მედიცინის მუშაკი და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო (საექიმო) საიდუმლო, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას მოითხოვს გარდაცვლილის ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი, სასამართლო, საგამოძიებო ორგანოები, ან ეს აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.
მუხლი 42
თავი V — სამედიცინო საქმიანობა
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ბს-962(კ-19)
…დაცვის რეჟიმში გადაზრდას, აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ სააგენტოსთვის მიმართვა მის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობის კანონიერების შემოწმების შესახებ. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 42-ე მუხლის თანახმად, მედიცინის მუშაკი და სამედიცინო დაწესებულების ყველა თანამშრომელი მოვალეა დაიცვას სამედიცინო (საექიმო) საიდუმლოება.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, მუხლი 42. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29980/muxli-42/