(1) იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელშიც ორი ან მეტი სამართლებრივი სისტემაა ან სამართლის განსხვავებული ნორმები გამოიყენება სხვადასხვა ტერიტორიულ ერთეულში ოქმით რეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით -
ა) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოს კანონმდებლობაზე უნდა განიმარტოს, საჭიროებისამებრ, როგორც, მითითება შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში მოქმედ კანონმდებლობაზე;
ბ) ნებისმიერი მითითება ამ სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოზე ან საჯარო დაწესებულებაზე, საჭიროებისამებრ, უნდა განიმარტოს, როგორც მითითება თავად ამ ტერიტორიულ უფლებამოსილ ორგანოებზე, რომელიც მოქმედებს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;
გ) ნებისმიერი მითითება ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე ამ სახელმწიფოში უნდა განიმარტოს, საჭიროებისამებრ, როგორც მითითება ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში;
დ) ნებისმიერი მითითება იმ სახელმწიფოზე, რომლის საერთო მოქალაქეობაც აქვს ორ პირს, უნდა განიმარტოს, საჭიროებისამებრ, როგორც მითითება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულზე, ან შესაბამისი წესების არარსებობის შემთხვევაში, იმ ტერიტორიულ ერთეულზე, რომელთანაც რჩენის ვალდებულება ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული;
ე) ნებისმიერი მითითება სახელმწიფოზე, რომლის მოქალაქეც არის პირი, უნდა განიმარტოს, როგორც მითითება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულზე, ან შესაბამისი წესების არარსებობის შემთხვევაში, იმ ტერიტორიულ ერთეულზე, რომელთანაც პირს აქვს ყველაზე მჭიდრო კავშირი.
(2) ოქმის შესაბამისად გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრის მიზნით, იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც აქვს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, რომლებშიც მოქმედებს განსხვავებული სამართლებრივი სისტემა ან გამოიყენება სამართლის სხვადასხვა ნორმები, წინამდებარე ოქმით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქმედებს შემდეგი წესები:
ა) ტერიტორიულ ერთეულში გამოიყენება ის სამართალი, რომელიც განსაზღვრა სახელმწიფომ კონკრეტულად ამ ტერიტორიულ ერთეულში გამოსაყენებლად, თუ ასეთი კანონი არსებობს;
ბ) თუ არ არსებობს ამგვარი კანონი, თავად ტერიტორიული ერთეულის შესაბამისი კანონი გამოიყენება, როგორც ეს დადგენილია 1-ელ პუნქტში.
(3) ეს მუხლი არ ვრცელდება ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონალურ ორგანიზაციაზ