გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7295-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მერი გულუაშვილი
სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე
მოსარჩელე - ქრი--------------–--ე
წარმომადგენელი-სა-–----------–-–---–ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო
წარმომადგენელი - მა-------------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №------–------ გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქრი--------------–--ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე (დაზუსტებული მოთხოვნა, 25.12.2019 წლის სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივი საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსისა“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - "სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 07 აგვისტოს N320 ბრძანებით განსაზღვრული წესების დაცვით. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3.სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2015 წლის 24 სექტემბრის, ზ---------------ის ეპიზოდი); საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2015 წლის 28ოქტომბრის, მ-----------------ძის, ლ------------–--ლის და ზ-------------ძის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრის, ზ---------------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთს 9 თვით ვადით. საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 28 ოქტომბრის, მ-----------------ძის, ლ------------–--ლის და ზ-------------ძის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ მსჯავრდებულ ქრი--------------–--ეს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულ ქრი--------------–--ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით, მსჯავრდებულ ქრი--------------–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განაჩენი (ს.ფ. 12-30)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №------–------ გადაწყვეტილება (ს.ფ.108-118).
3.2. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის 2018 წლის 20 ივნისის N9683 ბრძანებით ,,პატიმრობის კოდექსის’’ 46-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის N70 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლისა და 2015 წლის 30 ივნისის N61 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად მსჯავრდებულ ქრი--------------–--ეს განესაზღვრა ნახევრადღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება.
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 02.08.2016 წელს.
სსკ-ის 72-ე, 73-ე, 74-ე, და 98-ე მუხლებით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდის თარიღი:
სსკ-ის 72-ე მუხლით 2/3-02.08.2020წელი.
სსკ-ის 73-ე მუხლით ½-02.08.2019 წელი.
სასჯელის დასაწყისი-02.08.2016 წელი.
სასჯელის დასასრული 02.08.2022წელი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2019 წლის 2 აგვისტოს დახასიათება (ს.ფ. 85-87)
3.3. მსჯავრდებულს მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, დაამთავრა ქუთაისის სამედიცინო ინსტიტუტი ფარმაციის განხრით. აქვს უმაღლესი სამუშაო გამოცდილება-მუშაობდა აფთიაქში ფარმაცევტად, ქუთაისის N1 საბავშვო ბაღში და მართლმადიდებლურ ბაგა-ბაღში ,,იავნანა’’, მოგვიანებით საკონდიტრო საცხობში-მოლარე ოპერატორად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2019 წლის 2 აგვისტოს დახასიათება (ს.ფ. 85-87)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №------–------ გადაწყვეტილება (ს.ფ.108-118).
3.4. მსჯავრდებულის განმარტებით ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი-სკოლის მოსწავლეები. ჰყავს დედ-მამა, რომლებიც ზრუნავენ მსჯავრდებულზე. მისივე განმარტებით, ოჯახის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა. ხვდება ხანმოკლე და ხანგრძლივ პაემანზე ოჯახის წევრებს. აქვს ხშირი სატელეფონო საუბრები მათთან და ახლობლებთან. მისი განმარტებით, ოჯახს აქვს კარგი მატერიალური მდგომარეობა და მათ ემოციურ და ფინანსურ მხარდამჭერად აღიქვამს.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2019 წლის 2 აგვისტოს დახასიათება (ს.ფ. 85-87)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №------–------ გადაწყვეტილება (ს.ფ.108-118).
3.5. მოსარჩელე წარსულში ნასამართლობის არმქონეა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №------–------ გადაწყვეტილება (ს.ფ.108-118).
3.6. ოჯახის სოციალური გარემოს მზაობა მსჯავრდებულის შესაძლო დაბრუნების მიმართ:
N5 დაწესებულების მომართვის საფუძველზე მომზადდა მსჯავრდებულის ოჯახის და სოციალური გარემოს შეფასების ანგარიში. მსჯავრდებულის ოჯახის და სოციალური გარემოს შეფასების მიზნით სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა თერჯოლის რაიონის სოფელ ბარდუბანში. შედგა პირისპირ ინტერვიუ მსჯავრდებულის მამასთან, თ------ სირბილაძესთან.
შეფასებით ვლინდება, რომ ქრ------ე განქორწინებულია. შვილი ჰყავს ორი. უფროსი ლ---ა კ-------ე 11 წლის არის, ხოლო -თ---–---------ძე 9 წლის. ქრ------ეს დაკავების შემდეგ შვილები ყოფილ მეუღლესთან -პაატა კ-------ესთან ცხოვრობდნენ. ბატონი თ------ის გადმოცემით, ლ---ა იყო მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. აღნიშნულ ფაქტზე ბაბუამ სამართალდამცავ ორგანოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. მამის მიმართ გამოწერილია შემაკავებელი ორდერი, ხოლო ლ---ას მიმართ მონიტორინგს ახორციელებს თერჯოლის რაიონის სოციალური სააგენტოს სოციალური მუშაკი. უმცროსი შვილი კვლავ მამასთან რჩება, ბატონი თ------ი ეჭვობს, რომ მამა არ აძლევს ბაბუასთან სტუმრობის უფლებას. ბატონი თ------ი იმედოვნებს, რომ ქრ------ეს გათავისუფლების შემდეგ ორივე შვილი დედასთან იცხოვრებს. ქრ------ეს მამა-თ------ სირბილაძე არის 60 წლის. მუშაობს ქ. ქუთაისში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. ტექნიკოსის პოზიციაზე. დედა-აზ---------–--ე, 54 წლის, სამუშაო მიზნით იტალიაში იმყოფება, მუშაობს ხანდაზმულის მომვლელად. სახლში ასევე ცხოვრობს ბებია -გუ-–--------–----–--ლი, რომელიც პენსიონერია. ბებიას შეუძლია როგორც საკუთარ თავზე ზრუნვა, ასევე მზრუნველობას იჩენს მსჯავრდებულის უფროსი შვილის მიმართ. ქრ------ეს ჰყავს უმცროსი ძმა-ლ------------–-ძე, ლ----ი ქ. თბილისში ცხოვრობს და მუშაობს შემოსავლების სამსახურში. მამის მონათხრობით, ქრ------ეს დაკავების შემდეგ დედმამიშვილის ურთიერთობა გართულდა, ლ----ს გაუჭირდა გააცნობიერებს, რომ მისმა დამ ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. თავდაპირველად დასთან კონტაქტი გაწყვიტა, მაგრამ ამჟამად მათი ურთიერთობა აღდგა და აქვს დასთან სატელეფონო კომუნიკაცია.
მამა აღნიშნავს, რომ დაოჯახების შემდეგ შვილს ბევრი სირთულე ჰქონდა. მშობლები მას ფინანსურად ედგნენ გვერდში, შვილიც ხშირად მიმართავდა დასახმარებლად, თუმცა ქრ------ე მათ ნაკლებად უზიარებდა თავის ემოციებს.
ოჯახის წევრთა დამოკიდებულება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ:
მამა ჰყვება, რომ თბილისში, ცხოვრების პერიოდში ქრ------ე მუშაობდა პურის საცხობ ობიექტზე, სადაც შეიძინა მეგობრები. სწორედ მათთან ერთად ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედება. აღნიშნავს, რომ დეტალები დაზუსტებით არ იცის და არ სურს არასწორი ინფორმაცია გააჟღეროს. ჰყვება, რომ კონკრეტული ადამიანისგან მოტყუებით აიღეს ათი ათასი ლარი და ასევე მოტყუებით დაამოწმებინეს ნოტარიუსს. მამა ვარაუდობს, რომ ქრ------ემ გაუცნობიერებლად ჩაიდინა დანაშაული და თავად მეგობრების გავლენის ქვეშ მოექცა. მიუხედავად ამისა, ამბობს რომ ადანაშაულებს, ვინაიდან უნდა გაენალიზებინა შვილს თუ რას სჩადიოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მსჯავრდებულის ოჯახის შეფასების დასკვნა.
3.7. დაზარალებული ლ------------–-ძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ვინაიდან მისი კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, მეუნარგიას ქ. N71, ბინა N14, მისი ქონებრივი უფლებები აღდგენილია და ბათილად არის ცნობილი 2015 წლის 28 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, თანახმაა, რომ მისი და ქრი--------------–--ე აღარ იხდიდეს სასჯელს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში და გათავისუფლდეს, ვინაიდან მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და მისი დიდი ხნით თავისუფლების შეზღუდვა ზიანს მიაყენებს მის შვილებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ლ------------–-ძის განცხადება (ს.ფ.93)
3.8. მსჯავრდებულის განმარტებით, სურს გათავისუფლების შემდეგ დაუბრუნდეს ოჯახს, მსჯავრდებულის ოჯახს აქვს სამეურნეო მიწები და გეგმავს გათავისუფლების შემდეგ დაკავდეს სოფლის მეურნეობით, იზრუნოს შვილებზე, იცხოვროს კანონმორჩილად, შეცდომების გარეშე. პენიტენციურ დაწესებულებაში მიღებული ცოდნა გამოიყენოს სამომავლოდ და ნასწავლი გამოიყენოს პრაქტიკაში. სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ჩაერთო ფსიქო-სოციალურ აქტივობებში, გაიარა ,,მეწარმეობა’’, მეხილეობა’’, ,,სტილისტის შემსწავლელი კურსი’’, ,,კოსმეტოლოგია’’, ,,სამკერვალო ნაწარმი’’, ,,სპორტული მასაჟი და რეაბილიტაცია’’, ,,ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარეები’’, ინგლისური, ,,ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარები’’, ,,ძალადობის მსხვერპლი ქალების სარეაბილიტაციო პროგრამა’’, მოისმინა სატრენინგო მოდულები: ,,ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები’’, ,,ლექცია სემინარი თეოლოგიურ თემებთან დაკავშირებით’’, ,,ოჯახში სირთულეებთან გამკლავების პროგამა’’, ,,სოციალური და კოგნიტური უნარები’’, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა’’, ,,ტუბერკულიოზი და მკურნალობაზე დამყოლობა’’, ,,სტიგმა და დისკრიმინაცია’’, ,,ტრეფიკინგი-მონობის თანამედროვე ფორმის’’ შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული დასაქმებული იყო სამკერვალოსა და ყვავილების სათბურში. თავისუფალ დროს დაკავებულია ქარგვით. სარგებლობს საბიბლიოთეკო მომსახურებით, ესწრება რელიგიურ და კულტურულ ღონისძიებებს.
2019 წლის 10 იანვარს მსჯავრდებულმა მონაწილეობა მიიღო შობა -ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ თეატრალიზებულ წარმოდგენაში, სადაც მოეწყო მსჯავრდებულების ნამუშევრების ჩვენება (პოდიუმი), მსჯავრდებულებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები.
მსჯავრდებულს 16.05.2017წელს მიეცა დაწესებულების დროებითი დატოვების უფლება, გაყვანილ იქნა შ. რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და დაესწრო მსჯავრდებულების მიერ გამართულ სპექტაკლს.
მსჯავრდებულის განმარტებით აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
ფსიქოლოგთან ინტერვიურების პროცესში, რისკ-ფაქტორები, ემოციური აგრესიისა და ანტისოციალური ქცევის ტენდეცია არ ვლინდება.
