(1)  მე-3-6 მუხლებით განსაზღვრული წესების მიუხედავად, რჩენის ვალდებულების საქმეში კრედიტორსა და მოვალეს შეუძლიათ მხოლოდ კონკრეტული საქმის წარმოებისათვის რჩენის ვალდებულებებზე გამოსაყენებელ სამართლად ცალსახად განსაზღვრონ იმ სახელმწიფოს სამართალი, სადაც მიმდინარეობს საქმის განხილვა.

(2) ამგვარი პროცედურების დაწყებამდე მხარეებს შორის სამართლის განსაზღვრის საკითხზე შეთანხმება უნდა იყოს შესრულებული წერილობითი სახით ან ნებისმიერი საშუალებით ჩაწერილი და ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ და ასევე, წერილობითი სახით შესრულებული ინფორმაცია უნდა იყოს გამოყენებადი შესაბამისი საჭიროებისათვი