1. მიუხედავად 23-ე მუხლის მე-2-11  პუნქტებით განსაზღვრული წესისა, სახელმწიფოს უფლება აქვს გააკეთოს დეკლარაცია 63-ე მუხლის შესაბამისად, რომ ის გამოიყენებს ამ მუხლით განსაზღვრულ წესებს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზე.

2. როდესაც გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობა დაყენებულია ცენტრალური ორგანოს მეშვეობით, III თავის შესაბამისად, თხოვნის მიმღები ცენტრალური ორგანო დაუყოვნებლივ განახორციელებს ერთ-ერთ შემდეგ ქმედებას -

ა) შუამდგომლობას გადასცემს მისი განხილვისათვის უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ცნობისა და აღსრულების საკითხზე; ან

ბ) თუ ის თავად წარმოადგენს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის უფლებამოსილ ორგანოს, მაშინ გადაწყვეტილებას მიიღებს თავად.

3. ცნობისა და აღსრულების საკითხზე გადაწყვეტილება უფლებამოსილმა ორგანომ უნდა  მიიღოს მას შემდეგ, რაც მოპასუხეს სათანადოდ და ოპერატიულად ეცნობება მიმდინარე საქმისწარმოების შესახებ და ორივე მხარეს მიეცემა სამართალწარმოების პროცესზე სათანადო წარმომადგენლობის შესაძლებლობა.

4. უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია 22-ე მუხლის ა), გ) და დ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ცნობისა და აღსრულების საკითხზე დადგენილ უარის თქმის საფუძვლებს გადახედოს საკუთარი ინიციატივით. მას შეუძლია განიხილოს  ნებისმიერი საფუძველი, რომელიც ჩამოთვლილია მე-20, 22-ე მუხლებსა და 23-ე მუხლის (7) გ) ქვეპუნქტში, თუ ამას მოითხოვს მოპასუხე ან თუ ეს საფუძვლები წარმოიშობა 25-ე მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტების ნიადაგზე.

5. უარი გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულების მოთხოვნაზე შეიძლება ასევე დაეფუძნოს ვალდებულების უკვე შესრულების ფაქტს, როდესაც დავალიანება უკვე გადახდილია, აღნიშნული ცნობისა და აღსრულების მოთხოვნის ფარგლებში, და რომლის მიხედვითაც ეს საალიმენტო დავალიანება უნდა გასტუმრებულიყო წარსულში.

6. არცერთი სახის საჩივარი, თუ ასეთი რამე დაშვებულია თხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობით, არ აჩერებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს, თუკი არ არსებობს გამონაკლისი გარემოებები.

7. გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება და, ასევე, მათ შორის ნებისმიერი საჩივრის საკითზე გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს  მაქსიმალურად მოკლე ვადაშ