1. ორგანომ არ უნდა გაასაჯაროოს ან დაადასტუროს წინამდებარე კონვენციის გამოყენების პროცესში შეკრებილი ან გადაგზავნილი ინფორმაცია, თუ თვლის, რომ ამგვარმა ქმედებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას პირის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან თავისუფლებას.

2. ცენტრალური ორგანოს მიერ ასეთი საფრთხის არსებობის დადგენის შემთხვევაში, ეს ფაქტი მხედველობაში უნდა მიიღოს სხვა სახელმწიფოს ცენტრალურმა ორგანომაც, განსაკუთრებით ოჯახური ძალადობის საქმეებთან მიმართებაში.

ამ მუხლში მოცემულმა არცერთმა დებულებამ არ უნდა შეაფერხოს ინფორმაციის შეგროვებისა და გადაგზავნის პროცესი ორგანოების მიერ და ორგანოებს შორის იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია კონვენციით გათვალისწინებული მოვალეობების შესასრულებლა