1. ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეულის მქონე იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, რომელშიც გამოიყენება სხვადასხვა სამართლის სისტემა, არ ეკისრება წინამდებარე კონვენციის გამოყენების ვალდებულება ისეთ სიტუაციებში, როდესაც ურთიერთობაში მონაწილეობენ მხოლოდ ეს ტერიტორიული ერთეულები.
2. სახელმწიფო, რომელიც შედგება ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეულისაგან და მის ტერიტორიაზე გამოიყენება სხვადასხვა სამართლებრივი სისტემები, მის რომელიმე ტერიტორიული ერთეულის კომპეტენტურ ორგანოს არ ეკისრება ვალდებულება, სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოდან მიღებული გადაწყვეტილება ცნოს ან აღასრულოს, მხოლოდ იმიტომ, რომ იგივე გადაწყვეტილება ამ კონვენციის ფარგლებში ცნო და აღასრულა ამავე სახელმწიფოს სხვა ტერიტორიული ერთეულის უფლებამოსილმა ორგანომ.
3. ეს მუხლი არ ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზ