1. ნებისმიერი განცხადება და მასთან დაკავშირებული დოკუმენტი უნდა იყოს შედგენილი მშობლიურ ენაზე და თან ახლდეს თარგმანი იმ სახელმწიფოს ოფიციალურ ენაზე, რომელსაც ეგზავნება თხოვნა, ან იმ ენაზე, რომელიც აქვს მითითებული ამ სახელმწიფოს 63-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული დეკლარაციის მეშვეობით, თუ სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო არ მიუთითებს, რომ ის არ ითხოვს თარგმანს.
2. იმ ხელშემკვრელმა სახელმწიფომ, რომელსაც აქვს ერთზე მეტი ოფიციალური ენა და რომელსაც, შიდა კანონმდებლობის გამო, არ შეუძლია თავის მთელ ტერიტორიაზე მიიღოს დოკუმენტები მხოლოდ ერთ ენაზე, 63-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დეკლარაციის მეშვეობით, უნდა განსაზღვროს ის ენები, რომელზეც ეს დოკუმენტები ან მათი თარგმანები უნდა შედგეს მისი ტერიტორიის განსაზღვრულ ნაწილებში წარსადგენად.
3. თუკი ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია ამ ორგანოებს შორის უნდა იყოს იმ სახელმწიფოს ენაზე, რომელსაც ეგზავნება შუამდგომლობა, ან ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე. თუმცა, ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია, 62-ე მუხლის შესაბამისად დათქმის საფუძველზე, უარი განაცხადოს ან ინგლისური ფრანგული ენის გამოყენებაზ