1. ხელშემკვრელი სახელმწიფო ცნობს და აღასრულებს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას („გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო“), თუ -

ა) სამართალწარმოების/ საქმისწარმოების დაწყების მომენტისათვის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო წარმოადგენდა მოპასუხის ჩვეულ  საცხოვრებელ ადგილს;

ბ) მოპასუხე აშკარად ეთანხმება იურისდიქციის განხორციელებას, ან პირველივე შესაძლებლობისთანავე იურისდიქციის საკითხის სადავოდ გახდის გარეშე იღებს მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში;

გ) სამართალწარმოების/ საქმისწარმოების დაწყების მომენტისათვის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო წარმოადგენდა კრედიტორის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს;

დ) სამართალწარმოების/ საქმისწარმოების დაწყების მომენტისათვის გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფო წარმოადგენდა იმ ბავშვის ჩვეულ ადგილსამყოფელს, რომლის სასარგებლოდაც არის საალიმენტო ვალდებულების თაობაზე გადაწყვეტილება გამოტანილი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ცხოვრობდა ბავშვთან ერთად იმავე სახელმწიფოში და უზრუნველყოფდა ბავშვის რჩენას;

ე) იურისდიქციის საკითხთან დაკავშირებით მხარეებს შორის იყო წერილობითი შეთანხმება, გარდა ბავშვის რჩენის ვალდებულების საკითხთან დაკავშირებული დავებისა; ან

ვ) გადაწყვეტილება მიიღო იმ ორგანომ, რომელიც ახორციელებდა იურისდიქციას პირადი სტატუსის/ქორწინების სტატუსის ან მშობლის პასუხისმგებლობის საკითხზე, თუკი ეს იურისდიქცია არ ეფუძნებოდა მხოლოდ ერთ-ერთი მხარის მოქალაქეობას.

2. ამ მუხლის 1-ელი  პუნქტის „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს დათქმა 62-ე მუხლის შესაბამისად.

3. ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომელიც აკეთებს დათქმას მე-2 პუნქტის მიხედვით, უნდა ცნოს და აღასრულოს გადაწყვეტილება, თუ მისი კანონმდებლობით, მსგავს ფაქტობრივ გარემოებებში, ასეთი გადაწყვეტილების მიღების იურისდიქცია გადაეცა ან გადაეცემოდა მის ორგანოებს.

4. მე-2  პუნქტით გათვალისწინებული დათქმის გაკეთების შედეგად, თუ გადაწყვეტილების ცნობა შეუძლებელია და მოვალე ცხოვრობს ამ სახელმწიფოში, მაშინ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა კრედიტორის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად.  აღნიშნული არ ვრცელდება მე-19 (5)  მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხზე  კომპეტენტური ორგანოსათვის უშუალო მიმართვის შემთხვევებზე და მე-2 მუხლის (1) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მხარდაჭერის მოთხოვნაზე.

5. 18 წლამდე ასაკის ბავშვის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის ცნობაც ვერ მოხდება თხოვნის მიმღებ სახელმწიფოში, მხოლოდ ამ მუხლის 1-ელი  პუნქტის „გ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტებით წარმოდგენილი დათქმის გამო, მიღებული უნდა იქნეს  იმგვარად, რომ  ადგენდეს აღნიშნული ბავშვის უფლებას ალიმენტის მიღებაზე იმ სახელმწიფოში, რომელსაც გაეგზავნა ასეთი მოთხოვნა.

6. გადაწყვეტილების ცნობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შესულია კანონიერ ძალაში გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოში და ის აღსრულდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ექვემდებარება აღსრულებას თავად ამ გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოშ