განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210015763057 (№2ბ/5394-17)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე _ ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი _ ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი _ სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ი
წარმომადგენელი - თ----- კ------ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ----- კ------–---–ი
წარმომადგენელი - გ------- უ------–---–ი
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; ამავე სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
2. გასაჩივრებული სასამართლო აქტების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ----- კ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის 2015 წლის 2 მარტის ბრძანება №----; მოსარჩელე ნ----- კ------–---–ი აღდგენილ იქნეს სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის ად----------–----–--------------–-----ის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ს დაეკისრა მოსარჩელე ნ----- კ------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის 2 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 2100 ლარის ოდენობით;
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სასამართლოს მითითებით, 2015 წლის 26 მარტს ნ----- კ------–---–მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ მოსარჩელე ნ----- კ------–---–ი 2013 წლის 14 იანვრიდან მუშაობდა სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------– ც------ში ად----------–----–--------------–-----ის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
2014 წლის აგვისტოში ც------ში განხორციელდა ცვლილებები, გათავისუფლდა იმ დროს მოქმედი დირექტორი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა გ------- მ------–ი, რომელიც ნ----- კ------–---–ს აიძულებდა დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე.
წლის 24 თებერვალს ნ----- კ------–---–მა მიიღო გაფრთხილება შრომითი ურთიერთობის მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე.
2015 წლის 2 მარტს კი N---- ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო” ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც ითვალისწინებს სხვა ობიექტური გარემოების გამო დასაქმებულის გათავისუფლებას.
2015 წლის 17 აპრილს. მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
2016 წლის 22 იანვარს დაინიშნა სასამართლო მოსამზადებელი სხდომა, რომლის თაობაზეც მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინებები, მის მიერ შესაგებელში მითითებულ მისამართზე ორჯერ, სასამართლოში დაბრუნდა შეტყობინება, რომ მითითებულ მისამართზე ადრესატი არ დახვდათ.
2016 წლის 22 იანვრის სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
აღნიშნულ საქმეზე 2016 წლის 22 იანვარს 10:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა და მხარეები სხდომაზე მოწვეული იქნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხე სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის წარმომადგენელს თ----- ბ-------ეს სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ ეცნობა 2015 წლის 2 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, რაც დასტურდება სასამართლო უწყებაზე (ხელწერილი) მისი ხელმოწერით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 127).
2016 წლის 22 იანვარს 10:00 საათზე დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა გ------- უ------–---–მა მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა სასამართლომ დააკმაყოფილა, რადგან საქმეში არ იყო არც ერთი მტკიცებულება მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და გააკეთა დასკვნა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე, 38-ე, 32-ე მუხლების თანახმად, ეს გარემოებები ამართლებენ იურიდიულად მოსარჩელის მოთხოვნას, ამასთან, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობის საფუძველი, აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში დამტკიცებულად ითვლება სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მოსამზადებელ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით. სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. აღნიშნულის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის 2015 წლის 2 მარტის ბრძანება №----; მოსარჩელე ნ----- კ------–---–ი აღდგენილ იქნეს სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის ად----------–----–--------------–-----ის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე; სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ს დაეკისრა მოსარჩელე ნ----- კ------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის 2 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 2100 ლარის ოდენობით;
გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
2016 წლის 22 იანვარს სასამართლო სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. 2016 წლის 22 იანვარს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ----- კ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და:
ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის 2015 წლის 2 მარტის ბრძანება №----;
მოსარჩელე ნ----- კ------–---–ი აღდგენილ იქნა სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის ად----------–----–--------------–-----ის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე;
სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ს დაეკისრა მოსარჩელე ნ----- კ------–---–ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის 2 მარტიდან სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 2100 ლარის ოდენობით;
მოპასუხე სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის წარმომადგენელმა თ----- ბ-------ემ 2016 წლის 17 თებერვალს საჩივარი შემოიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საჩივრის ავტორმა საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ მოპასუხე სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზად და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ პირის ავადმყოფობაზე, რომელიც იმჟამად ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. თავად, წარმომადგენლის, თ----- ბ-------ის განმარტებით, რაც საჩივარში და, შემდგომ სასამართლოს სხდომებზე მიუთითა, 2016 წლის 22 იანვარს, ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, ვინაიდან სხდომა დანიშნული იყო დილის 10 საათზე და სხვა წარმომადგენლის სასამართლოში გაგზავნა ვერ მოხერხდებოდა, დილით იგი გამოცხადდა სამუშაო ადგილზე (სამსახურში), საიდანაც 9-დან 10 საათამდე დროის შუალედში გაემგზავრა სასამართლოში სხდომაზე მონაწილეობის მიღების მიზნით. გზად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც იძულებული გახდა, მიემართა უახლოესი სამედიცინო დაწესებულებისათვის. სამედიცინო დაწესებულებაში გამოცხადდა დაახლოებით 10-დან 11 საათამდე დროის მონაკვეთში. ექიმთან ვიზიტის შედეგად, დაუდგინეს მწვავე ვირუსული ინფექცია და დაენიშნა ამბულატორიული რეჟიმით მკურნალობა. აღნიშნულის გამო, მან ვერ შეძლო სხდომაზე გამოცხადება და სასამართლოსა და მარწმუნებლის დროული ინფორმირება (იხ. საჩივარი ტომი 1, ს.ფ.137; 08.04.2016წ. სხდომის ოქმი, საუბრის დროს 13:08:03). თ----- ბ-------ემ საჩივრის განხილვის მიზნით დანიშნულ სხდომაზე ასევე განმარტა, რომ ექიმთან ვიზიტის შემდეგ, რაც შეიტყო, რომ იყო ჩვეულებრივი ვირუსი და არა უფრო მძიმე დაავადება, დაბრუნდა სამსახურში (08.04.2016წ. სხდომის ოქმი, საუბრის დროს 13:06:06). ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა 2016 წლის 26 იანვრიდან (იხ. საჩივარი, ტომი 1 ს.ფ. 137).
სასამართლომ განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ დასახელებული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს სამი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს ავადმყოფობით ან განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული ავადმყოფობა ან განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას (ეს უკანასკნელი შეფასების ობიექტს განეკუთვნება და იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა); 3. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადასტურების მიზნით, საჩივრის ავტორმა წარმოადგინა შპს "ს------–---- ჰ---–------ 2--ის" მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელი, რომლის თანახმად, თ----- ბ-------ეს 2016 წლის 22 იანვარს დაუდგინდა მწვავე რესპირატორული ვირუსი, ამბულატორიული რეჟიმით, დროებითი შრომისუუნარობა გაგრძელდა 2016 წლის 25 იანვრის ჩათვლით (ს.ფ.139).
მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, შპს "ს------–---- ჰ---–------ 2--დან" გამოთხოვილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საავადმყოფო ფურცელზე ხელმომწერი პირი, ი--------–------ არის დაწესებულების დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია საავადმყოფო ფურცლის გახსნაზე, საავადმყოფო ფურცელი გახსნილია წესების დაცით (ს.ფ.215), ამავე მასალების (ამონაწერი ,,მე--------------’’ (შიდა პროგრამა)), თანახმად, საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მან ექიმს მიმართა 2016 წლის 22 იანვარს დილის 10-დან 11 საათამდე დროის მონაკვეთში, როდესაც სასამართლოში გზად მიმავალს გაუუარესდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რეალურად, თ----- ბ-------ე ოჯახის ექიმთან ვიზიტის მიზნით რეგისტრაციაში გატარდა 2016 წლის 22 იანვრის 16:57 საათზე, ხოლო ექიმთან ვიზიტის დრო არის 17:00 საათი (ს.ფ.215-219).
