ა) ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისთვის შესაბამისი სერვისების მიწოდებისას განკუთვნილი მედიკამენტის გაცემა/მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში, ამავე სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, გათავისუფლდეს ფორმა 3 რეცეპტით გაცემის ვალდებულებისაგან;
ბ) ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ბენეფიციარებისათვის, შესაძლებლობის შესაბამისად, სერვისების მიწოდება დროებითი ღონისძიების სახით შესაძლებელია, განხორციელდეს დისტანციური წესით მიმწოდებლის მიერ განმახორციელებელ დაწესებულებასთან შეთანხმებული ფორმატით;
გ) ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებზე (მ. შ., იზოლაციაში (კარანტინი/თვითიზოლაცია) მყოფებზე) სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მედიკამენტის გადაცემა/მიწოდება, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს განმახორციელებელი დაწესებულების მიერ შემუშავებული გამარტივებული მექანიზმების გამოყენებით;
დ) საჭიროების შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული მედიკამენტის გადაცემა/მიწოდება, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, განხორციელდეს საქართველოში მყოფ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით მოკლებულნი არიან საქართველოს ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა