1. პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფენ:

ა) სამინისტრო;

ბ) სააგენტო;

გ) ცენტრი;

დ) სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – გადაუდებელი დახმარების ცენტრი).

ე) ააიპ –საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი (შემდგომ ტექსტსა და დანართებში – ჰოლდინგი).

2. ამ მუხლით გათვალისწინებული პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია პროგრამის განხორციელების/ადმინისტრირების მიზნით, პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმებისას ისარგებლოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზი