ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-42/ნ |
|
2014 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი |
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს: |
ა)
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმები (დანართი №1); |
ბ)
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების შევსების წესი (დანართი №2); |
გ)
პაციენტის განცხადება ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში ჩართვის შესახებ (დანართი №3). |
2.
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის ფარგლებში ჩართვის მიზნით წარმოდგენილ უნდა იქნეს: |
ა)
პაციენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
ბ)
ცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა ან/და ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმის არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. |
3.
ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის ფარგლებში პაციენტის ჩართვის შემთხვევაში, ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ფორმებს დამატებით უნდა დაერთოს: |
ა)
პაციენტის განცხადება ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში ჩართვის შესახებ (დანართი №3); |
ბ)
პაციენტთან დადებული ხელშეკრულება (ფორმა შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირთან - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრთან). |
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. |
|
ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს: |
ა) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმები (დანართი №1); |
ბ) ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის ფარგლებში გამოსაყენებელი დოკუმენტაციის ფორმების შევსების წესი (დანართი №2); |
გ) პაციენტის განცხადება ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში ჩართვის შესახებ (დანართი №3). |
2. ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის ფარგლებში ჩართვის მიზნით წარმოდგენილ უნდა იქნეს: |
ა) პაციენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; |
ბ) ცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV-100/ა ან/და ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმის არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი. |
3. ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამით მკურნალობის ფარგლებში პაციენტის ჩართვის შემთხვევაში, ამ ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციის ფორმებს დამატებით უნდა დაერთოს: |
ა) პაციენტის განცხადება ნარკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში ჩართვის შესახებ (დანართი №3); |
ბ) პაციენტთან დადებული ხელშეკრულება (ფორმა შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირთან - ნარკომანიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკისა და პროგრამების მართვის ცენტრთან). |
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო |