ამ დადგენილებით დამტკიცებული პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამის (დანართი №17.1) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით (სოფლის ექიმი) გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებლად 2022 წლის 1 მარტიდან განისაზღვრება ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი (შემდგომ ტექსტსა და დანართებში − ჰოლდინგი), რომელიც მომსახურებას, გარდა მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული – სოფლის ექიმის, სოფლის ექთნის/ფერშლის მეშვეობით.
2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 24.11.2022
მუხლი 9
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2022. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/01/2022.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 9, №4, 12.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023211 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5352433/muxli-9/