როდესაც გადაწყვეტილება გამომდინარეობს ერთ სახელმწიფოში მიღებული შუალედური გადაწყვეტილებისა და მეორე სახელმწიფოში („თანხმობის გამცემ სახელმწიფოში“)  მიღებული გადაწყვეტილების ერთობლივი მოქმედების შედეგად –

ა) თითოეული ეს სახელმწიფო, წინამდებარე თავის მიზნებისათვის უნდა ჩაითვალოს გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოდ;

ბ) 22-ე მუხლის ე) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა ჩაითვლება დაკმაყოფილებულად იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხეს სათანადოდ ეცნობა პროცესის თაობაზე დამადასტურებელ სახელმწიფოში და მიეცა შესაძლებლობა შეწინააღმდეგებოდა შუალედური გადაწყვეტილების დადასტურებას;

გ) მე-20 (6)  მუხლის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება უნდა ექვემდებარებოდეს აღსრულებას, დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ ეს გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას იმ სახელმწიფოში, რომელმაც მიიღო დროებითი ზომების განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილება; და

დ) მე-18 მუხლით გათვალისწინებული დებულებები ხელს არ უშლის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის საკითხზე პროცედურების დაწყებას რომელიმე ამ ქვეყანაში.

თავი VI. თხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულე