(1) შემდეგი დებულებები გამოიყენება რჩენის ვალდებულებების შემთხვევებში:

ა) მშობლების მიმართ შვილების სასარგებლოდ;

ბ) მშობლების გარდა სხვა პირების მიმართ 21 წლამდე ასაკის პირების სასარგებლოდ, გარდა მე-5 მუხლით განსაზღვრული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებისა; და

გ) შვილების მიმართ თავისი მშობლების სასარგებლოდ.

(2) თუ მე-3 მუხლით განსაზღვრული სამართლის მიხედვით კრედიტორს არ შეუძლია მოვალისაგან ალიმენტის მიღება, მაშინ გამოიყენება დავის განმხილველი სასამართლოს ქვეყნის კანონმდებლობა.

(3) მე-3 მუხლის მიუხედავად, თუ კრედიტორმა მიმართა იმ სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, სადაც მოვალეს აქვს ჩვეული საცხოვრებელი ადგილი, გამოიყენება დავის განმხილველი სასამართლოს ქვეყნის სამართალი. თუმცა, თუ კრედიტორი ამ სამართლის საფუძველზე მოვალისაგან ვერ მიიღებს ალიმენტს, მაშინ დავის განხილვისას გამოიყენება კრედიტორის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის სახელმწიფოს კანონმდებლობა.

(4) თუ მე-3 მუხლისა და ამ მუხლის მე-2 და მე-3  პუნქტებით განსაზღვრული წესის მეშვეობით კრედიტორი ვერ მიიღებს ალიმენტს მოვალისაგან, მაშინ გამოიყენება მათი საერთო მოქალაქეობის სახელმწიფოს სამართალი, ასეთის არსებობის შემთხვევაშ