს იმ საჯარო ორგანოს, რომელიც მოქმედებს იმ პირის ნაცვლად, რომლის მიმართაც არსებობს საალიმენტო ვალდებულება, ან რომელმაც კრედიტორის სასარგებლოდ ალიმენტის გადაუხდელობის გამო გასწია ხარჯი.

2. საჯარო ორგანოს მიმართ, რომელიც მოქმედებს  იმ პირის ნაცვლად, რომლის სასარგებლოდაც არსებობს საალიმენტო ვალდებულება, ან რომელსაც სურს ალიმენტის გადაუხდელობის გამო გაწეული ხარჯის  ანაზღაურება, გამოიყენება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება ეს ორგანო.

3. საჯარო ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს შემდეგი სახის გადაწყვეტილების ცნობა ან აღსრულება:

ა) გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მოვალის წინააღმდეგ იმ საჯარო ორგანოს სარჩელის საფუძველზე, რომელმაც კრედიტორზე ალიმენტის გადაუხდელობის გამო  გასწია ხარჯი.

ბ) კრედიტორსა და მოვალეს შორის მიღებული გადაწყვეტილება ალიმენტის გადაუხდელობის გამო გაწეული ხარჯების ფარგლებში იმ მოცულობით, რა ოდენობის ხარჯიც იქნა გაწეული  კრედიტორზე  ალიმენტის  გადაუხდელობის გამო.

4. საჯარო ორგანომ, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების ცნობას ან აღსრულებას, მოთხოვნის შემთხვევაში უნდა წარადგინოს  ნებისმიერი საჭირო დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია, ამ მუხლის მე-2  პუნქტით განსაზღვრული მისი უფლების განხორციელებისთვის და იმის დასადასტურებლად, რომ კრედიტორზე გაწეულ იქნა ხარჯი.

თავი VIII. ზოგადი დებულებე