1. ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებული არიან:
ა) დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში;
ბ) არასამუშაო ადგილზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას წერილობით ასახონ და დანიშნულებისამებრ გადასცენ ინფორმაცია გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ.
2. სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).
საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4133 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.509
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3094 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.07.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
…მიერ განმახორციელებელთან წარდგენილ ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში - „კალკულაციაში“ დაფიქსირებულია Ro, სამედიცინო დაწესებულების მიერ ჩატარებულია რენტგენოლოგიური კვლევა, რომლის დასკვნა ისტორიაში არ არის მითითებული. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებულნი არიან დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში.
საქმე №ბს-785(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.11.2022
…საექიმო საქმიანობის სუბიექტმა. სამედიცინო ჩანაწერების თითოეულ კურსუსზე წარმოდგენილია ექიმის გრაფა, რაც გულისხმობს, რომ სწორედ ექიმმა უნდა დაამოწმოს ჩანაწერების სისწორე და რელევანტურობა, ეს მის კომპეტენციას წარმოადგენს. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებული არიან დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში;
საქმე №ბს-81(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.09.2021
საკასაციო პალატა მიუთითებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებული არიან დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში.
საქმე №2კ-900აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.04.2021
მ-ე 2004 წლის 23 აპრილს ასრულებდა ხსენებული დაწესებულების მორიგის მოვალეობას, რა დროსაც დაარღვია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 45-ე მუხლის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის №--…
საქმე №ბს-1099(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
…განსახილველ შემთხვევებში, სააგენტო არ შედავებია მიმწოდებელს, რომ არასწორად შეარჩია მკურნალობის მეთოდი. პრეტენზია იმ ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ პაციენტის დიაგნოზი ურთიერთშეუსაბამოდ არის გადმოცემული. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის თანახმად, ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებულნი არიან, დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში.
მუხლი 9— 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
მუხლი 70— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 15— საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“, მუხლი 43. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29980/muxli-43/