მუხლი 363. მოვალის ან კრედიტორის ადგილსამყოფლის შეცვლა
1. თუ ვალდებულების შესრულების წინ იცვლება მოვალის საცხოვრებელი ადგილი ან საწარმოს ადგილსამყოფელი და კრედიტორს ამის გამო წარმოეშობა დამატებითი ხარჯები, მოვალემ ეს ხარჯები უნდა აუნაზღაუროს კრედიტორს.
2. თუ ვალდებულების შესრულებამდე იცვლება კრედიტორის საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი და ამის გამო იზრდება ხარჯები ან საფრთხე ექმნება შესრულებას, მაშინ კრედიტორს ეკისრება როგორც გაზრდილი ხარჯების ანაზღაურება, ასევე საგნის გადაცემის მოსალოდნელი საფრთხის რისკი
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
…სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ნ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 363-ე მუხლი. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მ. ზ-მა შეგებებული სარჩელი ცნო და არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, რის საფუძველზეც…
საქმე №ას-87-82-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2010
…რის შედეგადაც კასატორმა ვერ მიიღო მოგება 7514,60 ლარის ოდენობით. საქმეში არსებული მასალები უტყუარად ადასტურებს, რომ შპს “საქართველოს რკინიგზას” უარი არ უთქვამს ხელშეკრულებაზე, არ შეუწყვეტია ვადაზე ადრე და არ მოუშლია იგი სამოქალაქო კოდექსის 363-ე მუხლის შესაბამისად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, არამედ დამთავრდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა. აღნიშნულზე მიუთითებს შედარების აქტი…
…დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გლდანის რაიონული ფილიალის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დოკუმენტის გადამალვისა და დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332.1 და 363.1 მუხლებით. საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ვ. ს.-ის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ…
საქმე №3გ-ად-320-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2003
…ცნობილი იყო 1999წ. 28 ნოემბრისათვის, ვინაიდან ამ დროს მის მიერ შეტანილი განცხადების საფუძველზე შეჩერდა ვაკის რაიონის გამგეობის 1999წ. 20 იანვრის ¹2.5.7 გადაწყვეტილების მოქმედება და მიუთითა, რომ სსკ-ს იმჟამად მოქმედი 357-ე, 363-ე მუხლებით დადგენილი იყო ადმინისტრაციული და სახელმწიფო სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი საქმეთა განხილვის წესი და გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, რომლის ათვლა…
საქმე №3გ-ად-343-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.02.2003
…ქ. ფოთის სასამართლოს 1998წ. 6 მაისის განჩინება. აღნიშნული ეწინააღმდეგება იმ დროს მოქმედ სსკ-ს მე-15 მუხლს. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა იმჟამად მოქმედი სსკ-ს 145-ე, 353-ე, 354-ე, 363-ე, 365-ე მუხლები, არ გამოიყენა იმავე კოდექსის მე-15 მუხლი და საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა" და «გ" პუნქტების თანახმად…
მუხლი 45. მოვალის საწინააღდეგო მოსაზრება— ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