ბენეფიციარი ქრი--------------–--ე ფსიქოლოგთან ინტერვიუირების პროცესში ერთვის სიტუაციასთან შესაბამისი ნდობის ფარგლებში, ამყარებს თვალით კონტაქტს, დიალოგში შემოდის დადებითი გუნება-განწყობით. გარეგნულად მოწესრიგებულია, კომუნიკაბელურია, კოგნიტური და სოციალური უნარები განვითარებული აქვს. აქტიურია, მოტივირებულია, კეთილგანწყობილია, მიზანდასახულია, ოპტიმისტია, შრომისმოყვარეა. ბენეფიციარი საუბრობს, რომ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მასში გადაფასდა ღირებულებათა სისტემა. ჩართული იყო სხვადასხვა სასწავლო-სარეაბილიტაციო პროგრამებში, მონაწილეობას იღებს გამართულ ღონისძიებებში. თავისუფალ დროს ქარგავს, კერავს, მუშაობს ტყავზე. კითხულობს მხატვრულ-შემეცნებით ლიტერატურას. სწავლობს, იღრმავებს ცოდნას. დაწესებულებაში არსებულ სამკერვალო საამქროში იყო დასაქმებული, მებაღეობის კურსები გაიარა, მუშაობდა სათბურში, ჰყავს ძლიერი მხარდამჭერთა გუნდი. აქვს უმაღლესი განათლება. პროფესია, სამუშაო გამოცდილება. ბენეფიციარი აღნიშნავს, რომ ჰქონდა მიკრობიზნესი, სურვილი აქვს განაგრძოს ეს საქმიანობა. ასევე საუბრობს, რომ მიწის დიდი ნაკვეთი აქვს საკუთრებაში, ფიქრობს სოფლის მეურნეობით, მეცხოველეობით, მებაღეობით დაკავდეს.
მსჯავრდებულ ქრი--------------–--ეს სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი ან წახალისება არ ჰქონია.
მსჯავრდებული ქრი--------------–--ე ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნების, დაწესებულების დღის განრიგის დარღვევაში არ არის შემჩნეული, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს.
მსჯავრდებულ ქრი--------------–--ეს კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მსჯავრდებულის ოჯახის შეფასების დასკვნა.
-N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის 2019 წლის 2 აგვისტოს დახასიათება (ს.ფ. 85-87)
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №------–------ გადაწყვეტილება (ს.ფ.108-118).
3.9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №------–------ გადაწყვეტილებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოში შემოსული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ქრ------ე თეიმურაზის ასული სირბილაძის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა. საბჭომ ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელა ,,საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა დაზარალებულის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების თაობაზე. მსჯავრდებულის ოჯახური პირობები, დამოკიდებულება დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები: მონაწილეობა აქვს მიღებული სარეაბილიტაციო ღონისძიებებში. თუმცა, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი, ჩადენილია თაღლითობა დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. სახეზეა არაერთი ეპიზოდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული. საბჭომ მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №------–------ გადაწყვეტილება (ს.ფ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №------–------ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, პატიმრობის კოდექსისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
პატიმრობის კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამასთან, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით.
ხსენებული კოდექსის მე-43 მუხლში რეგლამენტირებულია სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის წესი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ.
პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე, ხოლო მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს.
მითითებული წესის მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება, რომლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე. საბჭოს სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით. მე-3 პუნქტის თანახმად, ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშე არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ შუამდგომლობებს. მე-4 პუნქტის მიხედვით, ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება შუამდგომლობაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
ამავე მუხლის თანახმად, საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №------–------ გადაწყვეტილებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოში შემოსული შუამდგომლობა მსჯავრდებულ ქრ------ე თეიმურაზის ასული სირბილაძის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა.
ასევე, დადგენილია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლში მოცემულია საბჭოს მიერ საკითხის განხილვისას მსჯავრდებულის პიროვნების შეფასებისათვის საჭირო კრიტერიუმების ჩამონათვალი. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია:
ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში.
განსახილველ შემთხვევაში, საბჭომ ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, აღნიშნა, რომ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი, ჩადენილია თაღლითობა დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. სახეზეა არაერთი ეპიზოდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული. საბჭომ მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმის თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები.