აღნიშნული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდება 2015 წლის 22 იანვარს, დილის 10:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე წარმომადგენლის გამოცხადებისა და აღნიშნულის თაობაზე მარწმუნებლის და/ან სასამართლოს ინფორმირების შეუძლებლობა. აღნიშნული დასკვნის გაკეთებისას სასამართლო მხედველობაში იღებს ასევე, თავად წარმომადგენლის განმარტებას იმის თაობაზე, რომ დილით, 9 საათზე იგი იმყოფებოდა სამსახურში. შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეცნობებინა მარწმუნებლისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სასამართლო პროცესზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე, მოპასუხე მხარის, რომელიც არის იურდიული პირი, სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით საქმის განხილვაში მონაწილეობის, ან სასამართლოს შეტყობინების მიზნით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 22 იანვარს, საღამოს 17 საათზე გახსნილი საავადმყოფო ფურცელი, ისეთ პირობებში, როდესაც წარმომადგენელი დილის საათებში იმყოფებოდა სამსახურში, არ ადასტურდებს 2015 წლის 22 იანვარს დილის 10:10 საათზე გამართულ სასამართლოს სხდომაზე მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს ან/და მხარის ინფორმირების შეუძლებლობას, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა.
ამდენად, სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის დასაბუთება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განახლების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმის განხივლის დროს არასწორი შეფასება მისცა შპს "ს------–---- ჰ---–------ 2-"-ის მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელს, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ადგილი ჰქონდა საპატიო მიზეზს, რის გამოც მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ შეძლო სასამართლოს სხდომაზე დროული გამოცხადება და სასამართლოს ინფორმირება.
მოპასუხის წარმომადგენელი, თ----- ბ-------ე საჩივარში აღნიშნავდა, რომ იგი სასამართლო სხდომაზე დასასწრებად წავიდა გონივრულ დროს, თუმცა გზად მიმავალს გაუუარესდა მდგომარეობა, დაეწყო სპაზმური ხველა, საერთო სისუსტე, პირღებინება და სხვა, ბოლო დროს ქვეყანაში გახშირებული ვირუსული ინფექციით დაავადების შიშით ჩავარდა პანიკაში და მიმართა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც დაუდგინდა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია და დაენიშნა ამბულატორიული რეჟიმი. სასამართლოს არ მიუღია მხედველობაში ის გარემოება, რომ მოპასუხის წარმომადგენლის განსაკუთრებული შიში განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ სულ რამდენიმე თვე იყო რაც დაოჯახდა და არსებობდა მისი ორსულობის ალბათობა, რა დროსაც ვირუსულ დაავადებას შესაძლოა მოყოლოდა მძიმე შედეგი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ) მიხედვით სასამართლომ მიიჩნია, რომ "2015 წლის 22 იანვარს საღამოს 17 საათზე გახსნილი საავადმყოფო ფურცელი, ისეთ პირობებში, როდესაც წარმომადგენელი დილის საათებში იმყოფებოდა სამსახურში, არ ადასტურებს 2015 წლის 22 იანვარს დილის 10:10 საათზე გამართულ სასამართლოს სხდომაზე მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს ან/და მხარის ინფორმირების შეუძლებლობას. სასამართლო არ იღებს მხედველობაში იმ გარემოებას, რომ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოცემული საავადმყოფო ფურცელი ადასტურებდა მოპასუხის წარმომადგენლის ავადმყოფობას 2015 წლის 22 იანვარს, რისთვისაც მას განესაზღვრა ამბულატორიული რეჟიმი 2016 წლის 22 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ სასამართლო პროცესი ჩანიშნული იყო დილის 10:00 საათზე, ხოლო ექიმთან ვიზიტი ფიქსირდება 16:59 საათზე, არ ნიშნავს იმას, რომ დილის საათემში მოპასუხე არ იყო შეუძლოდ და მისი ავადმყოფობა არ იყოს საკმარისი პირობა იმის, რომ ვერ შეძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება.
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს არც მოპასუხის წარმომადგენლის, თ----- ბ-------ის განმარტება მიუღია მხედველობაში, რომელმაც საჩივრის განხილვის პირველივე სხდომაზე აღნიშნა, რომ საავადმყოფოში მისულს დახვდა რიგები, რის გამოც გაჭიანურდა მისი ვიზიტი ექიმთან.
აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მოპასუხის ფსიქოემოციური მდგომარეობა, კერძოდ, ის გარემობა, რომ თ----- ბ-------ე რამდენიმე თვე იყო რაც დაოჯახდა და როგორც სხვას, ნებისმიერ ამ სტატუსში მყოფ მდედრობითი სქესის ადამიანს, მასაც წარმოეშობა ის ბუნებრივი გრძნობები და ემოციები, რომელიც დაკავშირებულია დედობის მოლოდინთან. შესაბამისად, მას შესაძლებელია მომეტებული მგრძნობელობით განეცადა ის შიში, რომელიც თან სდევს ორსულობის დროს ვირუსულ ინფექციებს.
სასამართლოს, ასევე არ მიუღია მხედველობაში 2016 წლის 22 იანვრის მდგომარეობით საქართველოში გავრცელებული ვირუსული ინფექციების გავრცელების მდგომარეობა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სა---–-–-----------------–---------------------–---------------------–---------------–-------------------------------------–---------------------------------------–----- ე---------–- ც------ის და სხვა საჯარო წყაროების მიერ დაანონსებული იყო სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც: "ბოლო მონაცემებით, გრიპის ვირუსით საქართველოში 15 ადამიანია გარდაცვლილი. ლაბორატორიაულად დადასტურებულია გრიპის ოთხასამდე შემთხვევა. ლეტალურად დასრულდა 15 შემთხვევა, აქედან 14- H1N1-ის შედეგად და ერთი - H3N2-ით." (http://www.i---------------- და ტელეკომპანია "------", დილის ქრონიკაში გადმოცემული ინფორმაცია/ 14.02.2016. 11:00 სთ.). აგრეთვე, აღსანიშნავი იყო ვირუსის გავრცელებისა და სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით, სასკოლო და სკოლამდელ დაწესებულებებში სწავლის/აღმზრდელობითი პროცესების შეჩერების ფაქტები და სხვა.
აპელანტი განმარტავს, რომ ნათელია მოპასუხის წარმომადგენლის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, რომელიც იმ დროს გამოწვეულმა ვირუსული ინფექციების ფონმა განაპირობა. მისი ემოციური მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ აფექტურ მდგომარეობასაც, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს შემამსუბუქებელ გარემოებასაც. მოცემულ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ც------ი არ იყო და ვერც იქნებოდა ინფორმირებული თავისი წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების შესახებ, რის გამოც ც------ს ან მის წარმომადგენელს მაშინვე არ შეეძლო სასამართლოს ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე, რამაც მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოიწვია. შესაბამისად, საქმის გარემოებების ერთობლივი შეფასებით ნათელია, რომ თ. ბ-------ემ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების და პანიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო დროულად მოეხდინა როგორც ც------ის, ასევე, სასამართლოს ინფორმირება.
აპელანტის განმარტებით, მტკიცებულება შპს "ს------–---- ჰ---–------ 2--დან" გამოითხოვა სასამართლომ თავისი ინიციატივით, და არა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, რითიც დარღვეულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - შეჯიბრებითობის პრინციპი.
აპელანტის მითითებით, სსსკ–ის 241–ე მუხლის თანახმად, „დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.” ე.ი. ამ მუხლის რედაქციიდან ერთმნიშვნელოვნად იკვეთება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მთავარი კრიტერიუმი, რომელსაც კანონმდებელი, მისი ნების განმარტების მიხედვით, უკავშირებს „საპატიო მიზეზის” არსებობას და გამოუცხადებელი მხარის სუბიექტური დამოკიდებულების სტანდარტს – კეთილსინდისიერებას, აღნიშნულის შესახებ თავის დროული ანუ წინასწარი შეტყობინების შეუძლებლობის ფაქტს.
