რჩენის ვალდებულების მიმართ გამოსაყენებელი სამართლით inter alia უნდა განისაზღვროს:
ა) თუ რა ფარგლებში და ვისგან აქვს კრედიტორს რჩენის მოთხოვნის უფლება;
ბ) რა ფარგლებში შეუძლია კრედიტორს ალიმენტის რეტროაქტიული ანაზღაურების მოთხოვნა;
გ) ინდექსაცია და რჩენის ვალდებულების ოდენობის გაანგარიშების საფუძველი;
დ) ვინ არის უფლებამოსილი, დაიწყოს საქმისწარმოება რჩენის ვალდებულების საკითხზე, გარდა საპროცესო უფლებაუნარიანობისა და წარმომადგენლობის საკითხებისა;
ე) სასარჩელო ხანდაზმულობის ან ხანდაზმულობის ვადები;
ვ) მოვალისადმი საალიმენტო ვალდებულის მოცულობა, როდესაც სახელმწიფო ორგანო, როგორც კრედიტორი ითხოვს მოვალისაგან მის ნაცვლად შესრულებული რჩენის ვალდებულების ანაზღაურება