საყურადღებოა მოპასუხის მითითება, რომ მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა იმ პირობებში, როდესაც სხვა დანარჩენი კრიტერიუმები მასთან მიმართებაში შეფასდა დადებითად. სასამართლო თვლის, რომ თავად ამ კრიტერიუმის შეფასებისას დადებით კონტექსტშია შესაფასებელი თუნდაც ის ფაქტიც, რომ დანაშაული არ არის ჩადენილი პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში, რაც თავისთავად ამცირებს დანაშაულის ჩადენის განმეორების რისკს. მოპასუხის მიერ ისე იქნა მითითებული განსაკუთრებული გავლენის არსებობაზე დანაშაულის ხასიათის მიმართ, თითქოს ამავდროულად არსებობდა სხვა რომელიმე კრიტერიუმის უარყოფითად შეფასების ფაქტობრივი გარემოება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილ დანარჩენ კრიტერიუმებსა და მოსარჩელის შეფასებას თითოეულ კრიტერიუმთან მიმართებით;
ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას.
მოცემულ შემთხვევაში, ქრი--------------–--ე სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა, მსჯავრდებული იცავს დაწესებულების დებულებას, დაწესებულების დღის განრიგსა და სამართლებრივ რეჟიმს, ასრულებს ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. დაწესებულების ადმინისტრაციისა და სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებაში არის თავაზიანი, არ არის კონფლიქტური და აგრესიული.
გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული.
მსჯავრდებული ნასამართლობის არ მქონეა.
დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა.
მსჯავრდებულ ქრი--------------–--ეს ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. უფროსი ლ---ა კ-------ე 11 წლის არის, ხოლო თ---–---------ძე 9 წლის.
6.4. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები სახელმწიფოს ავალდებულებს ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური თვალსაზრისით და დედათა და ბავშვთა უფლებები დაიცვას კანონით.
ბავშვის უფლებათა კონვენციის პრეამბულაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო აუცილებლად უნდა იყოს დაცული და მას აუცილებლად უნდა გაეწიოს თანადგომა, რათა მან თავის თავზე სრულად აიღოს საზოგადოებრივი ვალდებულებანი. ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ და უზრუნველყოფენ მათი იურისდიქციის ფარგლებში მყოფი თითოეული ბავშვის ყველა უფლებას, რომელიც წინამდებარე კონვენციითა გათვალისწინებული, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის გარეშე, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული, ეთნიკური თუ სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, ბავშვის, მისი მშობლებისა და კანონიერი მეურვეების ჯანმრთელობისა და დაბადების მდგომარეობის ან სხვა რამ ვითარების განურჩევლად.
აღნიშნული კონვენციის მე-3 მუხლის, პირველი პუნქტის მიხედვით, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის განმახორციელებელი - სახელმწიფო, თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას, შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მოქალაქეობის, სახელისა და ოჯახური კავშირების ჩათვლით, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონით და არ დაუშვან ამაში კანონსაწინააღმდეგო ჩარევა, ხოლო თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან მის ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას აუცილებელი მფარველობით და დახმარებას აღმოუჩენენ მისი ინდივიდუალობის უსწრაფესი აღდგენისათვის. ამასთან, იმავე კონვენციის მე-9 მუხლის, პირველი პუნქტი მონაწილე სახელმწიფოებს ავალდებულებს უზრუნველყონ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.
სასამართლოს მიუთითებს საქმეში დაცულ მასალებზე, კერძოდ, ქრ------ეს დაკავების შემდეგ შვილები ყოფილ მეუღლესთან ცხოვრობდნენ, თუმცა როგოც ქრ------ეს მამა განმარტავს, ლ---ა იყო მამის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. აღნიშნულ ფაქტზე ბაბუამ სამართალდამცავ ორგანოს და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართა. მამის მიმართ გამოწერილია შემაკავებელი ორდერი. უმცროსი შვილი კვლავ მამასთან რჩება. წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები მიუთითებს ბავშვების საუკეთესო ინტერესზე დაუბრუნდნენ დედის მზრუნველობას.
ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებული ჩაერთო ფსიქო-სოციალურ აქტივობებში, გაიარა ,,მეწარმეობა’’, მეხილეობა’’, ,,სტილისტის შემსწავლელი კურსი’’, ,,კოსმეტოლოგია’’, ,,სამკერვალო ნაწარმი’’, ,სპორტული მასაჟი და რეაბილიტაცია’’, ,,ერთწლიანი და მრავალწლიანი ყვავილოვანი მცენარეები’’, ინგლისური, ,,ფეხსაცმლისა და ტყავის აქსესუარები’’, ,,ძალადობის მსხვერპლი ქალების სარეაბილიტაციო პროგრამა’’, მოისმინა სატრენინგო მოდულები: ,,ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებები’’, ,,ლექცია სემინარი თეოლოგიურ თემებთან დაკავშირებით’’, ,,ოჯახში სირთულეებთან გამკლავების პროგრამა’’, ,,სოციალური და კოგნიტური უნარები’’, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა’’, ,,ტუბერკულიოზი და მკურნალობაზე დამყოლობა’’, ,,სტიგმა და დისკრიმინაცია’’, ,,ტრეფიკინგი-მონობის თანამედროვე ფორმის’’ შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული დასაქმებული იყო სამკერვალოსა და ყვავილების სათბურში. თავისუფალ დროს დაკავებულია ქარგვით. სარგებლობს საბიბლიოთეკო მომსახურებით, ესწრება რელიგიურ და კულტურულ ღონისძიებებს. 2019 წლის 10 იანვარს მსჯავრდებულმა მონაწილეობა მიიღო შობა -ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ თეატრალიზებულ წარმოდგენაში, სადაც მოეწყო მსჯავრდებულების ნამუშევრების ჩვენება (პოდიუმი), მსჯავრდებულებმა შეასრულეს მუსიკალური ნომრები. მსჯავრდებულს 16.05.2017წელს მიეცა დაწესებულების დროებითი დატოვების უფლება, გაყვანილ იქნა შ. რუსთაველის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და დაესწრო მსჯავრდებულების მიერ გამართულ სპექტაკლს.
ფსიქოლოგთან ინტერვიურების პროცესში, რისკ-ფაქტორები, ემოციური აგრესიისა და ანტისოციალური ქცევის ტენდეცია არ ვლინდება.
ბენეფიციარი ქრი--------------–--ე ფსიქოლოგთან ინტერვიუირების პროცესში ერთვის სიტუაციასთან შესაბამისი ნდობის ფარგლებში, ამყარებს თვალით კონტაქტს, დიალოგში შემოდის დადებითი გუნება-განწყობით. გარეგნულად მოწესრიგებულია, კომუნიკაბელურია, კოგნიტური და სოციალური უნარები განვითარებული აქვს. აქტიურია, მოტივირებულია, კეთილგანწყობილია, მიზანდასახულია, ოპტიმისტია, შრომისმოყვარეა. ბენეფიციარი საუბრობს, რომ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მასში გადაფასდა ღირებულებათა სისტემა. ჩართული იყო სხვადასხვა სასწავლო-სარეაბილიტაციო პროგრამებში, მონაწილეობას იღებს გამართულ ღონისძიებებში. თავისუფალ დროს ქარგავს, კერავს, მუშაობს ტყავზე. კითხულობს მხატვრულ-შემეცნებით ლიტერატურას. სწავლობს, იღრმავებს ცოდნას. დაწესებულებაში არსებულ სამკერვალო საამქროში იყო დასაქმებული, მებაღეობის კურსები გაიარა, მუშაობდა სათბურში, ჰყავს ძლიერი მხარდამჭერთა გუნდი. აქვს უმაღლესი განათლება. პროფესია, სამუშაო გამოცდილება. ბენეფიციარი აღნიშნავს, რომ ჰქონდა მიკრობიზნესი, სურვილი აქვს განაგრძოს ეს საქმიანობა. ასევე საუბრობს, რომ მიწის დიდი ნაკვეთი აქვს საკუთრებაში, ფიქრობს სოფლის მეურნეობით, მეცხოველეობით, მებაღეობით დაკავდეს.
მსჯავრდებულ ქრი--------------–--ეს სასჯელის მოხდის პერიოდში დისციპლინური სახდელი არ ჰქონია. იგი ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნების, დაწესებულების დღის განრიგის დარღვევაში არ არის შემჩნეული, ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოვალეობებს. მსჯავრდებულ ქრი--------------–--ეს კარგი ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულებთან, თავაზიანია თანამშრომლებთან მიმართებაში.
მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია დაზარალებულის ლ------------–-ძის განცხადება, განცხადებაში ლ------------–-ძე აღნიშნავს, რომ ვინაიდან მისი კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, მეუნარგიას ქ. N71, ბინა N14, მისი ქონებრივი უფლებები აღდგენილია და ბათილად არის ცნობილი 2015 წლის 28 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, თანახმაა, რომ მისი და ქრი--------------–--ე აღარ იხდიდეს სასჯელს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში და გათავისუფლდეს, ვინაიდან მას ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და მისი დიდი ხნით თავისუფლების შეზღუდვა ზიანს მიაყენებს მის შვილებს.
6.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ”ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. ხოლო მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივად შებოჭილ თავისუფლებას, ვინაიდან აღნიშნული ისეთი უფლებამოსილებაა, რომელიც ერთის მხრივ, კანონმდებლობით არ არის შეზღუდული კონკრეტული მოწესრიგებით, თუმცა შეზღუდულია კანონით დადგენილი ნორმის მიზნითა და ფარგლებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების სრული სასამართლო კონტროლი გამოიწვევდა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის არაეფექტურობას, სასამართლო კონტროლის მოცულობა შეზღუდულია იმ გარემოებების შემოწმებით, არსებობდა თუ არა დაშვებული შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ამგვარი შეცდომის თავიდან აცილების შემთხვევაში, სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლზე, რომლის ბოლო წინადადება ადგენს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. მოცემული დანაწესი, სასამართლოს მოსაზრებით, აუცილებლად გულისხმობს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების სავალდებულობას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულით არის შესაძლებელი, გაირკვეს, მიღებულ იქნა თუ არა უშეცდომო გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები განსაზღვრავს, რომ თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამ თუ იმ გადაწყვეტამდე. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, სხვა კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. პატიმრობის კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი არ შეიცავს საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა პიროვნული მახასიათებლები, ოჯახური პირობები, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულს მონაწილეობა აქვს მიღებული კულტურულ ღონისძიებებში და ნასამართლობის არმქონეა, თუმცა, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ კი, ჩადენილია თაღლითობა დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. სახეზეა არაერთი ეპიზოდი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულის შესახებ საკითხის განხილვისას განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა. სასამართლო განმარტავს, რომ საკითხის განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო სრულფასოვნად გამოეყენებინა მინიჭებული უფლებამოსილება და გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა საკითხის უარყოფითად გადაწყვეტისათვის.
დანაშაულის ხასიათთან მიმართებაში, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა. სასამართლოს მიაჩნია, რომ საბჭოს მიერ მსჯავრდებულისათვის პატიმრობის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას ყურადღება უნდა იქნას გამახვილებული არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი, ამ უკანასკნელის განმარტებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლი, კერძოდ, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო მიიჩნევს, რომ რესოციალიზაცია გულისხმობს დამნაშავის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანმიმართულ პროცესს, დესოციალიზებული პიროვნების ხელახალ სოციალიზაციას, მისი შემდგომი თავისუფალი ცხოვრებისათვის მომზადებას. ამასთან, დამნაშავის რესოციალიზაცია თავისთავად კავშირშია ახალი დანაშაულის პრევენციის მიზანთან, ანუ თუ მოხდება დამნაშავის რესოციალიზაცია, თავისთავად შემცირდება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკიც. სასჯელის მიზნის მიღწევასთან მიმართებაში სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელე პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფნის პერიოდში ხასიათდება დადებითად, იცავს დაწესებულების დებულებას, დაწესებულების დღის განრიგსა და სამართლებრივ რეჟიმს, ასრულებს ადმინისტრაციის კანონიერ მოთხოვნებს. დანაშაულის შეფასებისას ადეკვატურია. ვლინდება პასუხისმგებლობის განცდა. არ არის კონფლიქტური და აგრესიული. იგი მზაობას ავლენს თვითგანვითარებისაკენ. განთავისუფლების შემდეგ გეგმავს მუშაობის გაგრძელებას. დანაშაულს აღიარებს არა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ გულწრფელად განიცდის და ინანიებს კიდეც. სასჯელის მოხდის პერიოდში მონაწილეობა აქვს მიღებული კულტურულ ღონისძიებებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, გამოცემულია პატიმრობის კოდექსის სახელმძღვანელო პრინციპის - რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ბალანსის უგულებელყოფით, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით უგულებელყოფილია ბავშვების საუკეთესო ინტერესებიც. როგორც უკვე აღინიშნა, ოჯახი, როგორც საზოგადოების ძირითადი უჯრედი და მისი წევრების, განსაკუთრებით კი ბავშვების ზრდისა და კეთილდღეობის ბუნებრივი გარემო აუცილებლად უნდა იყოს დაცული და მას აუცილებლად უნდა გაეწიოს თანადგომა, რათა მან თავის თავზე სრულად აიღოს საზოგადოებრივი ვალდებულებანი. ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ 21-ე მუხლზე, რომლის მე-3 პუნქტი სწორედ ამ კუთხით ადგენს განსაკუთრებულ რეგულაციას ქალი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას, კერძოდ კი ქალი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, სხვებს შორის, ქალთა სპეციფიკურ საჭიროებებს, მათი არასრულწლოვანი შვილების საუკეთესო ინტერესებს და სხვ.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
მითითებული საკანონმდებლო აქტის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და მოცემული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №------–------ გადაწყვეტილება და დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქრი--------------–--ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს ზემოაღნიშნული წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის თანახმად თუ მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი საბჭოს წარუდგენს შუამდგომლობას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე და საბჭო ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი, ვალდებულია ზეპირი მოსმენით სხდომის გამართვამდე, საბჭოს წარუდგინოს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საბანკო გარანტია/სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე შესაბამისი თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი/აპარატურის დაზღვევის შესახებ შესაბამისი სადაზღვევო პოლისი, „შინაპატიმრობის აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
სასამართლო განმარტავს, რომ საბჭო ვალდებულია გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მიიღოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით, აღნიშნული ასევე მოიცავს სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შემთხვევაში შინაპატიმრობის შესრულების წესისა და მსჯავრდებულისათვის თავისი მოვალეობების გაცნობას, რაც ქმნის შინაპატიმრობის აღსრულების რეჟიმის დაცვის გარანტიას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს უნდა დაეკისროს ქრი--------------–--ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 271 მუხლებით, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქრი--------------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს 2019 წლის 06 სექტემბრის №------–------ გადაწყვეტილება;
3. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველ ადგილობრივ საბჭოს კანონით დადგენილი წესის დაცვით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქრი--------------–--ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე;
4. დაეკისროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭოს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 (ასი) ლარის მოსარჩელე - ქრი--------------–--ის სასარგებლოდ ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე: მერი გულუაშვილი