სასამართლოს მოეხსენება, რომ მოპასუხე მხარე – სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ი, კერძოდ, მისი წარმომადგენელი, თ----- ბ-------ე დროულად გამოცხადდა ამავე საქმეზე ჩატარებულ 2015 წლის 2 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, რაც დადასტურებულია კიდეც სასამართლო უწყებაზე (ხელწერილზე) მისი ხელმოწერით. აგრეთვე, გვინდა სასამართლოს ვაცნობოთ ისიც, რომ ც------ი, თბილისის საქალაქო სასამართლოში აწარმოებს არაერთ შრომით დავას, რომლებთან დაკავშირებითაც გამართულ სასამართლო სხდომებზე (როგორც მოსამზადებელზე, ისე მთავარზე) მისი (წარმომადგენლის) დაგვიანებას ან გამოუცხადებლობას (მათ შორის, საპატიო მიზეზითაც) ადგილი არ ჰქონია. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის წარმომადგენლის ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესება გახდა მიზეზი იმის, რომ წარმომადგენელმა სასამართლოსკენ მიმავალ გზაზე შეიცვალა მიმართულება და მიმართა უახლოეს სააავამდყოფოს და ამის ინფორმირებაც ვერ შეძლო ც------ისა თუ სასამართლოსთვის. მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი საავადმდყოფო ფურცელიც, რომლის მიხედვითაც 2016 წლის 22 იანვარს დაუდგინდა მწვავე რესპირატორული ინფექცია და ამისთვის განესაზღვრა ამბულატორიული რეჟიმი 25 იანვრამდე. სასამართლოსთვის არ უნდა ყოფილიყო გადამწყვეტი ექიმთან ვიზიტის ზუსტი დრო, ვინაიდან, ფაქტია, რომ იმ დღეს მოპასუხის წარმომადგენელი იყო შეუძლოდ.
საქმეში წარმოდგენილი საავადმყოფო ფურცელი გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, შესაბამისად სასამართლოს მხრიდან ასეთი დოკუმენტის ვალიდურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 43-ე მუხლისა და ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანების მიხედვით დამტკიცებულია საავადმყოფო ფურცლის ფორმა და იგი გაიცემა მაშინ, როდესაც სახეზეა დროებითი შრომისუუნარობა. მოცემულ საქმეში რა დიაგნოზიც დაუსვევს თ. ბ-------ეს, იყო საკმარისი საფუძველი, რომ 4 დღით გაეხსნათ საავადმყოფო ფურცელი მისი შრომისუუნარობის შესახებ. რაც შეეხება პირდაპირ მითითებას სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე Nას-419-392-2010, სასამართლომ საპატიოდ მიიჩნია ასეთი მითითების არარსებობა.
მიგვაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ჩვენი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლომ უნდა შეამოწმოს ჩვენივე კეთილსინდისიერების ჭრილში, ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად. თუ საქმის მასალებიდან ჩანს, რომ ჩვენ განზრახ ვარიდებდით ან ვარიდებთ თავს სასამართლოში გამოცხადებასა და საპროცესო მოქმედებების შესრულებას, მაშინ სასამართლომ მეტად კრიტიკულად უნდა შეაფასოს ისინი (მტკიცებულებები). ჩვენს შემთხვევაში, ამდაგვარ განზრახულ ქმედებას, სასამართლოში გამოცხადებისაგან თავის არიდების შესახებ, ადგილი არ ჰქონია.
აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე–8 მუხლის მე–3 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას. ის კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს აკისრებს უფლებებისა და მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. „კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეული უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე” - აღნიშნა უზენაესმა სასამართლომ (საქმის ნომერი: ას-23-18-2011; თარიღი: 24.05.2011);
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ლოგიკურად უნდა შეაფასოს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ის მტკიცებულებები და არგუმენტაცია, რომლებიც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზებს შეეხება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისას გამართლებული და ახსნილი უნდა იქნეს მხარის გამოუცხადებლობა” (საქმის ნომერი: ას–1219–1463–05; თარიღი: 19.06.2006), ამასთან, ერთ–ერთ შემთხვევაში მხარის ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიუხედავად სამედიცინო ცნობაში მითითებული დიაგნოზისა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობაზე მასში არსებული შესაბამისი ჩანაწერის არ არსებობისა, უზენაესმა სასამართლომ მხარის გამოუცხადებლობა სასამართლო პროცესზე, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მიიჩნია საპატიოდ. (საქმის ნომერი: ას–419–392–2010; თარიღი: 27.09.2010) იგივე პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავის სხვა გადაწყვეტილებაშიც, რომლის მიხედვითაც: „ბავშვს ჰქონდა მწვავე რესპირატორული დავადება. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215–ე მუხლის თანახმად, ავადმყოფობა რადგან არის საპატიო მიზეზი და ამასთან, სახეზეა სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე შეტყობინების (იგულისხმება წინასწარი შეტყობინება) შეუძლებლობაც, შესაბამისად, არსებობს საფუძველი სსსკ–ის 241–ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის დადგომისათვის, ანუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლებისათვის.” (საქმის ნომერი: ას–629–937–09; თარიღი: 4.03.2010) ;
აპელანტის განმარტებით, მოულოდნელად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობით, შეეძლო თუ არა ც------ის წარმომადგენელს, თ. ბ-------ეს გამოცხადებულიყო სასამართლოში ან/და წინასწარ ეცნობებინა (მათ შორის, ც------ს) სასამართლოსთვის აღნიშნულის შესახებ? მოულოდნელად წარმოშობილი გარემოების მიხედვით, შეეძლო თუ არა ც------ს წინასწარ გამოეყო სხვა წარმომადგენელი? პირველ რიგში ეს უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ და არა მარტოოდენ ის, სამედიცინო ცნობა შეიცავდა თუ არა შესაბამის რეკვიზიტებს ანუ შესაბამისად ფორმალიზებული იყო თუ არა ის.
აპელანტი მიუთითებს პრეცედენტული გადაწყვეტილებას საქმეზე Nას-121-117-2016, სადაც სასამართლომ გააუქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ "დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნაც ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა "იძულებას", განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისთვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან/და არ ახორციელებეს თავის საპროცესო უფლებებს, რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესეი შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია)." ასევე, სასამართლომ აღნიშნა, რომ "არ შეიძლება სამართლის ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც შეეწინააღმდეგება კანონის ნებას და იმ მიზნებს, რომელთა მიღწევას უზრუნევლყოფს გამოსაყენებლი სამართლებრივი ნორმა. ამ მიზნის დადგენა ხშირ შემთხვევაში, მოითხოვს მის წაკითხვას სხვა ნორმებთან კავშირში, რომლებთან ერთადაც იგი წარმოადგენს სამართლებრივი მოწესრიგების მექანიზმს." შესაბამისად, მოცემულ საქმეში არსებული გარემოებების მიხედვით ნათელია, რომ ც------ს/მის წარმომადგენელს საქმის განხილვის ინტერესი არ დაუკარგავს და ადგილი ჰქონდა წარმომადგენლის ჯანმრთელობის მოულოდნელ გაუარესებას, რამაც გამოიწვია მისი შრომისუნარიანობის დაკარგვა, პანიკური და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვს გათვალისწინებული იყოს სასამართლო პროცესზე მოპასუხის გამოუცხადებლობასთან დაკავშირებული, ობიქტურად არსებული ფაქტობრივი გარემოებების საპატიო ხასიათი (მოგეხსენებათ, სამართალწარმოებაში ფაქტების მნიშვნელობის შესახებ) და მხარის კეთილსინდისიერების მხედველობაში მიღებით, მიღებული იქნეს გადაწყვეტილება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განხილვის განახლების შესახებ.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველ შემთხვევაში აპელანტი სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხს იმ საფუძველზე მითითებით, რომ სასამართლომ საქმის განხივლის დროს არასწორი შეფასება მისცა შპს "ს------–---- ჰ---–------ 2-"-ის მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცელს, რომელიც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ადგილი ჰქონდა საპატიო მიზეზს, რის გამოც მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ შეძლო სასამართლოს სხდომაზე დროული გამოცხადება და სასამართლოს ინფორმირება.
4.2. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მტკიცებას, რომ თ. ბ-------ემ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების და პანიკური მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო დროულად მოეხდინა როგორც ც------ის, ასევე, სასამართლოს ინფორმირება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის წარმომადგენელს თ----- ბ-------ეს 2016 წლის 22 იანვარს 10:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების დაცვით. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში არსებულ სასამართლო უწყებაზე მისი ხელმოწერით (ტომი 1, ს.ფ. 127). სხდომის თარიღის კანონით დადგენილი წესით შეტყობინების ფაქტს არც საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ.
2016 წლის 22 იანვრის სასამართლოს სხდომა გაიხსნა 10:10:57 საათზე (ტომი 1, ს.ფ.129). სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხის წარმომადგენელი და მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე სასამართლოსათვის რაიმე სახის ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა.
სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ----- კ------–---–ის სარჩელი სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის მიმართ დაკმაყოფილდა.
პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელს თ----- ბ-------ეს სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა 2016 წლის 22 იანვრის სასამართლო სხდომაზე ამდენად, მოპასუხე თ----- ბ-------ის სასამართლო სხდომაზე მიწვევა განხორციელდა სამოქალაქო საპროცესო კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ დილით, თ----- ბ-------ე 2016 წლის 22 იანვარს 9 საათზე იმყოფებოდა სამსახურში. რაც დასტურდება თავად მისი განმარტებით. შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეცნობებინა მარწმუნებლისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და სასამართლო პროცესზე შესაძლო გამოუცხადებლობის თაობაზე, მოპასუხე მხარის, რომელიც არის იურდიული პირი, სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით საქმის განხილვაში მონაწილეობის, ან სასამართლოს შეტყობინების მიზნით.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მტკიცებულება შპს "ს------–---- ჰ---–------ 2--დან" გამოითხოვა სასამართლომ თავისი ინიციატივით, და არა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დარღვეულია სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი - შეჯიბრებითობის პრინციპი.
სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს აკისრებს, რომელთა შეუსრულებლობა მხარეთათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ვინაიდან საჩივრის ავტორი აპელირებდა იმ გარემოებაზე, რომ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ავადმყოფობით, რასაც ადასტურებს შპს ,,ს------–---- ჰ---–------ 2-’’ -ის მიერ გაცემული საავადმყოფო ფურცლით. დავის არსებითად განხილვის პროცესში წამოიჭრა სადავო საკითხი, რომლის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების გამოტანისათვის. კერძოდ შპს ,,ს------–---- ჰ---–------ 2-’’-ის მიერ გაცემულ საავადმყოფო ფურცელზე არსებული ხელმოწერა შესრულებული იყო თუ არა ს------–---- დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ და თ----- ბ-------ის შპს ,,ს------–---- ჰ---–------ 2-’’-ისათვის მიმართვის ზუსტი დრო. ვინაიდან ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დადასტურება შეეძლო, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ზემოაღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ 2015 წლის 22 იანვარს, საღამოს 17 საათზე გახსნილი საავადმყოფო ფურცელი, ისეთ პირობებში, როდესაც წარმომადგენელი დილის საათებში იმყოფებოდა სამსახურში, არ ადასტურდებს 2015 წლის 22 იანვარს დილის 10:10 საათზე გამართულ სასამართლოს სხდომაზე მხარის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს ან/და მხარის ინფორმირების შეუძლებლობას, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების წინაპირობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საპროცესო ნორმების სრული დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს არც მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველიც.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება მათ და ასკვნის, რომ ისინი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ მ--–---–----–--- პ------------–- გ------------- ე---------–- ც------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე